აციდოლაკი ბეიბი 10მლ #1ფლ
დანართი-ფურცელი
აციდოლაკი® ბეიბი წვეთები
საკვები დანამატი
ახალშობილების, ჩვილების და ბავშვებისთვის
Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103
პერორალურად მისაღები წვეთები 10მლ
საკვები დანამატი აციდოლაკი® ბეიბი წვეთები არის პერორალური სუსპენზია. იგი შეიცავს პრობიოტიკული ბაქტერიის შტამს Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მოქმედებით, იგი შედის მიკროკაფსულაში რომელიც მიღებულია თანამედროვე მიკროენკაფსულაციის ტექნოლოგიით.
მას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს პრობიოტიკული ბაქტერიის სიცოცხლისუნარიანობა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 საკვებ დანამატში აციდოლაკი® ბეიბი წვეთები არის ერთერთი ყველაზე კარგად შესწავლილი შტამი. ეს სახეობა ბუნებრივად გვხვდება ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. იგი რეზისტენტულია კუჭის წვენის და ნაღველის მჟავას მიმართ და ავლენს ნაწლავის ეპითელიუმზე მიწებების ძლიერ უნარს, რის გამოც აადვილებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კოლონიზებას.
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია დანამატის სახით ნაწლავის ფლორაზე ანტიბიოტიკებით თერაპიის დროს და ანტიბიოტიკების მიღების შეწყვეტიდან 2-3 კვირის მანძილზე, ასევე მოგზაურობისას კლიმატურ ზონებში, როდესაც ნაწლავური ფლორას შემადგენლობა იცვლება.
ნივთიერებები: სიმინდის ზეთი, რძემჟავა ბაქტერია შეიცავს Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 (რძის ცილები).
რეკომენდებული დღიური დოზა:
პროდუქტი განსაზღვრულია ახალშობილებში, ჩვილებში და ბავშვებში გამოყენებისთვის. დღეში 5 წვეთი.
ახალშობილებში პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.
ნივთიერება |
5 წვეთი (რეკომენდებული დღიური პორცია) |
Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 |
1 მილიარდი (1 x 109 CFU*) |
*CFU - კოლონიის ფორმირების ერთეული - ერთეული, რომელიც ახდენს ბაქტერიის კოლონიის ფორმირებას
პროდუქტში ცილა მიიღება ბაქტერიიდან Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 და წარმოებაში გამოიყენება კაზეინის წარმოებული (რძის ცილები) .
მომზადების და გამოყენების მეთოდი:
პროდუქტი არის სუსპენზია და დახურული ფლაკონის ყოველი გამოყენების წინ უნდა მოხდეს რამოდენიმეჯერ ძლიერი შენჯღრევა ერთგვაროვანი სუსპენზიის მისაღებად. შენჯღრევის შემდეგ შეინიშნება ბუნებრივი ამღვრევა.
პროდუქტი გამოიყენება ჭამის დროს.
წვეთების მიღება შესაძლებელია პირდაპირ პერორალურად ან შეიძლება მისი განზავება ცივ ან თბილ სითხეში (მაგ. წყალი, რძე, ხილის წვენი 37°C ტემპერატურამდე).
ჩვილებში ძუძუთი კვების დროს წვეთების მიღება შესაძლებელია გამოწველილი რძის მეშვეობით.
საკვები დანამატი აციდოლაკი® ბეიბი წვეთები არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტენს და გამოიყენება მოცემული ნივთიერებების მიმართ აუტანლობის მქონე პირებში.
რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.
დაუშვებელია პროდუქტის მიღება დაბალანსირებული კვების ნაცვლად.
არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით სინათლის და ნესტისგან.
პროდუქტი შეიცავს ცოცხალი ბაქტერიის უჯრედებს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან სიცხის მიმართ, ამიტომ, მოარიდეთ პროდუქტი სიცხეს, მზის სხივებს და ტემპერატურის უეცარ ცვალებადობას.
5 წვეთი შეიცავს 1 მილიარდ ცოცხალი ბაქტერიის უჯრედებს Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103.
ბაქტერიული შემადგენლობა გარანტირებულია პროდუქტის ვარგისობის ვადის გასვლამდე, რომელიც შეესაბამება შენახვის პირობებს.
ვალიდურობის პერიოდი ეხება პროდუქტს, რომელიც ინახება ორიგინალ შეფუთვაში მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად.
პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს ფლაკონის პირველი გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
მწარმოებელი:
სს ფარმაცევტული ქარხანა პოლფარმა
პელპლინსკას 19, 83-200 სტაროგარდ გდანსკი, პოლონეთი
მოცულობა: 10მლ მინის ფლაკონში საწვეთურით