ბენეტი ეკო 0.15% 15მლ ორალ.სპრ

75926
-28%
მარაგშია
12.92 
9.24 
დანაზოგი: 3.68 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიBenzydamine hydrochloride გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
12.92 
9.24 
დანაზოგი: 3.68 ₾ (28%)

ბენეტი ეკო ორალურის პრეი

შემადგენლობა
ბენეტი ეკოს 15მლ ორალური სპრეი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს 22.5მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს (0.15%), ასევე საქარინს დამატკბობელის, მეთილპარაბენს კონსერვანტის, პიტნის ესენციას არომატიზატორისა და ეთანოლს გამხსნელის სახით. ყოველი შესხურების მოცულობა არის 0.18 მლ (0.270მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკურიმახასიათებლები

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი, ბენეტის ორალური სპრეის აქტიური ინგრედიენტი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებაა (NSAID), რომელსაც  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებებისაგან განსხვავებული ფარმაკოლოგიური პროფილი და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები გააჩნია. ბენზიდამინი ლიპოფილური თვისებისაა,  ლოკალური საანესთეზიო და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტით. პრეპარატი ხელს არ უშლის არაინფლამატორული პროსტაგლანდინების სინთეზს, მუკოპოლისაქარიდების დამცველ ეფექტს, ორგანიზმის ნორმალურ რეაქციებს და შეხორცებას, არ გააჩნია ულცეროგენული ეფექტი. აქედან გამომდინარე ბენზიდამინი მოქმედებს ანალგეზურადაც მისი ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტითრომბული ეფექტის გამო, რომლებიც მოქმედებენ ქირურგიული, ტრავმული, ინფექციური და სხვა მიზეზებით გამოწვეულ მწვავე (პირველადი) ანთების ლოკალურ მექანიზმებზე.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ორალური აპლიკაციის შემდეგ ბენზიდამინი სწრაფად შეიწოვება გასტროინტესტინური ტრაქტიდან და პლაზმაში პიკური კონცენტრაცია 2-4 საათის შემდეგ მიიღწევა. ქსოვილებში განაწილებისას ბენზიდამინის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის მისი კონცენტრაციის უნარი ანთებად უბანებში.
ბენზიდამინის დაახლოებით ნახევარი გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, დანარჩენი ძირითადად მეტაბოლიზდება ოქსიდაციის საშუალებით.

ჩვენებები:
• ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია;
• ტონზილექტომიის შემდეგ;
• ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა სამედიცინო მიზეზებით (მაგ., ტრაქეალური ინტუბაცია) გამოწვეული ორალური მუკოზიტი (პირის ლორწოვანის ანთება და გაღიზიანება);
• აფთოზური წყლულების, გლოსიტის, გინგივიტის და სტომატიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• რეკურენტული აფთოზური სტომატიტი;
• პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული ბეხჩეტის დაავადებით;
• პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული პემფიგუსის ჯგუფის დაავადებებით;
• ორალური დაზიანებების მკურნალობა მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის დროს;
• ორალური ეროზიული ბრტყელი ლიქენის მკურნალობა;
• ტკივილის შესამსუბუქებლად პირის ღრუს და ხახის სხვადასხვა მანუპულაციების შემდეგ: პერიოდონტალური პროცედურები, ოპერაციები პირის ღრში, კბილებზე, ყბებზე;.
• ორალური ლორწოვანი ანთებების (სტომატიტის) მკურნალობა.

უკუჩვენება
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა (პირის ღრუს ლორწოვანიდან უმნიშვნელო აბსორბციისა და მისი ნაწილის ჩაყლაპვის შემდეგ), ამიტომ ბენეტის ორალური სპრეის ჭარბი დოზირება ან ტოქსიურობა არ ვითარდება.
საჭიროა პრეპარატის თვალებთან კონტაქტის თავიდან აცილება.

ბავშვები: რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება, პრეპარატი რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის კატეგორია B. აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

პრეპარატის ზეგავლენა ეფექტი ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე აღწერილი არ არის.

გვერდითი ეფექტები
იშვიათი და ძირითადად მსუბუქია. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია ორალური მგრძნობელობის დაქვეითება და დაბუჟება. ეს ეფექტები ძირითადად ტრანზიტორულია. მათი პერსისტირების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემხვევაში მიმართეთ ექიმს.

წამლისმიერი ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
აღწერილი არ არის.

გამოყენება და დოზირება
ბენეტი ეკო ორალური სპრეი:
მოზრდილები და ხანდაზმულები: 4-8 შესხურება 1.5 - 3 საათის ინტერვალით, 4-8-ჯერ დღეში.
ბავშვები (6-12 წელი): 4 შესხურება 1.5 - 3 საათის ინტერვალით, 4-ჯერ დღეში.
ბავშვები 6 წლის ქვემოთ: ერთი შესხურება სხეულის ყოველ 4 კგ წონაზე 1.5 - 3 საათის ინტერვალით, მაქსიმუმ 4 შესხურება დღეღამეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-7 დღეა. თუ ამ პერიოდში არ დადგა სასურველი ეფექტი, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ბენეტი ეკოს გამოყენება

მოიმარჯვეთ მოწყობილობა, დაუმიზნეთ ბუნიკი ანთებით ან მტკივნეულ არეს პირის ღრუსა და ხახაში და დააჭირეთ თავსახურს წამლის გამოფრქვევისთვის. გაიმეორეთ ბოლო საფეხური იმდენჯერ, რამდენი შესხურებაც გაქვთ დანიშნული.

ჭარბი დოზირება
რადგან სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა მუკოზური აბსორბციისა და ბენეტის ორალური სპრეის ნაწილობრივი ჩაყლაპვის გამო, სისტემური ჭარბი დოზირების ან ტოქსიურობის საკითხი არ დგას.

შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30ºC-ზე.

გამოშვების ფორმა
15მლ-იანი ფლაკონი სპრეის პლასტიკური ადაპტერით.

ვარგისობის ვადა

36 თვე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).

მწარმოებელი
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi Tunç Cad. No: 3; Esenyurt / İstanbul /Turkey
Tel: (0212) 622 66 00
Fax: (0212) 623 19 52

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები