დილაპანი 150მგ #1კაფს

71197
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმონოკომპონენტური პრეპარატები ჯენერიკიFluconazolum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

დილაპანი

ანტიმიკოზური საშუალება სისტემური გამოყენებისთვის

RX - მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

შემადგენლობა:  1 კაფსულა შეიცავს 150მგ ფლუკონაზოლს

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  ანტიმიკოზური საშუალება სისტემური გამოყენებისთვის

ფარმაკოლოგიური თვისებები:  

 ფლუკონაზოლი არის აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. წარმოადგენს სოკოების უჯრედის მემბრანებში ერგოსტეროლების სინთეზის ძლიერ სელექციურ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი აბლოკირებს სოკოების უჯრედებში ლანოსტეროლის გარდაქმნას ერგოსტეროლად, ზრდის უჯრედის მემბრანის განვლადობას, არღვევს მის ზრდასა და რეპლიკაციას. ეფექტურია ლოკალური, გენერალიზებული და ღრმა მიკოზების დროს. ეფექტურია Blastomyces dermatitis, Candida spp, Coccidioides immitis, Cryptococcus neoformans, Epidermophyton spp, Histoplasma capsulatum,   Microsporum და Trichophyton spp-ს მიმართ. ფლუკონაზოლი პერორალური მიღებისას კარგად შეიწოვება, მისი ბიოშეღწევადობა აღემატება 90%-ს. ფლუკონაზოლის შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე,  მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 0.5-1.5 საათში. ფლუკონაზოლის პენეტრაცია ქსოვილოვან სითხეებში მაღალია.

 გამოყენების ჩვენებები:

  • ვაგინალური კანდიდოზი
  • კანდიდემია, გავრცელებული კანდიდოზი და სხვა სახის ინვაზიური კანდიდოზური ინფექციები
  • კანის სოკოვანი დაავადებები - ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები
  • ონიქომიკოზები
  • ლორწოვანი გარსის კანდიდოზური ინფექციები
  • ოროფარინგეალური კანდიდოზი
  • კრიპტოკოკული მენინგიტი და კრიპტოკოკული ინფექციები
  • სოკოვანი ინფექციების პრევენცია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან აივ ინფექციის შედეგად ან ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის ან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ ნეიტროპენიის განვითარების რისკის ქვეშ.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:

ჩვენება

პირველი დღე

შემდეგ

მკურნალობის კურსი

ვაგინალური კანდიდოზი

150მგ ერთჯერადად

150მგ თვეში ერთხელ (რეციდივების შემთხვევაში)

4-დან 12 თვემდე  (რეციდივების შემთხვევაში)

კანდიდემია, სისტემური კანდიდოზი

400მგ დღეში ერთხელ

200-400მგ დღეში ერთხელ

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე

კრიპტოკოკური მენინგიტი, კრიპტოკოკური ინფექციები

400მგ დღეში ერთხელ

200-400მგ დღეში ერთხელ

10-12 კვირა

ოროფარინგეალური კანდიდოზი

200მგ დღეში ერთხელ

100მგ დღეში ერთხელ

21 დღე

ეზოფაგალური კანდიდოზი

200მგ დღეში ერთხელ

100მგ დღეში ერთხელ

14 დღე

დერმატომიკოზები

50მგ დღეში ერთხელ

50მგ დღეში ერთხელ

2-6 კვირა

ონიქომიკოზები

150 მგ დღეში ერთხელ

150 მგ დღეში ერთხელ

3-12 თვემდე (დაზიანებული ფრჩხილის ჯანმრთელით სრულ ჩანაცვლებამდე)

გვერდითი მოვლენები:

პაციენტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ ფლუკონაზოლით თერაპიას. იშვიათად შეიძლება მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, მოთენთილობა, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის და აზოლის ჯგუფის სხვა ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გამოშვების ფორმა:

1 კაფსულა კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად

მწარმოებელი:  „REMEDICA” LLC, კვიპროსი

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით)