ნაზოლი ქიდსი 2.5მგ/მლ 10მლ სპრ

71115
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატები ჯენერიკიPhenylephrine Hydrochloride გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფენილეფრინი (Phenylephrine).

სამკურნალწამლო ფორმა
ნაზალური სპრეი.

აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო, ან ღია ყვითელი სითხე, ევკალიპტოლის სუსტი სუნით.

შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ევკალიპტოლი (ცინეოლი), ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, გლიცეროლი, მაკროგოლი 1500, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. სიმპატომიმეტური საშუალებები. ფენილეფრინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს α-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტს (სიმპატომიმეტური საშუალებები), რომელიც ახდენს სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას α-რეცეპტორების სტიმულირების ხარჯზე, სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში. კლინიკური თვალსაზრისით ფენილეფრინი ამცირებს ქსოვილების ჰიპერემიას და ცხვირის ლორწოვანი გარსების შეშუპებას, აღადგენს ცხვირით სუნთქვას.

მიღების ჩვენებები:
ცხვირით სუნთქვის გასაადვილებლად გაციების, გრიპის, ალერგიული დაავადებების დროს (თივის ცხელება და ა.შ.), რომლებსაც ახლავს მწვავე რინიტი ან სინუსიტი; როგორც დამხმარე საშუალება მწვავე შუა ოტიტის დროს.

გამოყენების წესი და დოზები:
გამოყენების წინ საჭიროა ცხვირის ღრუს გამოსუფთავება. თანმიმდევრულად შეისხურეთ თითოეულ ნესტოში. შესხურებისას თავი უკან არ გადახაროთ.
4-დან 6 წლამდე ბავშვებში: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღეში;
6-დან 12 წლამდე ბავშვებში: 2-3 შესხურება თითოეულ ნესტოში, 3-ჯერ დღეში;
გამოყენების შემდეგ ფლაკონის პიპეტი უნდა გამშრალდეს.
არ გადააჭარბოთ დოზირების რეკომენდებულ რეჟიმს.

გვერდითი მოქმედება
ხშირად: წვის, ჩხვლეტის და წიწკნის შეგრძნება ცხვირში, ცემინება.
არახშირად: გაძნელებული სუნთქვა, სისხლდენა ცხვირიდან, გამონაყარი, ქავილი, კვინკეს შეშუპება.
იშვიათად: გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია.
ძალიან იშვიათად: მოუსვენრობა, უძილობა, დაღლილობა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, არითმია, აპნოე ჩვილ ბავშვებში და ახალშობილებში, კრუნჩხვები.

უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ; ატროფიული რინიტი, ტრანსფენოიდური ჰიპოფიზექტომიის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რომელიც ეხება ტვინის მაგარ გარსს; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპერთირეოზი), შაქრიანი დიაბეტი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება ადგილობრივი ნაზალური გამოყენებისას ზოგჯერ იწვევს ასეთ სისტემურ ეფექტებს: ტაქიკარდია, იშვიათ შემთხვევებში ბრადიკარდიის განვითარება სტენოკარდიის შეტევის შემდეგ; მომატებული არტერიული წნევა, აგზნება, თავის ტკივილი, ღებინება.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
თუ სუნთქვის გაძნელება ნარჩუნდება 3 დღეზე მეტხანს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ფენილეფრინის შემცველ ნაზალურ დეკონგენსტანტებთან ერთად გამოყენების დროს.
ხანგრძლივი გამოყენებისას და ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს: ცხვირის ლორწოვანის რეაქტიული ჰიპერემია (მედიკამენტური რინიტი), ლორწოვანი გარსის ატროფია.

ორსულობა და ლაქტაცია
ნაზოლ კიდსი განკუთვნილია ბავშვებისთვის. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ან მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
რეკომენდებული არ არის სისხლძარღვების შემავიწროვებელ სხვა საშუალებებთან, -ბლოკატორებთან, მეთილდოპასთან ერთდროული მიღება.

გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე
გავლენას არ ახდენს.

შენახვის პირობები
არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა
10მლ და 15მლ ფლაკონი. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესები
ექიმის რეცეპტის გარეშე.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი
ბაიერ ქონსიუმერ ქეარ აგ,
პეტერ მერიან-შტრასსე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია.

ისტიტუტო დე ანგელი ს.რ.ლ.,
50066 რეგგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრილლი 103/ს, იტალია

მსგავსი პროდუქტები