მასტრელე ფლორა პლუსი#10ვაგ.კაფ
მასტრელე ფლორა პლუსი ®
ვაგინალური ფლორის აღმდგენი საშუალება
შემადგენლობა: ბილოგიურად აქტიური პრებიოტიკების კომპლექსი, ვიტამინი C და E, ნატრიუმის ჰიალურონატი, ქსილიტი,ლაქტოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი.
მოქმედების მექანიზმი: მასტრელე ფლორა პლუსის ვაგინალური კაქფსულა არის ბუნებრივი კომპლექსი, რომელიც დაფუძნებულია პრებიოტიკებზე, ვიტამინებთან და ჰიალურონის მჟავასთან ერთად. ის ამცირებს და აბალანსებს PH(<4,5)-ს. პრებიოტიკები წარმოადგენენ ძირითად აღმდგენ ფაქტორს, რომელიც ასტიმულირებს ლაქტობაცილების ზრდას. ვიტამინი და ჰიალურონის მჟავა ერთობლივად უზრუნველყოფს დატენიანებას და რეგენერაციას. ამცირებს ტკივილს,ქავილს, წვას და სიწითლეს.
ჩვენებები:
საშოს სხვადასხვა ეთიოლოგიის დისბაქტერიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი (გარდნერელოზი)(7-10 დღე, ერთი კაფსულა ძილის წინ)
სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტი, კანდიდოზური ვულვოვაგინიტი (გარდნერელოზი)(7-10 დღე, ერთი კაფსულა ძილის წინ)
ანტიბიოტიკო, ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი, აგრეთვე ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებით განპირობებული დისბაქტერიოზი (ერთი კაფსულა ანტიბიოტიკებთან ერთად. 7 დღე ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის შემდგომ)
სამეანო ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტული მანიპულაციების შემდგომი, აგრეთვე პოსტოპერაციული გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა (1 კაფსულა მანიპულაციის შემდეგ)
გეგმიური გინეკოლოგიური ოპერაციებისთვის მომზადება ( 1 კაფსულა ინდივიდუალურად)
რისკის ჯგუფის ორსულების მშობიარობისწინა მომზადება საშოს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით ( 1 კაფსულა ინდივიდუალურად)
საშოს სიმშრალე (მ.შ. კლიმაქტერიულ პერიოდში) (1 კაფსულა 7-10 დღე)
გვერდითი მოვლენები: მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტებზე
გაფრთხილება: გამომდინარე იქიდან, რომ მასტრელე ფლორა პლუსი შემადგენლობიდან გამომდინარე ქმნის მჟავა გარემოს,ახდენს სპერმის დეაქტივაციას, დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში ნუ მიიღებთ აღნიშნულ პროდუქტს.
გამოვების ფორმა: N10 ვაგინალური კაფსულა აპლიკატორთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: მშრალ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე არაუმეტეს 25C
მწარმოებელი: Fiterman pharma,Romania