ოპტიკოლი GL 0.3% 8მლ თვ/წვ

76311
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიოფთალმოლოგიური ადგილობრივი მოქმედების სხვადასხვა ხსნარები ჯენერიკიNatrii hyaluronatum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ოპტიკოლ GL

ნატრიუმის ჰიალურონატი 0.3%

თვალის წვეთები

აღწერა

ოპტიკოლ GL წარმოადგენს სტერილურ, იზოტონურ ოფთალმოლოგიურ ხსნარს, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილს და გამოიყენება ცრემლის არასაკმარისი სეკრეციის დროს, რომ აღადგინოს ცრემლის აპკის ფიზიოლოგიური მდგომარეობა.

ჰიალურონის მჟავა არის მუკოპოლისაქარიდი, რომელსაც ადამიანის სხეულის ბევრი ქსოვილი შეიცავს. მას აქვს თვალის ზედაპირზე ადჰეზიის უნარი-იცავს, ატენიანებს და პოხავს მას. გამომდენარე მისი მუკოადჰეზიური თვისებებიდან, ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება თვალის ზედაპირზე და განაპირობებს ცრემლის აპკის სტაბილიზაციას.

ოპტიკოლ GL შეიცავს ნატრიუმის ჰიდროქსიმეთილგლიცინატს (N-HG)-ამინომჟავის დერივატს, რომელიც თავისი ანტიმიკრობული აქტივობიდან გამომდინარე, ეფექტური დამხმარე ნივთიერებაა და არ აზიანებს თვალის ზედაპირის ლორწოვანს.

გამოყენების ჩვენებები

რქოვანას დაცვა გამჭვირვალე, სტერილური და ელასტოვისკოზური ცრემლის შემცვლელით. იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ზედაპირს იმ დისკომფორტის ხანგრძლივი დროით მოსახსნელად, რომელიც დაკავშირებულია:

- მექანიკურ სტრესთან: მაგ.: კონტაქტური ლინზების მოხმარების, ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების დროს ოფთალმოლოგიაში.

- კორენეო-კონიუნქტივალური  ლუბრიკაციის უკმარისობის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება

ჩაიწვეთეთ ოპტიკოლ GL-ის 1-2 წვეთი კონიუნქტივალურ პარკში, 2-3-ჯერ დღის განმავლობაში, ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ოპტიკოლ GL-ის გამოყენების წინ ლინზების მოხსნა არ არის საჭირო.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ, თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ოპტიკოლ GL-ის რომელიმე კომპონენტის, ან მათთან ქიმიურად მსგავსი ნივთიერებების მიმართ.

შემადგენლობა

ნატრიუმის ჰიალურონატი 0.30 გ

N-ჰიდროქსიმეთილგლიცინატი 0.002 გ

ნატრიუმის ედეტატი 0.100 გ

იზოტონური ხსნარი pH 7.2 q.s. 100 მლ

სიფრთხილის ზომები

- პროდუქტი სტერილურია ფლაკონის გახსნამდე.

- ფლაკონი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული გამოყენების შემდეგ.

- ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, არ მიაკაროთ საწვეთურის თავი თვალს ან სხვა ნებისმიერი საგნის ზედაპირს.

- არ გამოიყენოთ ხსნარი გახსნიდან 90 დღის შემდეგ.

- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადა მითითებულია ფლაკონზე.

- შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურისა.

- მოარიდეთ სითბოს წყაროს.

- არ გამოიყენოთ, თუ ფლაკონი დაზიანებულია.

- არ გადაყლაპოთ.

- პრეპარატი არის მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის, თვალში.

- თუ თვალის სხვა წვეთებსაც იყენებთ, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

- შეინახეთ ოპტიკოლ GL ბავშვებისათვის არა ხელმისაწვდომ ადგილას.

გვერდითი ეფექტები

იშვიათ შემთხვევებში ფიქსირდება უმნიშვნელო და ტრანზიტორული წვის შეგრძნება და / ან მხედველობის დროებითი დაბინდვა. თუ გვერდითი რეაქციები მწვავეა, შეწყვიტეთ ოპტიკოლ GL-ის მოხმარება და კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

შეფუთვა

8 მლ ფლაკონი.

Lot ნომერი დაბეჭდილია ფლაკონზე და კოლოფზე .

ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია ფლაკონზე და კოლოფზე.

დაცულია ასეპტიკის წესები.

გაეცანით მოხმარების წესს გამოყენების წინ.

მწარმოებელი:

SOOFT იტალია S.p.A.

C.da Molino, 17

63833 Montegiorgio (FM)

იტალია

ტელ.:.+39 0734 964096

www.sooft.it

 

წარმოებულია -Laboratório Edol Produtos Farmacêuticos, S.A.-თვის.

Av. 25 de Abril, 6-6A

2795-225 Linda-a-Velha

პორტუგალია

აღნიშნული ფურცელი-დანართი ბოლოს შემოწმდა: 30/03/2016