ნოვაქოლინი 500მგ/3მლ 3მლ #5ფლ

70838
მარაგშია
12.24 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები) ჯენერიკიCiticolinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
12.24 

ნოვაქოლინი

500 მგ / 3 მლ საინექციო ხსნარი

1000 მგ / 5 მლ საინექციო ხსნარი

შემადგენლობა

ნოვაქოლინი 500 მგ/3 მლ საინექციო ხსნარი

ყოველი 3 მლ ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინის (ციტიდინის დიფოსფატ-ქოლინი) მარილი 523 მგ – 500 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური.

ექსციპიენტები: საინექციო წყალი.

 

ნოვაქოლინი 1000 მგ/5 მლ საინექციო ხსნარი

ყოველი 5 მლ ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ციტიკოლინის (ციტიდინის დიფოსფატ-ქოლინი) მარილი 1045 მგ – 1000 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური.

ექსციპიენტები: საინექციო წყალი.

 

ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარული ან ინტრავენური გამოყენებისთვის.

5 ამპულა 3 მლ-ით შეიცავს 500 მგ ციტიკოლინს.

3 ამპულა 5 მლ-ით შეიცავს 1000 მგ ციტიკოლინს.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალებები.

 

ჩვენებები

•    ცერებროვასკულური დაავადებები (მაგალითად, ინსულტით გამოწვეული იშემია): ნოვაქოლინი აჩქარებს გონებაზე მოსვლას და მოტორული დეფიციტის დაძლევას. ნოვაქოლინის პოტენციალი ინსულტის თერაპიის სახით, ხაზს უსვამს მის შემდგომ თვისებას: ოპტიმალური პერორალური დოზა ინსულტის შემდგომ 24 საათიანი თერაპიული მოქმედების შესაძლებლობას იძლევა და არ გააჩნია მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები. წინასწარი მტკიცებულება მიუთითებს, რომ პაციენტების პარა-ქვეჯგუფში ნოვაქოლინმა შეიძლება შეამციროს ინსულტის შედეგად დაზიანებული უბნის მოცულობა.

•  სხვადასხვა სიმძიმის თავის ტრავმა: კლინიკურ კვლევაში ნოვაქოლინმა დააჩქარა გონებაზე მოსვლა პოსტტრავმული კომის შემდგომ და ხელი შეუწყო სიარულის უნარის აღდგენას, უზრუნველყო უკეთესი საბოლოო ფუნქციური შედეგის მიღწევა და შეამცირა საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი.

•  სხვადასხვა ეტიოლოგიის კოგნიტური დარღვევები: (მაგალითად, ასაკობრივი კოგნიტური დაზიანება, რომელიც ვითარდება მეორადად, დეგენერაციული დაავადების შედეგად  (მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება) და ქრონიკული ცერებრული სისხლძარღვოვანი დაავადებები). ნოვაქოლინი აუმჯობესებს ქულებს კოგნიტური შეფასების სკალებზე და ანელებს ალცჰაიმერის დაავადების მიმდინარეობას.

•  პარკინსონის დაავადება: ნოვაქოლინი ეფექტური აღმოჩნდა პარკინსონის დაავადების კომპლექსურ თერაპიაში. გამოვლინდა სასარგებლო ნეიროენდოკრინული, ნეიროიმუნომოდულაციური და ნეიროფიზიოლოგიური ეფექტები. მნიშვნელოვანი ექსპერიმენტული მონაცემები ცნს-ის დოფამინერგულ სისტემაზე ციტიკოლინის ეფექტების შესახებ. ნოვაქოლინით მკურნალობის შემდეგ ვირთაგვებში გამოვლენილია დაზიანებული შავი სუბსტანციის რეგენერაცია. ნოვაქოლინი ზრდის სტრიალური დოფამინისა და თიროზინჰიდროქსილაზას სინთეზს.

 

დოზირება, გამოყენების ხანგრძლივობა და მეთოდი

იშემიური ინსულტის და კრანიოცერებრული ტრავმის მწვავე პერიოდი:

1000მგ 12 საათში ერთხელ. მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 6 კვირა.

რეაბილიტაციის პერიოდი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდი კრანიოცერებრული ტრავმის შემდეგ. კოგნიტიური და ქცევითი დარღვევები ტვინის დეგენერაციული და ცერებროვასკულური დაავადებებისას:

500-2000მგ დღე-ღამეში ან დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმწვავეზე.

პარკინსონის დაავადებისა და პარკინსონის სინდრომის დროს:

მიიღება დოზით 500-1000მგ დღეში, ინტრამუსკულარული ინექციის სახით, ნელი ინტრავენური პერფუზიით ან წვეთოვანი ინტრავენური გადასხმით.

მკურნალობის კურსი გრძელება 3 - 4 კვირა; რეკომენდებულია შესაბამისი ინტერვალების დაცვა.

ერთი 500 მგ ამპულა დღეში ერთხელ ან ორჯერ ან ერთი 1000 მგ ამპულა დღეში ერთხელ შეიყვანება კუნთებში, ნელი ინტრავენური პერფუზიით ან ინტრავენური წვეთოვანი გადასხმით.

ცნობიერების ხანგრძლივი დარღვევების დროს, თუ გვიანდება ცნობიერების დაბრუნება, პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს უწყვეტად, 2-3 კვირის განმავლობაში.

ნოვაქოლინი გავლენას არ ახდენს სუნთქვაზე, გულისცემაზე ან არტერიულ წნევაზე. ამდენად, შეიძლება მისი უწყვეტად გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

თუ ინექცია კეთდება ინტრავენურად, პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ძალიან ნელა.

 

უკუჩვენებები

დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

 

სიფრთხილის ზომები

ტვინის მძიმე შეშუპებისას გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები, ქალასშიდა წნევის დასაწევად.

ნოვაქოლინის მაღალი დოზები (500მგ-ზე მეტი ერთჯერადი დოზა) არ გამოიყენება ქალასშიდა სისხლჩაქცევისას, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს ცერებრული სისხლის ნაკადი. ასეთ შემთხვევებში, სასურველია დაყოფილ დოზებად მიღება (100–200 მგ დღეში 2-3-ჯერ).

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პარკინსონის დაავადების დროს  სინერგიულ მოქმედებას ახდენს L-დოფასთან (რის გამოც L-დოფას დოზა უნდა შემცირდეს).

ნოვაქოლინი შეიძლება გამოყენებული იყოს ანტიჰემორაგიულ პრეპარატებთან ერთად, ასევე ისეთ ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც ამცირებს ქალასშიდა წნევას და პერფუზიულ ხსნარებთან.

 

სპეციალური გაფრთხილებები

ნოვაქოლინი არ ცვლის სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალო თერაპიულ ღონისძიებებს, რაც დანიშნულებით შეიძლება იყოს გათვალისწინებული. იგი მიიჩნევა დამხმარე საშუალებად კომპლექსურ თერაპიაში.

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნოვაქოლინი გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას და უშუალო სამედიცინო მეთვალყურეობით.

 

ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

ნოვაქოლინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.

 

ჭარბი დოზირება

შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს.

 

დოზის გამოტოვება

თუ პაციენტს დაავიწყდა ერთი ან მეტი დოზის მიღება - მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

 

მკურნალობის შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვეტის შედეგად არავითარი მოვლენების განვითარება არ არის მოსალოდნელი.

 

გვერდითი ეფექტები

კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს რომელიმე გვერდითი ეფექტის განვითარებისას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამგვარი ეფექტი ანოტაციაში მითითებული არ არის .

 

შენახვის პირობები

პრეპარატი უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე, სითბოს წყაროსგან მოშორებით, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია

ნოვაქოლინი არის " NOVATOR PHARMA" LLP”-ს, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი: Esseti Farmaceutici Srl

Via Campobello, 15 – 00040 Pomezia (Rome), Italy.

 

მსგავსი პროდუქტები