ლოზატენზი 100მგ/25მგ #30ტ

76236
მარაგშია
17.26 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები ჯენერიკიLosartanum+hydrochlorthiazidum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
17.26 

ლოზატენზი H (Lozatenz H) 50 მგ/12.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ლოსარტანი + ჰიდროქლორთიაზიდი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, სამედიცინო მომსახურების  პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს.  შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის  შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ  ექიმს, სამედიცინო მომსახურების  პროვაიდერს ან ფარმაცევტს.

შინაარსი:

1)      რა არის ლოზატენზი H და რა დროს გამოიყენება

2)      რა უნდა იცოდეთ ლოზატენზი H -ის   მიღებამდე

3)      ლოზატენზი H -ის მიღების წესი

4)      მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5)      ლოზატენზი H -ის შენახვის პირობები

6)      დამატებითი ინფორმაცია

  1. რა არის ლოზატენზი  H და რა დროს გამოიყენება

ლოზატენზი H არის  ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოსარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმენება ორგანიზმში და უკავშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს, იწვევს მათ შევიწროებას, რაც განაპირობებს წნევის მომატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის დაკავშირებას  ამ რეცეპტორებთან. ეს ადუნებს სისხლძარღვებს, რაც თავის მხრივ აქვეითებს არტერიულ წნევას.  ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს თირკმლის მიერ წყლისა და მარილის გატარებას. აღნიშნული აგრეთვე ეხმარება არტერიული წნევის შემცირებას.

ლოზატენზი H გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ.

  1. რა უნდა იცოდეთ ლოზატენზი H -ის   მიღებამდე

არ მიიღოთ ლოზატენზი H:

  • თუ ხართ ალერგიული ლოსარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან ამ მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში),
  • თუ ხართ ალერგიული სულფონამიდის წარმოებულების (მაგ. სხვა თიაზიდები, ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატები, როგორიცაა კო-ტრიმოქსაზოლი, ჰკითხეთ ექიმს თუ არ ხართ დარწმუნებული) მიმართ,
  • თუ  აღგენიშნებათ  ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა,
  • თუ აღგენიშნებათ  კალიუმის დაბალი, ნატრიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონე, რაც ვერ გამოსწორდება მკურნალობით,
  • თუ გაწუხებთ პოდაგრა,
  • თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული (აგრეთვე სასურველია   ლოზატენზი H არ მიიღოთ ორსულობის ადრეულ სტადიაზე- იხილეთ  პუნქტი: ორსულობა და ლაქტაცია),
  • თუ  აღგენიშნებათ  თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა ან თქვენი თირკმლები არ გამოიმუშავებს  შარდს,
  • თუ გაქვთ დიაბეტი ან  თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა და არტერიული წნევის დასაწევად იღებთ წამალს, რომელიც შეიცავს ალისკირენს;

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ლოზატენზ H -თან დაკავშირებით. ლოზატენზი H -ის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერს ან ფარმაცევტს.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ  ფიქრობთ რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას). ლოზატენზი H არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და არ უნდა მიიღოთ თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგანაც აღნიშნულ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს  (იხილეთ პუნქტი:  ორსულობა და ლაქტაცია).

ლოზატენზი H-ის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი გეხებათ თქვენ:

  • თუ გაწუხებდათ სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება
  • თუ იღებთ დიურეტიკებს (შარდმდენები)
  • თუ ხართ უმარილო დიეტაზე
  • თუ გაქვთ ან გქონდათ ძლიერი ღებინება და/ან დიარეა
  • თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა
  • თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის მუშაობა (იხილეთ პუნქტი 2 „არ მიიღოთ ლოზატენზი H“)
  • თუ აღგენიშნებათ თირკმლის არტერიის შევიწროვება (თირკმლის არტერიის სტენოზი) ან გაქვთ მხოლოდ ერთი მოფუნქციონირე თირკმელი ან უახლოეს წარსულში ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია
  • თუ აღგენიშნებათ არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი), სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში, რაც გამოწვეულია გულის ფუნქციის დარღვევით)
  • თუ აღგენიშნებათ აორტის ან მიტრალური  სარქველის სტენოზი (გულის სარქველის შევიწროება) ან  ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის გასქელებას)
  • თუ ხართ დიაბეტით დაავადებული
  • თუ აღგენიშნებათ პოდაგრა
  • თუ გაქვთ ან ანამნეზში აღგენიშნებათ ალერგია, ასთმა ან ნებისმიერი სხვა დაავადება, დაკავშირებული სახსრების ტკივილთან, კანის სიწითლესთან ან ცხელებასთან (სისტემური წითელი მგლურა)
  • თუ აღგენიშნებათ კალციუმის მაღალი და კალიუმის დაბალი დონე, ან იმყოფებით კალიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე
  • თუ დაგჭირდებათ ანესთეზია (მათ შორის სტომატოლოგიური ვიზიტისას) ან ქირურგიულ ოპერაციამდე, ან თუ გადაამოწმებთ  პარათიროიდული ჯირკვლის ფუნქციას, უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს  ან სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ  ლოსარტანის კალიუმის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტებს.
  • თუ აღგენიშნებათ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის ჰორმონის ჭარბ სეკრეციასთან, რაც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევით).
  • თუ ღებულობთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:

-         აგფ ინჰიბიტორი (მაგალითად ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ დიაბეტთან  დაკავშირებული თირკმლის პრობლემები.

-         ალისკირენი.

მკურნალ  ექიმს შეუძლია რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა, სისხლში ელექტროლიტების რაოდენობა (მაგ.: კალიუმი). იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ლოზატენზი H “.

  • თუ გქონდათ კანის კიბო ან თუ მკურნალობის დროს განვითარდა კანის მოულოდნელი დაზიანება. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს ზოგიერთი სახის კანისა და ტუჩის კიბოს (არამელანომური კანის კიბო) განვითარების რისკი. ლოზატენზი H -ით მკურნალობისას დაიცავით კანი მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივებისგან.

სხვა სამკურნალო საშუალებების, მცენარეული ან  საკვები დანამატების მიღება

აცნობეთ მკურნალ ექიმს, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტი.

შარდმდენებმა, როგორიცაა ლოზატენზი H-ის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლოროთიაზიდი, შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებებზე.

ლითიუმის  შემცველ პრეპარატებთან  ერთად ლოზატენზი H-ის  მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შეიძლება სიფრთხილის ზომების მიღება გახდეს საჭირო (მაგ.სისხლის ანალიზები), თუ ღებულობთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილებს ან კალიუმის დამზოგველ პრეპარატებს, სხვა დიურეტიკებს (შარდმდენები), ზოგიერთ საფაღარათო საშუალებებს, პოდიგრის სამკურნალო  პრეპარატებს, გულის რითმის მარეგულირებელ  და ანტიდიაბეტურ პრეპარატებს (პერორალურად მისაღები პრეპარატები ან ინსულინი).

ექიმმა ასევე აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ თქვენ იღებთ:

  • მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა საშუალებებს
  • სტეროიდებს
  • სიმსივნის სამკურნალო საშუალებებს
  • ტკივილგამაყუჩებლებს
  • სოკოს ინფექციების სამკურნალო მედიკამენტებს
  • ართრიტის სამკურნალო მედიკამენტებს
  • მაღალი ქოლესტერინის დონის სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა ქოლესტირამინი
  • კუნთის მომადუნებელ საშუალებებს
  • საძილე საშუალებებს
  • ოპიოიდებს, როგორიცაა მორფინი
  • პრესორულ ამინებს, მაგალითად ადრენალინი ან ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებს
  • ანტიდიაბეტურ პერორალურად მისაღებ პრეპარატებს ან ინსულინს.

მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:  თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს (იხილეთ ინფორმაცია სათაურით  „არ მიიღოთ ლოზატენზი H“ და „გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ლოზატენზ H-თან დაკავშირებით“).

აგრეთვე აცნობეთ მკურნალ ექიმს  ლოზატენზი H -ით მკურნალობის შესახებ, თუ აპირებთ რენდგენის გადაღებას  იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებებით.

ლოზატენზი H -ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

აღნიშნული პრეპარატით  მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლური სასმელის მიღება: ალკოჰოლმა და ლოზატენზი H-ს ტაბლეტებმა შესაძლებელია გააძლიეროს ერთმანეთის ეფექტი.

საკვები მარილის დიდი რაოდენობით გამოყენებამ  შეიძლება გააძლიეროს ლოზატენზი H -ს ტაბლეტების გვერდითი ეფექტი.

ლოზატენზი H -ს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:

თუ ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას), აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ შეწყვეტს  ლოზატენზი H -ით მკურნალობას თქვენს დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს თქვენი ორსულების შესახებ და მკურნალობას გააგრძელებს სხვა პრეპარატით. ლოზატენზი H -ით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული ორსულობის დროს  და არ უნდა მიიღოთ თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგანაც აღნიშნულ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.

ლაქტაცია:

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში ან აპირებთ ბავშვის გამოკვებას დედის რძით. ლოზატენზი H -ით  მკურნალობა არ არის რეკომენდირებული ლაქტაციის პერიოდში და თქვენი მკურნალი ექიმი შეგირჩევთ სხვა მედიკამენტს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმის გამოყენება

აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის საწყის ეტაპზე  არ შეიძლება ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას (მაგალითად ავტომანქანის ან სხვა საშიში მექანიზმების მართვა), სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია  ლოზატენზი H -ში  შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

ლოზატენზი H შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მაშინ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ  ექიმს.

პრეპარატი შეიცავს 4.24მგ (ან 0.108mEq) კალიუმს. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია თირკმლის  ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის ან იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ კალიუმის მიღებას.

  1. ლოზატენზი H-ის მიღების წესი

ლოზატენზი H ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის ან სამედიცინო მომსახურების პროვაიდერის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერს ან ფარმაცევტს.

მკურნალი ექიმი შეარჩევს ლოზატენზი H-ის შესაბამის დოზას იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მკურნალობთ თუ არა სხვა პრეპარატებით. მნიშვნელოვანია, რომ ლოზატენზი H-ით მკურნალობა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მიერ მითითებული პერიოდის განმავლობაში, რათა შესაბამისად მოხდეს არტერიული წნევის გაკონტროლება.

ლოზატენზი H-ის ჩვეულებრივი დოზა მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში შეადგენს  ლოზატენზ H 50მგ/12.5მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ, რათა წნევა გაკონტროლდეს  24 საათის განმავლობაში. აღნიშნული შეიძლება გაიზარდოს დღეში ერთხელ ლოზატენზი H 50მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტამდე  ან შეიცვალოს ლოზატენზი HD 100მგ/25 მგ 1 შემოგარსული ტაბლეტით დღიურად (უფრო ძლიერი). მაქსიმალური დღიური დოზა არის ლოზატენზი H 50მგ/12,5 მგ 2 შემოგარსული ტაბლეტი   დღეში  ან ლოზატენზი HD 100მგ/25 მგ 1 შემოგარსული ტაბლეტი.

ლოზატენზი H-ის  დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხევვაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, რათა დროულად დაიწყოს სამედიცინო ჩარევა. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, პულსის შენელება, სისხლის მაჩვენებლის ცვლილება ან გაუწყლოება.

ლოზატენზი H-ის  დოზის გამოტოვება

ლოზატენზი H-ის მიიღება ყოველდღიურად ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების სქემის შესაბამისად.

აღნიშნული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში  მიმართეთ მკურნალ ექიმს, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერს ან ფარმაცევტს.

  1. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად ლოზატენზი H-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ლოზატენზი H ტაბლეტებით მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებას:

მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება).

ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც ვლინდება 10,000 -დან  1-ზე მეტ პაციენტში და 1,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:

ხშირი ( შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):

  • ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ცხვირის გაჭედვა, სინუსიტი, სინუსის დარღვევები.
  • დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დისპეფსია
  • კუნთების ტკივილი ან სპაზმი, ფეხების ტკივილი, ზურგის ტკივილი
  • უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • კალიუმის მომატებული დონე (რაც იწვევს არითმიას), ჰემოგლობინის დონის შემცირება
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევები, მათ შორის  თირკმლის უკმარისობა
  • შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში (ჰიპოგლიკემია)

არახშირი ( შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში ):

  • ანემია, წითელი და მოყავისფრო ლაქები კანზე (ზოგჯერ ტერფებზე, ფეხებზე, ხელებზე, დუნდულოებზე, რასაც თან ახლავს სახსრების ტკივილი, ხელებისა და ფეხების შეშუპება და კუჭის ტკივილი), სისხლჩაქცევები, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, შედედების დარღვევები, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
  • მადის დაკარგვა, შარდმჟავას დონის მომატება  ან პოდაგრა, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების დონის დარღვევა.
  • შფოთვა, ნერვიულობა, პანიკური აშლილობა (განმეორებითი პანიკური შეტევები), გონების დაბინდვა, დეპრესია, კოშმარები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
  • ტკივილისა და ჩხვლეტის ან მსგავსი შეგრძნებები, ტკივილი კიდურებში, კანკალი, შაკიკი, გულის წასვლა
  • მხედველობის დაბინდვა, თვალებში წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, კონიუქტივიტი, მხედველობის დაქვეითება, ქსანტოფსია
  • ყურებში ხმაურის, ბზუილის ან ტკაცუნის შეგრძნება, თავბრუსხვევა
  • დაბალი არტერიული წნევა, რაც სავარაუდოდ უკავშირდება პოზის შეცვლას (თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება წამოდგომისას), სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში), გულის რითმის დარღვევა, ინსულტი (გიშ, „მინი-ინსულტი“), გულის შეტევა, ტაქიკარდია
  • სისხლძარღვების ანთება, რაც ხშირად დაკავშირებულია გამონაყართან და სისხლჩაქცევებთან
  • ყელის ტკივილი, გაძნელებული სუნთქვა, ბრონხიტი, პნევმონია, ფილტვებში სითხის დაგროვება (რაც იწვევს სუნთვის გაძნელებას), სისხლდენა ცხვირიდან, რინიტი, სასუნთქი გზების გაჭედვა
  • ყაბზობა, ობსტიპაცია, აირების დაგროვება, კუჭის გაღიზიანება, კუჭის სპაზმი, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კბილის ტკივილი
  • სიყვითლე (თვალებისა და კანის სიყვითლე), პანკრეასის ანთება
  • ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის სიმშრალე, წამოწითლება, ოფლიანობა, თმის ცვენა
  • ტკივილი ხელების, მხრების, მუხლების ან სხვა სახსრების მიდამოში, სახსრების შეშუპება, რიგიდობა, კუნთების სისუსტე
  • გახშირებული შარდვა, მათ შორის ღამის განმავლობაშიც, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმლების ანთება, საშარდე  გზების ანთება, გლუკოზა შარდში
  • ლიბიდოს  შემცირება, იმპოტენცია
  • სახის შეშუპება,ლოკალიზებული შეშუპება (ედემა), ცხელება

იშვიათი( შეიძლება გამოვლინდეს   1,000-დან 1 პაციენტში ):

  • ჰეპატიტი ( ღვიძლის ანთება), ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ პარამეტრებში

უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

  • გრიპის მსგავსი სიმპტომები
  • აუხსნელი წარმოშობის კუნთების ტკივილი მუქი  (ჩაის ფერის) ფერის შარდით (რაბდომიოლიზი)
  • სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია)
  • ზოგადი სისუსტე (უგუნებობა)
  • გემოს დარღვევა (დისგევზია)

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერს ან ფარმაცევტს.

  1. ლოზატენზი H -ის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 300C -ზე მაღალ  ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ლოზატენზი H შეფუთვაზე და ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღბიშნული თვის ბოლო დღემდე.

მედიკამენტები  არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.  ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  1. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ლოზატენზი H

აქტიური ნივთიერებებია  ლოსარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდი.

თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ლოსარტანის კალიუმს და 12,5მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

სხვა ინგრედიენტებია:

  • ტაბლეტის ბირთვი: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი და  პრეჟელატინირებული სახამებელი;
  • გარსი: Opadry 05F32867 Yellow (ჰიპრომელოზა 3 cP/6cP, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი /PEG 4000, რკინის ოქსიდი ყვითელი  ( E172), indigo Carmine Aluminium Lake (E132)).

ლოზატენზი H-ის  გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, გამყოფი ჭდით ერთ მხარეს.

ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები დაფასოებულია 30-ტაბლეტიან შეფუთვაში.

ყველა სახის შეფუთვა არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს „ ნიუ ფარმ გრუპი“ („New Pharm Group “)

საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ.#18

მწარმოებელი:

Bluepharma -Indústria Farmacêutica, SA, 

პორტუგალია, კოიმბრა , 3045-016, საო მარტინო დო ბისპო.

მსგავსი პროდუქტები