მულტი ლაიფი #30ტ

69170
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპოლივიტამინები ჯენერიკიVit.A,E,C,D,B1,B2,B3,B5,B6,B9,B12,K,Min* გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

შემადგენლობა:

ვიტამინი A

800 მგ TE

ვიტამინი E

10 მგ TE

ვიტამინიC

60 მგ

ვიტამინი B3

18 მგ NE

ვიტამინი B9

300 მკგ

ვიტამინი B1

1,4  მგ

ვიტამინი B2

1,6  მგ

ვიტამინი B6

2 მგ

ვიტამინი B12

1,5მკგ

ვიტამინი D

5 მკგ

ბიოტინი

150 მკგ

პანთოტენის  მჟავა

6 მგ

ბორი

150 მკგ

იოდი

150 მკგ

ვიტამინი K

25 მკგ

ქრომი

25 მკგ

თუთია

15 მგ

 მანგანუმი

2 მგ

კალიუმი

40 მგ

რკინა

14 მგ

მაგნიუმი

100 მგ

მოლიბდენი

25 მკგ

სელენი

25 მკგ

სილიკონი

100მკგ

კალციუმი

162 მგ

ფოსფორი

125 მგ

სპილენძი

2 მგ

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შემცველობით.                                                                                                               

ვიტამინი A -მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში,  უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ორგანიზმის ზრდას                                                                                  

ვიტამინი B1 - კოფერმენტის სახით მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.                                                                                                             

ვიტამინი B2 - უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის, კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს.                                                                                                                                                      

ვიტამინი B6 - კოფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში. აგრეთვე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.                                                                                                       

ვიტამინი B12 - ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში. ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში. აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის.

ვიტამინი B9 -  აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის, მეთიონინი, სერინი), ნუკლეინის მჟავების, ნურინების, პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლის პროცესებში.                                                                                                                                             იტამინი K -ერთიანდება ჯგუფში, რომლის სახელწოდებაა “ანტიჰემორაგიული ფაქტორები.” ეს შენაერთები საჭიროა სისხლის ნორმალური შედედებისათვის. ღვიძლში K ვიტამინი მონაწილეობს სპეციფიკური ცილის პროთრომბინის წარმოქმნაში.                                                                                                                                                    

ვიტამინი C  -მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულაციაში. უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს,  მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში.  აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.                                                                                   

ვიტამინი E- ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება. უზრუნველყოფს მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების ფორმირებაში.                                                                                                      

ვიტამინი D3 -ასტიმულირებს კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან.  ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზსს და კალციუმის ჩალაგებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში.  აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას.                                                                                                                                   

მაგნიუმი-  აქვეითებს ნეირონების აგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში,  კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.                                                                                       

ფოსფორი -მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში,  ენერგეტიკულ ცვლაში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ზრდის პროცესებში.                                                                                                              

კალციუმი- აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის. უზრუნველყოფს სისხლის შედედების პროცესებს.                                                                                                                                            

კალიუმი -მონაწილეობს უჯრედშიგა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში,  ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში.  მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების, მათ შორის მიოკარდიუმის, მეტაბოლიზმსა და ფუნქციებში.                                                                                                                                                                   

რკინა- მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.                                                                                                                                                                             

თუთია- ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისთვის.  წარმოადგენს პანკრეასის წვენის შემადგენელ ნაწილს. მონაწილეობს რიგი ჰორმონების წარმოქმნაში.                                                                                                                                                                                             

იოდი -აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისათვის.                                                                                              

ქრომი -მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის და ორგანიზმის ჰორმონალური მდგომარეობის რეგულაციის პროცესებში.  ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას,  აფერხებს ორგანიზმის უჯრედებში ცხიმის დაგროვებას.                                                                                                                                             

 სპილენძი -მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში,  სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.                   

მანგანუმი- გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებაზე,  მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.

გამოყენებისჩვენებები:                                                                                                                                                                     

ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.  გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება,  დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა,  გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის: მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ.  ხვადასხვა წარმოშობის ანემიები;  ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;                                                                                                           სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;  კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;  იმპოტენცია მამაკაცებში;   სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;   სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება;  მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის  დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს; თმის ცვენის და მტვრევადობის დროს. ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებებისას  ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად.

უკუჩვენებები: 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

გამოშვების ფორმა:  N 30 ტაბლეტი შეფუთვაში.

მიღების წესი და დოზირება:  1 ტაბლეტი 1 - 2 ჯერ დღეში.

მწარმოებელი კომპანია:  Life on Healthcare LTD

მსგავსი პროდუქტები