ამს კოენზიმ Q 10 200მგ#60კაფს

76488
-29%
მარაგშია
285.71 
204.28 
დანაზოგი: 81.43 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიტვინში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატები ჯენერიკიCoenzym Q10(Ubiquinone) გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
285.71 
204.28 
დანაზოგი: 81.43 ₾ (29%)

კოენზიმ Q10

კოენზიმ Q10 არის ადამიანის ყველა უჯრედში. ის თამაშობს მთავარ როლს ბიოენერგეტიკული რეაქციების რეგულაციაში, რომლებიც ხდება მიტოხონდრიებში. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი ამ ნივთიერებას შეიცავს დაახლოებით 1 გრამს. მისი დეფიციტი აფერხებს უჯრედებში ენერგიის წარმოქმნას. ორგანიზმი ამ ნივთირებას თავად გამოიმუშავებს, მაგრამ მის გამოსამუშავებლად საჭიროა ვიტამინები B1, B2, B6, C და ფოლიუმის და პანტოთენის მჟავა. თუ აქ ჩამოთვლილ ნივთიერებათაგან ორგანიზმს რომელიმე აკლია, მაშინ ორგანიზმი კოენზიმ Q10 - ს ვეღარ გამოიმუშავებს. კოენზიმ Q10 მონაწილეობს ყველაზე მნიშვნელოვან ქიმიურ რეაქციებში, როგორიც არის ატფ - ის სინთეზი. ხოლო ორგანიზმს ატფ - ის გარეშე არ შეუძლია ფუნქციონირება. კოენზიმ Q 10-ის წარმოქმნა ორგანიზმში 20 წლის ასაკის შემდეგ კლებულობს

კოენზიმ Q10 სუფთა სახით გამოყვეს აშშ - ი 1957 წელს. ხოლო 1978 წელს "მიტჩელმა" აღმოაჩინა მისი მოქმედების მექანიზმი რაშიც მიიღო ნობელის პრემია.

კოენზიმ Q10 ის ფარმაკოლოგიური თვისებები

კოენზიმ Q10 ორგანიზმს აძლევს ენერგიას რათა ის ებრძოლოს დაავადებას და დაამარცხოს ის. კოფერმენტ Q10 - ით გამდიდრებული ორგანიზმი, არის გაცილებით ენერგიული და ეფექტურად ებრძვის ორგანიზმში მოხვედრილ უცხო ნივთიერებებს, ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს, კანცეროგენულ უჯრედებს და ა. შ.

კლინიკური ცდა თაგვების 2 ჯგუფზე აწარმოეს ნიუ ინგლანდის სამედიცინო ინსტიტუტში. პირველი ჯგუფის თაგვებს უკეთებდნენ კოენზიმ Q10 - ს, ხოლო მეორე ჯგუფის თაგვებს არ უკეთებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ორივე ჯგუფის თაგვებს ორგანიზმში შეუყვანეს სიმსივნის გამომწვევი ქიმიკატი დიბენზო - პირენი. 55 - ე დღეს, მეორე ჯგუფის თაგვებს, რომლებსაც არ უკეთებდნენ კოენზიმ Q10 - ს, თაგვების 85% - ს გაუჩნდა სიმსივნე, ხოლო პირველი ჯგუფიდან რომლებსაც უკეთებდნენ კოენზინორმ Q10 - ს მხოლოდ 25% - ს. მეორე ჯგუფის თაგვების სიმსივნის ზომა საშუალოდ იყო 225 მმ2, ხოლო პირველი ჯგუფის თაგვების 95 მმ2.

132 დღის შემდეგ მეორე ჯგუფის თაგვები ყველა მოკვდა. ხოლო პირველი ჯგუფის თაგვები ექსპერიმენტის მე 300 - ე დღის ბოლოს თაგვების 80% - ზე მეტი ცოცხალი იყო. მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა კოენზიმ Q10 - მა, რადგან ის აქტიურად ებრძვის მალიგნიზებული უჯრედების წარმოქმნას და განვითარებას.

იელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აწარმოეს ცდა თაგვების ორ ჯქუფზე. სანამ თაგვების ორივე ჯგუფს შეუყვანდნენ ნაწლავის ჩხირს ბაქტერია Е.COLI- ს. ერთი ჯგუფის თაგვებს შეუყვანეს კოენზიმ Q10. ხოლო მეორეს თაგვების ჯგუფს არა. ბაქტერიის შეყვანიდან 2 საათის შემდეგ, იმ თაგვებს რომელთა ორგანიზმში შეიყვანეს კოენზიმ Q10 100 ჯერ ნაკლები ბაქტერია იყო ვიდრე მეორეში, ხოლო 10 საათის შემდეგ 500 ჯერ ნაკლები.

ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევების გზით დაადგინეს, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანების 70 - 75% - ს. ორგანიზმში აღენიშნება კოენზიმ Q10 - ის ნაკლებობა. იაპონელი მეცნიერები კოენზიმ Q10 - ის ეფექტის შესწავლის მიზნით დააკვირდნენ იმ პაციენტებს, რომლებსაც გულის შეტევა დაემართათ დატვირთვის, გადაღლილობის ან სტრესის გამო, აღმოჩნდა რომ პაციენტების 70% - ს აღენიშნება დადებითი დინამიკა და მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

კოენზიმ Q10 ს გამოყენება მედიცინაში

კოენზიმ Q 10 –ს ფართოდ გამოიყენებენ მედიცინაში. ის ძალიან ბევრი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება. მას იყენებენ არამხოლოდ სამკურნალოდ არამედ დაავადებების პრევენციის მიზნით.

გულსისხლძარღვთა სისტემა

  1. ათეროსკლეროზი.
  2. არტერიული ჰიპერტენზია.
  3. კარდიომიოპათია.
  4. გულის უკმარისობა.
  5. მიტრალური სარქველის პროლაფსი.
  6. არითმია.
  7. სარქვლოვანი დაავადება.
  8. გულის იშემიური დაავადება.
  9. სტენოკარდია.

10. მიოკარდიუმის ინფარქტი.

თავის ტვინი და ნერვული სისტემა

11. ინსულტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

12. ალცჰეიმერის დაავადება.

13. გაფანტული სკლეროზი.

14. პარკინსონის დაავადებები.

15. ენცეფალოპათია.

16. მენიერის დაავადება.

17. პერიფერიული სახის დამბლა.

სხვადასხვა

18. წონის დაკლების პროგრამა.

19. კუნთების დისტროფია და მიოპათია.

20. ასთენიური სინდრომის პრევენცია და მკურნალობა.

21. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.

22. აივ და შიდსის ვირუსი.

23. შაქრიანი დიაბეტი.

24. ალერგიული დაავადებები, მათ შორის ასთმა.

25. პაროდონტოზის და ღრძილების დაავადებების პრევენცია და მკურნალობა.

26. მკურნალობის პროგრამა ავთვისებიანი სიმსივნეების (ძუძუს, ფილტვის და პროსტატის).

27. ანემია და ონკოჰემატოლოგიური დაავადებები.

28. მუცლის ოპერაციისთვის მომზადება და ოპერაციის შემდგომ პერიოდი.

29. წყლულოვანი დაავადებების მკურნალობა და პრევანცია.

30. სიყრუე.

31. მუცლის მოშლისგან დაზღვევა.

32. ორგანიზმის გაახალგაზრდავება.

33. ორგანიზმში დაბერების პოცესების შეჩერება.

34. პრევენცია და მკურნალობა ასთენიური სინდრომის და ქრონიკული დაღლილობის.

მსგავსი პროდუქტები