კოლისპასი 150მლ სიროფი

75289
მარაგშია
38.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები ჯენერიკიOleum Anethum,Carum,Cinnamomum,Elettaria გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
38.00 

COLISPAS ®

შემადგნლობა: პრეპარატის ყოველი 5 მლ. შეიცავს

ნატრიუმის ციტრატი           50 მგ.

ბელადონას ექსტრაქტი        0,01მგ .

ილის ექსტრაქტი                  0,05 მლ.

კალიუმის ბრომიდი             30 მგ.
პიტნის წყალი                       0,75 მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნატრიუმის ციტრატი - მიღების შემდეგ  გარდაიქმნება ნატრიუმის ბიკარბონატად, რომელიც ახდენს საკვების ლპობის შედეგად გამოყოფილი ქლორწყალბადმჟავას ნეიტრალიზაციას.

ბელადონას ექსტრაქტი - ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ხსნის კუნთოვან სპაზმს.

ილის ექსტრაქტი - მდიდარiა ეთერზეთებით. ესაა მცენარე, რომელიც უხსოვარი დროიდან გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პრობლემების, აირების დაგროვების სამკურნალოდ.

კალიუმის ბრომიდი - სედატიური საშუალებაა; ეფექტურად ხსნის მუცლის შებერვით (მეტეორიზმით) გამოწვეულ  ტკივილსა და დისკომფორტს.

პიტნის წყალი - გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ხსნის დისკომფორტს მუცელში კუნთთა დაჭიმულობის შემცირების გზით.

კოლისპასი® კომბინირებული პრეპარატია მეტეორიზმის, ნაწლავთა კოლიკის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის სამკურნალოდ.

ჩვენებები:

  • მეტეორიზმი
  • კუჭ-ნაწლავის სპაზმი
  • ბოყინი
  • სანაღვლე გზების სპაზმი

წინააღმდეგჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

დოზირება:
0 - 2 თვე: 2,5 მლ. 3-ჯერ დღეში 

2 – 12 თვე: 5 მლ. 3-ჯერ დღეში

12 – 24 თვე: 10 მლ. 3-ჯერ დღეში

24 თვის ზევით: 15 მლ. 3-ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა:
კოლისპასი® - 120 მლ. ბოთლში.

შენახვისა და ტრანსპორტირების წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25 °C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი:  EU, Polipharm Sp. zo.o  ul. Pilsudskiego 40 48-303 Nysa, Poland. European Union

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: 

,,EuroPharma Georgia