ბონიტა სლიმი #60კაფს

70015
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიChitosan(ND Glucosamin biopolimer) გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

 

 

ბონიტა-სლიმი არის საკვები დანამატი,  რომელიც სერთიფიცირებულია 93/42 დირექტივის პირობების შესაბამისად.

გთხოვთ, პროდუქტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია.

ბონიტა–სლიმის კაფსულები მათთვის დამახასიათებელ ეფექტს ავლენენ  მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში.

 

დანიშნულება:

ბონიტა-სლიმი არის ცხიმის შემბოჭველი საშუალება, რომელიც გამოიყენება ჭარბი წონის სამკურნალოდ ან საპროფილაქტიკოდ სხეულის ზედმეტ წონასთან და გაცხიმოვნებასთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.

აღნიშნული საკვები დანამატი განკუთვნილია:

  • ჭარბი წონის სამკურნალოდ;
  • წონის კონტროლისთვის.

ბონიტა სლიმი აქვეითებს საკვებიდან ცხიმის შეწოვას, შედეგად ამცირებს ათვისებული კალორიების რაოდენობას და აღადგენს  ჯანსაღ ენერგეტიკულ ბალანსს. წარმოადგენს დამხმარე საშუალებას წონის მენეჯმენტის პროგრამისათვის.

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

60 კაფსულა მუყაოს კოლოფში.

ბონიტა-სლიმის  1 კაფსულა შეიცავს 500მგ ჩიტოსანს (N-აცეტილ-D-გლუკოზამინის და D-გლუკოზამინის ბიოპოლიმერი), რომელიც მიღებულია Aspergillus niger - ის მიცელიუმიდან.

დამატებითი ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი; კაფსულა: ჰიპრომელოზა (HPMC), ტიტანის დიოქსიდი.

 

გამოყენება:

ბონიტა-სლიმი განკუთვნილია ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე მოზრდილებისათვის (სხეულის მასის ინდექსი ≥ 25), რომლებსაც აქვთ წონის შემცირების ან კონტროლის სურვილი წონის მენეჯმენტის პროგრამის ფარგლებში; ჭარბი წონის სამკურნალოდ ან საპროფილაქტიკოდ სხეულის ზედმეტ წონასთან და გაცხიმოვნებასთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.

 

რეკომენდებული დოზა წონის შესამცირებლად ბალანსირებული და  მრავალფეროვანი კვების პირობებში:

2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

მიიღება ძირითად კვებამდე 15 წუთით ადრე  1 მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით.

რეკომენდებული დოზა წონის კონტროლის მიზნით ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვების პირობებში:

1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

მიიღება ძირითად კვებამდე 15 წუთით ადრე  1 მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით.

 

განკუთვნილია ხანგრძლივად მისაღებად. ბონიტა-სლიმის მიღება რეკომენდებულია 12 კვირის განმავლობაში.

 

დამატებითი ინფორმაცია:

არ შეიცავს გემოს გამაძლიერებლებსა და კონსერვანტებს.

არ შეიცავს ლაქტოზას, იოდინს, გლუტენს ან ქოლესტერინს.

ბონიტა-სლიმი წარმოებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან და არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ნედლეულს. ფერისა და გემოს მსუბუქი ვარიაციები არ ახდენენ გავლენას პროდუქტის ეფექტურობაზე.

 

გააზრებული კვება და წონის დაქვეითება:

ჭარბი წონა ხშირად გამოწვეულია დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღებით, როგორიცაა: ცხიმიანი ხორცი, ძეხვეული ან ყველი, სწრაფი კვების პროდუქტები, აგრეთვე ცხიმიანი პროდუქტებით წახემსებით.

რადგან ცხიმები ძალიან დიდი ენერგიის შემცველია, აღნიშნული საკვები აწვდის ორგანიზმს კალორიების იმაზე მეტ რაოდენობას, ვიდრე მას რეალურად სჭირდება. მიღებული ჭარბი ენერგია ორგანიზმში ინახება ცხიმის მარაგების სახით.

გააზრებული კვება მოითხოვს ცხიმებისა და ნახშირწყლების გონივრულ მოხმარებას საჭირო რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებთან ერთად. ფიზიკური აქტივობა დამატებით აძლიერებს კალორიების ხარჯვას და შლის ცხიმის მარაგებს.

 

როგორ მოქმედებს ბონიტა-სლიმი?

ჩიტოსანი, ბონიტა-სლიმის ძირითადი ინგრედიენტი, წარმოადგენს ნატურალური ბოჭკოების წყაროს. მისი ცხიმის შებოჭვის განსაკუთრებულად მაღალი  უნარი ეხმარება ორგანიზმს დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი საკვებიდან მიღებული კალორიების ნეიტრალიზებაში.  ბონიტა-სლიმი ბოჭავს მხოლოდ ცხიმებს, იგი არ მოქმედებს ნახშირწყლებზე.   

კაფსულის მიღება რეკომენდებულია ძირითადი კვების წინ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. ჩიტოსანის ნატურალური ბოჭკოვანი ნივთიერება კუჭში ქმნის გელის მსგავს სუბსტანციას; აღნიშნული სუბსტანცია ერევა საკვებს. ამ პროცესში ცხიმები და ქოლესტერინი გამოიყოფა საკვებიდან და ბონიტა-სლიმით შებოჭვის შედეგად გადადის უხსნად ფორმაში. ამ გზით შებოჭილი ცხიმები არ შეიწოვება და არ ერთვება მეტაბოლურ ციკლში. ისინი  ორგანიზმიდან გამოიყოფა მოუნელებელი სახით.

 

გვერდითი მოვლენები:

ბონიტა-სლიმის მიღების შემდეგ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დანაყრების დროებით შეგრძნებას. ეს შეგრძნება ჩვეულებრივ ქრება ხანმოკლე დროის შემდეგ.

ადამიანებს, რომლებიც იღებენ ბონიტა-სლიმს, შესაძლოა იშვიათად აღენიშნებოდეთ ისეთი გასტრო-ინტესტინური დარღვევები, როგორიცაა: შეკრულობა, დისპეფსია, ტკივილი კუჭის არეში, შებერილობა, დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება ან დიარეა.

იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა  ერთი ან რამდენიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

შემაწუხებელი გვერდითი მოვლენების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და გასაუბრება ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

უკუჩვენებები:

არ მიიღოთ ბონიტა-სლიმი რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე ალერგიის ან აუტანლობის შემთხვევაში;

არ მიიღოთ ბონიტა-სლიმი, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, დივერტიკულიტი), ნაწლავის ობსტრუქციის ნიშნები (მექანიკური ან პარალიზური ილეუსი), გასტროპარეზი დიაბეტიან პაციენტებში ნეიროპათიით, ნაწლავის პოლიპი და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა მძიმე დარღვევები;

არ მიიღოთ ბონიტა-სლიმი, თუ გაწუხებთ შეკრულობა;

არ მიიღოთ ბონიტა-სლიმი, თუ თქვენი ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი ) ≤ 18,5;

ბონიტა-სლიმი არ გამოიყენება ბავშვთა ასაკში;

მოზარდებმა შეიძლება მიიღონ ბონიტა-სლიმი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება:

ბონიტა-სლიმი არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, რათა საფრთხე არ შეექმნას ნაყოფის ან ბავშვის საჭირო საკვები ნივთიერებებით მომარაგებას.     

 

გაფრთხილება:

ბონიტა-სლიმის მიღების შედეგად კუჭში უხსნადი გელის წარმოქმნის გამო აუცილებელია, დარწმუნებული იყოთ, რომ მიღებული გაქვთ სითხის  საკმარისი რაოდენობა. საჭიროა დღეში არანაკლებ 2 ლიტრი წყლის ან უშაქრო სითხის მიღება.

არ მიიღოთ რეკომენდებულ დღიურ დოზაზე მეტი. ბონიტა-სლიმის რეკომენდებულზე მაღალი დოზით მიღება არ აუმჯობესებს პროდუქტის ეფექტურობას, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს პოტენციური გვერდითი ეფექტები.

ბონიტა-სლიმის ცხიმის შებოჭვის მაღალმა უნარმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთი მედიკამენტის ლიპიდური ბუნების აქტიური ინგრედიენტის შეწოვაზე.  ეს შეეხება ჰორმონებს, რომლებიც შედის კონტრაცეპტიულ, ასევე მენოპაუზის დროს არსებული დარღვევების სამკურნალო საშუალებებში და ვიტამინების შემცველ პროდუქტებს. იმისათვის, რომ საშიშროება არ შეექმნას ამგვარი მედიკამენტების ეფექტურობას, მათი და ბონიტა-სლიმის მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 4 საათიანი ინტერვალი. სხვა მედიკამენტებთან ნებისმიერი ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, სისტემატიურად აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თანმხლები მკურნალობის შესახებ.

აუცილებლობის შემთხვევაში, ცხიმში ხსნად A, D, E და  K ვიტამინებზე ორგანიზმის დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით შესაძლოა, ბონიტა-სლიმთან ერთად მოხდეს მულტივიტამინის მიღებაც, რომელიც დააკმაყოფილებს ორგანიზმის  მოთხოვნილებას ვიტამინებზე.

ბონიტა-სლიმი არ ახდენს გავლენას ნახშირწყლების დონეზე. მიუხედავად ამისა, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს ბონიტა-სლიმის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

არ შეიძლება კაფსულის გახსნა ან დაღეჭვა. კაფსულა არ უნდა გადნეს პირის ღრუში.

 

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენების წინ შეამოწმეთ ბლისტერის მთლიანობა.

არ გამოიყენოთ  შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

საკვები დანამატი

 

მწარმოებელი:

კაიტოზაიმი

მილმორტის ქ. 680

4040 ჰერსტალი, ბელგია

 

 

 

 

მსგავსი პროდუქტები