ენტეროლი 250მგ პაკეტი #10

7512
-29%
მარაგშია
13.57 
9.70 
დანაზოგი: 3.87 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატები ჯენერიკიSaccharomyces boulardi გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
13.57 
9.70 
დანაზოგი: 3.87 ₾ (29%)

ენტეროლი 250

ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: საფუარა Saccharomyces boutardii CNCM I 745 (ლიოფილიზებული უჯრედები) 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქოზის მონოჰიდრატი, ფრუქტოზა, გაუწყლოებული კოლოიდური სილიციუმი, „ტუტი-ფრუტი“ არომატი (არომატის სუბსტანცია, მალტოდექსტრინი (სიმინდის), სორბიტოლის სიროფი E420, გუმიარაბიკი/აკაციის გუმფისი E414, ბუთილირებული ჰიდროქსიანისოლი E320, მეთილეუგენოლი, საფროლი).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიარეული მიკროორგანიზმები.

ათქ კოდი: A07FA02

გამოყენება

Saccharomyces boutardii CNCM I 745  პრობიოტიკია, რაც ნიშნავს რომ  ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმია.

ნაწლავური ფლორა შედგება მილიარდობით მიკროორგანიზმისგან. მისი ბალანსი საჭიროა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (სმტ) ზოგიერთი ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შენარჩუნებისთვის, როგორიცაა საჭმლის გადამუშავება, ინფექციური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლა, იმუნური დაცვის სტიმულაცია და გაძლიერება.

თუმცა ეს წონასწორობა სუსტია და შეიძლება დაირღვეს მრავალი ფაქტორით, როგორიცაა ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები, ზოგიერთი პრეპარატით, მაგალითად, ანტიბიოტიკებით მკურნალობა; კვებითი ჩვევების ცვლილება, რომელმაც შეიძლება გამოწვიოს საჭმლის მონელების სხვადასხვა პრობლემები, როგორიცაა დიარეა.

ენტეროლი 250, ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის ნაწლავური ფლორის ე.წ. “ჩამნაცვლებელი ფლორა” პრეპარატია, რომელიც იძლევა ნაწლავური ფლორის გარდამავალი დისბალანსის კომპენსირების საშუალებას.

ჩვენება

  • მწვავე დიარეული ინფექცია ბავშვებში და ზრდასრულ პაციენტებში;
  • მწვავე და ქრონიკული ენტერიტები და ენტეროკოლიტები;
  • ანტიბიოტიკით გამოწვეული დიარეის მკურნალობა და პრევენცია;ვანკომიცინი/მეტრონიდაზოლი მკურნალობის დანამატის სახით Clostridium difficile დაავადებების რეციდივების პროფილაქტიკა;
  • ნაწლავური დისბაქტერიოზი;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ზონდით ხანგრძლივ კვებასთან დაკავშირებული დიარეა.

უკუჩვენება

ენტეროლი 250 ფხვნილი, ორალური სუსპენზიისთვის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

•  ალერგია Saccharomyces boutardii CNCM I 745   ან პრეპარტის სხვა რომელიმე ინგერდიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);

•  ცენტრალური ვენური კათეტერიზაციისას (იხილეთ სიფრთხილის ზომები);

•  დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ან ჰოსპიტალიზებული პაციენტები (სერიოზული დაავადებით ან შეცვლილი/დასუსტებული იმუნური სისტემით).

სიფრთხილის ზომები

  • კოლონიზაციის თავის არიდების მიზნით, რეკომენდებული არ არის ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის გახსნა იმ პაციენტების გარემოცვაში, რომლებსაც უდგათ ცენტრალური ვენური კათეტერი, განსაკუთრებით ხელის ვენური კათეტერის შემთხვევაში. ცენტრალურ ვენურ კათეტერიზებულ პაციენტებში, იმათშიც კი, რომლებიც არ იყვნენ ნამკურნალები Saccharomyces boutardii CNCM I 745-ით, აღინიშნა   ფუნგემიის ძალიან იშვიათი შემთხვევები (საფუარის შეჭრა სისხლში); აღნიშნული გართულება ყველაზე ხშირად იწვევდა ცხელებას  და Saccharomyces-ზე დადებით სისხლის კულტურას.  ყველა ამ შემთხვევაში გამოსავალი იყო გამოყენება დამაკმაყოფილებელი ანტიფუნგური მკურნალობის შემდეგ და თუ საჭირო იყო კათეტერის მოხსნის შემდეგ.
  • დამატების სახით  მკურნალობისას საჭიროა შემდეგი დიეტური წესების დაცვა:
  • დიარეით განპირობებული სითხის დანაკარგის შესავსებად, უხვი, მარილიანი ან დამტკბარი წყლით რეჰიდრატაცია (წყლის საშუალო დღიური რაციონი ზრდასრულებში   2 ლიტრია);
  • კონკრეტული პროდუქტები, კერძოდ ხილი, მწვანე ბოსტნეული, ცხარე საკვები, ასევე გაყინული საკვები და სასმელი უნდა გამოირიცხოს.
  • ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
  • მკურნალობიდან 2 დღის განმავლობაში გაუმჯობესების არ არსებობისას;
  • ცხელების, ღებინების შემთხვევაში;
  • განავალში სისხლის ან ლორწოს არსებობისას;
  • ინტენსიური წყურვილის ან ენის სიმშრალის შემთხვევაში: ეს ნიშნები მიუთითებს დეჰიდრატაციის დასწყისზე, რაც ნიშნავს დიარეის შედეგად სითხის მნიშვნელოვან დაკარგვას. ექიმი გადაწყვეტს, რეჰიდრატციის საჭიროებას ორალური ან იტრავენური გზით.

სხვა მედიკამენტები და ენტეროლი 250, ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, იღებთ ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი სხვა ორალურ ანტიფუნგურ პრეპარატებთან ერთად (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატები).

ენტეროლი 250, ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის საკვებთან და სასმელთან ერთად

მოცემული პრეპარატი შეიცავს ცოცხალ უჯრედებს. ამიტომ მისი შერევა არ შეიძლება ცხელ (50°C-ზე მაღალი ტემპერატურის) ან ყინულიან ან ალკოჰოლურ სასმელთან და საკვებთან, ვინაიდან ამ პირობებში შესაძლებელია საფუარას განადგურება.

ორსულობა და ლაქტაცია

საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო მოცემული პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. გამოყენების ნორმალურ პირობებში, შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს.

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმვათ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ენტეროლი 250, ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის შეიცავს ფრუქტოზას

პრეპარატი შეიცავს 471.90მგ ფრუქტოზას, ყოველ პაკეტში. ხშირი ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას (მაგალითად, ორი კვირა ან მეტი), ფრუქტოზამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანება. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ ან თქვენს ბავშვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა გაგაჩნიათ ან დაგისვეს ფრუქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის (ფთა) დიაგნოზი (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში არ ხდება ფრუქტოზის დაშლა), წამლის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

ენტეროლი 250, ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს

მოცემული პრეპარატი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის ან ლაქტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს.

ენტეროლი 250, ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის შეიცავს სორბიტოლს

პრეპარატი შეიცავს 0.10მგ სორბიტოლს ყოველ პაკეტში.

მიღების წესი და დოზირება

ახალშობილები: არა უმეტეს 1 პაკეტი დღეში, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები: 1 პაკეტი 1-2-ჯერ დღეში.

მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 პაკეტი 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის რეკომენდებული პერიოდი:

•  მწვავე დიარეის მკურნალობა: 3-5 დღე.

•  დისბაქტერიოზის, ქრონიკული დიარეის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა: 10-14 დღე.

•  ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეის და ფსევდომემბრანული კოლიტის პრევენცია და მკურნალობა:

ენტეროლი 250, ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის მიიღება ანტიბიოტიკებთან ერთად დღეში 2 პაკეტი, ანტიბიოტიკების პირველი მიღებიდან მოყოლებული.

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია თანდართულ ინფორმაციაში ან როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.

გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ.

მიღების წესი და გზა

ორალური

ჩაყარეთ პაკეტის შემცველობა მცირე რაოდენობა წყალში ან ტკბილ სასმელში, მოურიეთ და დალიეთ. ფხნილის შერევა ასევე შეიძლება საჭმელში. არ ჩაყაროთ ან არ შეურიოთ ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ ხსნარებში ან საჭმელში ან უალკოჰოლო სასმელებში.

დოზის გამოტოვება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული პაკეტის ასანაზღაურებლად.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ არის საჭირო რაიმე სახის ღონისძიებების გატარება.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა ინდივიდში.

იშვიათად (აღინიშნება 1000-დან ერთ ადამიანში): შებერილობის რამდენიმე შემთხვევა.

ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10000-დან ერთ ადამიანში): სისხლში საფუარების შეჭრა (ფუნგემია).

არსებობს შეტყობინებების ზოგიერთი შემთხვევები ალერგიის, ქავილის, ურტიკარიის, კანის გამონაყარის და ანგიოდემის სახით. აღნიშნა ანაფილაქსიური რეაქციების და შოკის ზოგიერთი შემთხვევებიც.

უცნობია სიხშირით: ყაბზობა და სისხლის სერიოზული ინფექციები (სეფსისი) მძიმე ან იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში

რომელიმე გვერდითი ეფექტის შემჩნევის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი გვერდით ეფექტების შემთხვევაშიც, რომლებიც ზემოთ არ არის აღწერილი.

შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მუყაოს შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

არ გადააგდოთ არანაირი წამალი გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოიშოროთ წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დასცვისკენ.

გარეგნული სახე და შეფუთვა

ფხვნილი მოთავსებულია ტყუპ პაკეტებში. თითოეული პაკეტი შედგება ქაღალდი/ალუმინის ფოლგა/პოლიეთილენის აპკისგან, შეიცავს 765მგ ღია ყავისფერ ფხვნილს, ხილის სუნით.

შეფუთვაში 10 პაკეტი.

გაცემის ფორმა: ურეცეპტოდ

მწარმოებელი

BIOCODEX

1 avenue Blaise Pascal,

60000 Beauvais

FRANCE.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

BIOCODEX

7 avenue Gallieni

94250 GENTILLYFRANCE.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები