მაგნეტაბი 334მგ/5მგ #30ტ

77686
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიწყალში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიMagnesium+Pyridoxinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

მაგნეტაბი

Magnetab

 

სამკურნალო საშუალების სახელწოდება:

სავაჭრო სახელწოდება: მაგნეტაბი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: Magnesium (different salts in combination)

აღწერა: ცილინდრული ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები.

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: მაგნიუმის ლაქტატი დიჰიდრატი - 334 მგ, რაც შეესაბამება 34 მგ მაგნიუმს, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი - 5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი ა), მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.

ათქ კოდი: A12CC30

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

მაგნიუმი ძირითადად წარმოადგენს უჯრედშიდა კათიონს, ამცირებს ნეირონების აღგზნებას და ნეირო-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობას იღებს მრავალ ფერმენტულ პროცესში.

მაგნიუმი წარმოადგენს ორგანოებისა და ქსოვილების არსებით ელემენტს; ორგანიზმში მაგნიუმის შემცველობის საერთო რაოდენობის ნახევარი გროვდება ძვლის ტვინში.

მაგნიუმის დონე შრატში:

- 12 და 17 მგ შორის (1-1,4 მეკვ/ლ ან 0,5 – 0,7 მმოლი/ლ): მეტყველებს მაგნიუმის ზომიერ დეფიციტზე;

- 12 მგ-ზე ქვემოთ (1 მეკვ/ლ ან 0,5 მმოლი/ლ): მეტყველებს მაგნიუმის მძიმე დეფიციტზე;

დეფიციტი შესაძლოა იყოს:

- პირველადი, მეტაბოლიზმის თანდაყოლილი ანომალიის შედეგად (ქრონიკული თანდაყოლილი ჰიპომაგნიემია);

- მეორადი,

  • არაადეკვატური მიღების (მძიმე შიმშილი, ალკოჰოლიზმი, მხოლოდ პარენტერალური კვება);
  • კუჭ-ნაწლავიდან შეწოვის დარღვევის (ქრონიკული აშლილობა, კუჭ-ნაწლავის ფისტულა, ჰიპოპარათიროიდიზმი);
  • თირკმელებიდან მაგნიუმის ჭარბად დაკარგვის (მძინე პოლიურია, დიურეტიკების ბოროტად გამოყენება, ქრონიკული პიელონეფრიტი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, ცისპლატინით მკურნალობა) შედეგად.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მაგნიუმის ათვისებას და მის შეღწევადობას უჯრედებში.

ფარმაკოკინეტიკა

მაგნიუმის მარილების აბსორბცია კუჭ-ნაწლავიდან ნაწილობრივ მიმდინარეობს პასიური მექანიზმის გზით, როდესაც მარილის ხსნადობა განსაზღვრულ როლს ასრულებს. ამ აბსორბციის ხარისხი 50%-ს არ აღემატება. ორგანიზმში მაგნიუმი ძირითადად ნაწილდება უჯრედშიდა სივრცეში (დაახლოებით 99%), საიდანაც 2/3 ნაწილდება ძვლის ტვინზე, ხოლო მესამედი გლუვ და განივზოლიან კუნთოვან ქსოვილში. მაგნიუმის გამოყოფა ხდება შარდთან ერთად, მიღებული მაგნიუმის მინიმუმ 1/3 დოზით.

პირიდოქსინი შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი) წარმოქმნით. ნაწილდება ძირითადად კუნთებში, ღვიძლსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში. გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები: ორგანიზმში - როგორც იზოლიებული, ასევე სხვა დეფიციტურ მდგომარეობასთან ასოცირებული მაგნიუმის დადასტურებული დეფიციტის მკურნალობა.

გამოყენებისწესიდადოზირება:პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

მოზრდილთათვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 6-8 ტაბლეტის მიღება.

6 წელზე უფროს ბავშვებში (20 კგ-ზე მეტი სხეულის მასით)  4-6 ტაბლეტი დღე-ღამეში.

სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე, მიიღება ჭამის წინ. ტაბლეტებს უნდა მიაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი.

მკურნალობა უნდა შეწყდეს სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის ნორმალიზაციისთანავე.

გვერდითი მოქმედება:

დაღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად (< 0,01 %): ალერგიული რეაქციები, კანის რეაქციების ჩათვლით;

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

უცნობი სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია წარმოშობის სიხშირის შეფასება): დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

უკუჩვენებები:

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

- გამოხატული თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი არანაკლებ 30 მლ/წუთში);

- ფენილკეტონურია;

-  ჰიპერმაგნიემია, ვიტამინ B6 ჰიპერვიტამინოზი, მიასთენია გრავის;

-  ბავშვთა ასაკი 6 წლამდე;

-  ლევოდოპასთან ერთდროული მიღება (იხილეთ ქვეთავი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).

სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი.

გამოყენების თავისებურებები: კალიუმის თანმხლები დეფიციტის შემთხვევაში, მაგნიუმის დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას დამატებითი კალციუმის შეყვანის დაწყებამდე.

მაგნიუმის მძიმე დაფიციტისა და შეწოვის დარღვევის შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს ინტრავენურად.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები

თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში მაგნიუმის ჭარბი ზოდა მისი შინაგანად მიღებისას ჩვეულებრივ არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს. თუმცა თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მაგნიუმით მოწამვლა. დოზის გადაჭარბების სიმპტომები, რომელთა გამოხატვაც დამოკიდებულია სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციაზე: არტერიული წნევის ვარდნა; გულისრევა, ღებინება; ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რეფლექსების დაქვეითება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე; სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუმთქვის დამბლა; ანურიული სინდრომი.

მკურნალობა

რეჰიდრატაცია, ფორსირებული დიურეზი. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია ჰემოდიალიზი ან პერიტონესლური დიალიზი.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

უსაფრთხოების ზომები:

მაგნიუმის მძიმე დეფიციტის ან მალაბსორბციის სინდრომის შემთხვევაში, მკურნალობა იწყება მაგნიუმის პრეპარატების ინტრავენურად შეყვანით.

თანმხლები კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში, რეკომენდებულია მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების ან კალციუმის შემცველი საკვები დანამატების მიღების დაწყებამდე.

საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხშირად მიღების, დაძაბული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის შემთხვევაში მაგნიუმისადმი მოთხოვნილება იზრდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის განვითარება.

ხანგრძლივი დროის (რამდენიმე თვის ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე წლის) განმავლობაში პირიდოქსინის დიდი დოზებით (დღეში 200 მგ-ზე მეტი) გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს სენსორული აქსონური ნეიროპათია, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაბუჟება, პროპრიოცეპტული მგრძნობელობის დარღვევა, კიდურების დისტალური ნაწილების ტრემორი და თანდათანობით განვითარებული სენსორული ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა). ეს დარღვევები ჩვეულებრივ შექცევადია და ქრება ვიტამინ B6 მიღების შეწყვეტის შემდეგ.    

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობა

საკმაო რაოდენობის ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა რაიმე არახელსაყრელი ზეგავლენა ნაყოფის განვითარების მანკიერებათა და ფეტოტოქსიკური მოქმედების წარმოშობაზე. 

პრეპარატ მაგნეტაბის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმიის რეკომენდაციით.

ძუძუთი კვების პერიოდი

მაგნიუმი აღწევს დედის რძეში. მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ლაქტაციისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენება ბავშვთა ასაკში:

არ არის რეკომენდებული 6 წელზე უმცროს ბავშვებში გამოყენება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის სახეობების შესრულების უნარზე ზემოქმედებება:

არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.     

უკუნაჩვენები კომბინაციები

- ლევოდოპასთან: პირიდოქსინით ხდება ლევოდოპას აქტივობის ინჰიბირება (თუ ამ პრეპარატის მიღება არ ხდება არომატული L-ამინომჟავების პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინგიბიტორებთან ერთად). უნდა მოერიდოთ ნებისმიერი ოდენობის პერიდოქსინის მიღებას, თუ ლევოდოპა არ გამოიყენება L-ამინომჟავების პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინგიბიტორებთან ერთად.

არარეკომენდებული კომბინაციები

-  ფოსფატების ან კალციუმის მარილების შემცველი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გააუარესოს მაგნიუმის შეწოვა ნაწლავებიდან.

ყურადსაღები კომბინაციები

- ტეტრაციკლინების შინაგანად დანიშვნის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ტეტრაციკლინისა და მაგნეტაბის შინაგანად მიღებებს შორის ინტერვალი არანაკლებ სამი საათისა, ვინაიდან მაგნიუმის პრეპარატები ამცირებს ტეტრაციკლინების შეწოვას. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილასტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა: 90 ტაბლეტი

მწარმოებელი: შპს ”რუბიკონი”, ბელარუსის რესპუბლიკა, 210002, ქ. ვიტებსკი, მ. გორკის ქუჩა, 62-ბ, ტელ./ფაქსი: +375 (212) 34-06-29, www.rubikon.by

e-mail: [email protected]