ბრონქოლიტინ აივ7მგ/მლ120მლ სირ

75813
მარაგშია
16.73 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები ჯენერიკიExtr.Hedera * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
16.73 

ბრონქოლიტინი®აივი 7 მგ/მლსიროფი

სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი  

Ivy leaf dry extract (Hederae helicis folii extractum siccum)

 

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, გულმოდგინედ წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ამ ინსტრუქციის მითითებების, თქვენი ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

-           შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

-           თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, ან რჩევა, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს.

-           თუ განგივითარდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

-           თუ 7 დღის შემდეგ, თვითშეგრძნება არ უმჯობესდება, ან მდგომარეობა უარესდება, დახმარებისათვის უნდა მიმართოთ ექიმს.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია

1.         რას წარმოადგენს ბრონქოლიტინი აივი და რისთვის გამოიყენება

2.         რა უნდა იცოდეთ ბრონქოლიტინი აივი-ს გამოყენებამდე

3.         როგორ უნდა მიიღოთ ბრონქოლიტინი აივი

4.         შესაძლო გვერდითი მოქმედება

5.         როგორ უნდა შეინახოთ ბრონქოლიტინი აივი

6.         შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს ბრონქოლიტინი აივი და რისთვის გამოიყენება

ბრონქოლიტინი აივი – მცენარეული სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს სუროს ფოთლების ექსტრაქტს და მიეკუთვნება ამოსახველებელი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ის ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან სეკრეტის გამოყოფას და ამგვარად ამსუბუქებს პროდუქტიულ ხველას 2 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

თუ სიმპტომები გრძელდება, ან გაქვთ – მოხრჩობის შეგრძნება, მომატებული ტემპერატურა ან ჩირქოვანი ნახველი, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან!

თუ 7 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

2. რა უნდა იცოდეთ ბრონქოლიტინი აივი-ს მიღებამდე

            არ მიიღოთ ბრონქოლიტინი აივი

-           თუ გაქვთ ალერგია სუროს ფოთლების ექსტრაქტის მიმართ,  სუროს (Araliaceae)  ოჯახის მცენარეების ან ამ სამკურნალო პრეპარატის დანარჩენი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

არ მისცეთ ბრონქოლიტინი აივი თქვენს ბავშვს

-         თუ თქვენი ბავშვის ასაკი  2 წლამდეა.        

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

            ბრონქოლიტინი აივი-ს მიღებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს:

- თუ გაქვთ გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), ან კუჭის წყლული;

- თუ გაქვთ მოხრჩობის შეგრძნება, მომატებული ტემპერატურა ან ჩირქოვანი ნახველი.

ბავშვები და მოზარდები

თქვენი ბავშვისთვის ბრონქოლიტინი აივი-ს მიცემამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს:
- თუ თქვენი ბავშვის ასაკი – 2-4 წელია და მას აქვს მუდმივი, ან ხშირად განმეორებადი ხველა

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ბრონქოლიტინი აივი

მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები. ეს მოიცავს იმ სამკურნალო პრეპარატებსაც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

ორსულობა და ძუძუთიკვება

თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, თვლით, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში სუროს ფოთლების ექსტრაქტის შემცველი პრეპარატების უსაფრთხო გამოყენება დადასტურებული არ არის. ამ მიზეზით ბრონქოლიტინი აივი-ს გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არის მტკიცებულება, რომ სუროს ფოთლების ექსტრაქტის შემცველი პრეპარატები ახდენენ გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა ან მანქანებთან მუშაობაზე.

ბრონქოლიტინი აივი შეიცავს სორბიტოლს

2,5 მგ სიროფი შეიცავს 0,962,5 გ სორბიტოლს (385 მგ/მლ ეკვივალენტურს).

თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენ, ან თქვენს ბავშვს გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა ან დაგიდგინდა მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობა, იშვიათი გენეტიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ან ბავშვისთვის მიცემამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. სორბიტოლის შემცველობის გამო სიროფმა შეიძლება გამოიწვიოს სუსტი საფაღარათო მოქმედება.

3. როგორ უნდა მიიღოთ ბრონქოლიტინი აივი

ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც მოცემულია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბრონქოლიტინი აივი განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად. ბრონქოლიტინი აივი უნდა მიიღოთ დილით, შუადღეს და საღამოს ან მხოლოდ დილით და საღამოს.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.

დოზირებისათვის გამოიყენეთ თანმხლები მზომი ჭიქა.

რეკომენდებული დოზა:

ასაკი

ერთჯერადი დოზა

სადღეღამისო დოზა

2 – 5 წლისბავშვები

2,5 მლ, ეკვივალენტურია 17,5 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

5 მლ (2,5 მლ ორჯერ დღეში), ეკვივალენტურია 35 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

6 – 12 წლისბავშვები  

5 მლ, ეკვივალენტურია 35 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

10 მლ (5 მლ ორჯერ დღეში), ეკვივალენტურია 70 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

12 წელზემეტიასაკისმოზარდებიდაზრდასრულებიდახანდაზმულები  

5 მლ, ეკვივალენტურია 35 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

15 მლ (5 მლ სამჯერ დღეში), ეკვივალენტურია 105 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

პაციენტებითირკმლისდა / ანღვიძლისუკმარისობით

არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შემცირების აუცილებლობის შესახებ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

თუ ჩივილები გრძელდება ან 7 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ გრძნობთ, რომ ბრონქოლიტინი აივი-ს მოქმედება ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია.

თუ თქვენ მიღეთ დოზა, რომელიც აღემატება ბრონქოლიტინი აივი-ს საჭირო დოზას

თუ თქვენ მიიღეთ ბრონქოლიტინი აივი-ს საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლოა გაგიჩნდეთ გულისრევა, ღებინება, დიარეა, ან აგზნების შეგრძნება. ამ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან და თან წაიღეთ ეს ინსტრუქცია.

თუ თქვენ გამოტოვეთ ბრონქოლიტინი აივი-ს მიღება

მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, რომლებიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით): გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანის გამონაყარი, მოხრჩობის შეგრძნება, ანაფილაქსიური რეაქცია).

ცნობები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ განგივითარდათ გვერდითი მოვლენები, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.  ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში.

5. როგორ უნდა შეინახოთ ბრონქოლიტინი აივი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

ვარგისობის ვადა ბოთლის გახსნის შემდეგ: 6 (ექვსი) თვე.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისობის ვადად ითვლება  შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც უკვე არ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

            რას შეიცავს ბრონქოლიტინი აივი

-           აქტიური ნივთიერება: სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Hedera helix L., folium, Ivy leaf dry extract). 1 მლ სიროფი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 7 მლ სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქტს (5-7,5:1), ექსტრაგენტი: ეთანოლი 30% (მ/მ).

-           სხვა შემადგენელი ნაწილები: ქსანტანის გუმფისი (E415), სორბიტოლი (E420),  ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), კალიუმის სორბატი (E202), თხევადი არომატიზატორი “ლიმონი”, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყრება ბრონქოლიტინი აივი და რას შეიცავს შეფუთვა

120 მლ სიროფი ყავისფერი შუშის ბოთლში პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.  შეფუთვა შეიცავს პოლიპროპილენის საზომ ჭიქას. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.      

მოხმარების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი