პროლაიფი ფორტე 10 8მლ #7ფლ

67355
მარაგშია
43.35 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატები ჯენერიკიBifidobac.Lactobac.+Glucoligosacchar+Vit გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
43.35 
პროლაიფ ფორტე
Prolife Forte

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები.

გამოყენება
Prolife Forte ფლაკონების  ფორმულა  სწრაფად  და  ეფექტურად  უზრუნველყოფს  ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას. პრობიოტიკების სწორედ ამ კომბინაციას შეუძლია  ეფექტურად  შეამციროს  ისეთი  სიმპტომების  სიხშირე, ხანგრძლივობა  და  სიმძიმე, რომლებიც თან ახლავს შემდეგ გამომწვევ მიზეზებს:

• ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა;
• მგზავრობით გამოწვეული დიარეა;
• საჭმლის მონელების ისეთი დარღვევები, როგორიცაა დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი.

შემადგენლობა
Prolife Forte  წარმოადგენს  უნიკალური  შემადგენლობის  მქონე  უნივერსალურ სამკურნალო საშუალებას დისბაქტერიოზის დროს.

პრობიოტიკები- 10 პრობიოტიკური შტამის კომბინაცია - 10 მილიარდი ცოცხალი უჯრედი 1 დღიურ დოზაში (1 ფლაკონში), რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ნაწლავის ეპითელიუმის  ტროპიზმს.  ეს   სწორედ  ის  ფორმულაა, რომელიც სწრაფად და სრულყოფილად აღადგენს და აბალანსებს ნაწლავის ბაქტერიულ ფლორას;
პრებიოტიკები   -    გლუკოოლიგოსაქარიდები  0,8  გ  1  დღიურ  დოზაში  (1  ფლაკონში), რომლებიც ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორის გამრავლებას. იზრდება  ბიფიდობაქტერიების  კოლონიები,  მცირდება  დიარეისა  და  ალერგიის განვითარების რისკი, ხდება იმუნური სისტემის სტიმულაცია, უმჯობესდება კალციუმის შეწოვა და ვიტამინების სინთეზი;
B ჯგუფისვიტამინების უნივერსალური შემადგენლობა, რომლებიც დიდ როლს თამაშობს  უჯრედთა  მეტაბოლიზმის  პროცესში,  აღადგენს  დიარეით გამოწვეულ  დეფიციტს ორგანიზმში, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.

გამოიყენების წესი
Prolife Forte გამოიყენება საკვების მიღების შემდეგ, დღიური დოზა შეადგენს ერთ ფლაკონს ერთ მიღებაზე, დღეში 1-2-ჯერ.

მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ.
მკურნალობის  ან/და  პროფილაქტიკის  მინიმალური  კურსი  შეადგენს  7  ფლაკონს  (ერთი სრული შეფუთვა).
დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით, სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში.
შეანჯღრიეთ ფლაკონი შიგთავსის სრულ გახსნამდე (≈ 15 წამის განმავლობაში).
მოხსენით თავსახური და მიიღეთ ფლაკონის შემცველობა პერორალურად.

დოზირება
- 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში. 
- 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 1-2 ფლაკონი დღეში.

ჩვენება:
• დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში;

• საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი;
• ანტიბიოტიკებით  მკურნალობა  -  სასურველია  Prolife  Forte-ს  მიღება  ანტიბიოტიკების მიღებასთან ერთად და არა მხოლოდ მათი კურსის დამთავრებისას;
• ციტოსტატიკებითა  და  ქიმიოთერაპიული  საშუალებებით  მკურნალობის  დროს განვითარებული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტები და კოლიტები;
• დიარეა ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია კვების რეჟიმის და საკვების შემადგენლობის შეცვლით;
• ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია;
• მოგზაურობით გამოწვეული დიარეა.

შეფუთვა
8მლ მოცულობის მქონე 7 ფლაკონი ადვილად გასახსნელი თავსახურით.

შენახვის ვადა და პირობები
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას.
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ გამოიყენოთ Prolife forte -ს ფლაკონები მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ნუ მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ფლაკონი არის დაზიანებულია.

გაცემისრეჟიმი

III ჯგუფი (ურეცეპტოდ).

მწარმოებელი

Zeta Farmaceutice, იტალია