ბრონქოდიაზინა CR 150მლ სუსპ.

67491
-29%
მარაგშია
24.37 
17.42 
დანაზოგი: 6.95 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიხველებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიCo-trimoxazolum,Bromhexinum,Tolubalsam * გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
24.37 
17.42 
დანაზოგი: 6.95 ₾ (29%)

ბრონქოდიაზინა C.R.

(Bronquidiazina C.R.)

წამლის ფორმა: სუსპენზია

შემადგენლობა:                                                      7.5 მლ-ზე                      2.5 მლ-ზე

ტრიმეტოპრიმი (ს.ა.დ.)                                          80 მგ                             26.7 მგ

სულფამეტოქსაზოლი (ს.ა.დ.)                                400 მგ                           133.3 მგ

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი (ს.ა.დ.)                4 მგ                              1.3 მგ

ნატრიუმის ბენზოატი                                             250 მგ                           83.3 მგ

ტოლუს ბალზამის სიროფი                                    325 მგ                            108.3 მგ

დამხმარე ნივთიერებები:  გლიცერინი (E422), საქაროზა, ქსანტანი, ნატრიუმის საქარინი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პოლისორბატი 80, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), დიმეთილპოლისილოქსანის აქაფების საწინააღმდეგო ნივთიერებები, ანისულის ესენცია, წყალი, q.s.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ტრიმეტოპრიმი, სულფამიდის, სულფამეტოქსაზოლის და დიამინოპირიმიდინის კომბინაციასთან ერთად წარმოადგენს  სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ მრავალ პათოგენზე მოქმედ ეფექტურ საშუალებას. ბრონქიდიაზინა C.R. -ს ბრომჰექსინის შემცველობის წყალობით გააჩნია ბრონქიალური სეკრეციის გამათხიერებელი ეფექტი, რის შედეგადაც იოლდება სქელი ბრონქული სეკრეტის ამოხველა და სუნთქვა.  ნატრიუმის ბენზოატის და ტოლუს ბალზამის სიროფის კომბინაციას აქვს დამარბილებელი და ამოსახველებელი ეფექტი.

ჩვენებები: რესპირატორული ინფექციები: მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, შუა ყურის ინფექციების და სინუსიტების გამწვავება. Pneumocystis carinii-ს მიერ გამოწვეული პნევმონიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ყველა ზემოთხსენებული ინფექციის დიაგნოსტიკა და შესაბამისად მკურნალობაც ინიშნება ექიმის მიერ, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ექიმის რეცეპტის გარეშე დაუშვებელია.

უკუჩვენებები:

- პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

-  პრეპარატი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

-  პრეპარატის დანიშვნა არ ხდება პაციენტებში სისხლის მძიმე დაავადებებისას სათანადო მონიტორინგის გარეშე.

სიფრთხილის ზომები:

- სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის  ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში, ასევე არასათანადო კვებისას.

- პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ალერგიის და ბრონქული ასთმის დროს.

- პრეპარატით მკურნალობა ასაკოვან პაციენტებში განსაკუთრეული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს .

- პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისგან დაცულ ადგილას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

პრეპარატის მიღებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების ცვლილება. ამიტომ, დიაბეტის, ეპილეფსიის მკურნალობისას, ასევე სისხლის კოაგულაციაზე მოქმედი პრეპარატების მიღებისას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ძირითადად ადვილად გადაიტანება, თუმცა ზოგიერთ შემთვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება ან რესპირატორული გართულებები. უფრო იშვიათდ შესაძლებელია განვითრდეს კანის სიწითლე , ხოლო ასაკოვან პაციენტებში - კანზე გამონაყარი. ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: მითითებები დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით: პრეპარატი შედგება გლიცერინისგან, რისი მაღალი დოზებით მიღებაც შესაძლებელია სახიფათი იყოს. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები და დიარეა.

მიღების წესი და დოზირება:

დაუშვებელია ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატის დოზების ცვლილება ან შეწყვეტა. როგორც წესი, პრეპარატის მიღებისას გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი გაიდლაინები: მოზრდილებში ინიშნება 7.5 მლ 3-ჯერ დღეში. 2 წელზე ზემოთ ბავშვებში ინიშნება 2.5 მლ 3-ჯერ დღეში. სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

დოზის გადაჭარბება:

პრეპარატის დოზის შემთხვევით გადაჭარბებით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და დაბნეულობა. ყველა ზემოთხსენებულ შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

შეფუთვის ფორმა:  150 მლ ბოთლი დისპენსერით.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი/ავტორიზაციის მფლობელი:

ფაეს ფარმა, ს.ა.

მაქსიმო აგუირე, 14 – 48940 ლეიოა - ესპანეთი

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები