რევიანოქსი 20მგ ფხ+2მლ გამ#3ფლ

79625
მარაგშია
32.52 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიTenoxicamum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
32.52 

შემადგენლობა: პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს: ტენოქსიკამი 20 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, დინატრიუმის ედეტატი, ასკორბინის მჟავა, ტრომეტამოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა. გამხსნელი: საინექციო წყალი 2 მლ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები. ოქსიკამები.

ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი: რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი, მაანკილიზებელი სპონდილიტი – ბეხტერევის დაავადება; ინფექციური არასპეციფიკური პოლიართრიტი; ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი; ტენდინიტები, ბურსიტები, მიოზიტები, პერიართრიტი; ართრალგია, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია, ლუმბაგო; ტრავმები, დაჭიმულობები, ამოვარდნილობები და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებები.

დოზირება და მიღების წესი: რევიანოქსის შეყვანის გზებია კუნთშიდა ან ინტრავენური ინექცია. ინიშნება დოზით 20 მგ ერთხელ დღეში. არ გამოიყენება უფრო მაღალი დოზები, რადგან ამ დროს ყოველთვის არ მიიღწევა უფრო მნიშვნელოვნად გამოხატული თერაპიული ეფექტი, ხოლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი იზრდება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე დაავადებების მკურნალობისას, მკურნალობის პერიოდი როგორც წესი, არ აღემატება 7 დღეს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს 14 დღემდე.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შეკრულობა, გულძმარვა, დესპეფსია, მუცლის ტკივილი, მელენა, ეპიგასტრალური დისტრესი, ჰემატემეზისი, მეტეორიზმი, წყლულოვანი სტომატიტები, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, გასტრიტი; იშვიათი – პეპტიური წყლული, ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება, სიყვითლე, შესაძლებელია სისხლში ტრანსამინაზების დონის მომატება. თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიული პურპურა, ნეიტროპენია; აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ან ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, რომელიც არ არის დაკავშირებული სისხლდენასთან; ლეიკოპენია, ეოზინოფილია. სისხლში გლუკოზის დონის მომატება, სხეულის მასის მომატება, ან შემცირება. აგზნება, მხედველობის ნერვის ანთება, მგრძნობელობის მოშლა, დეპრესია, ნევროტულობა, ჰალუცინაციები, ძილიანობა, ან უძილობა, ძილის დარღვევა, ყურებში ხმაური, შეუძლოდ ყოფნა, საერთო სისუსტე, მომატებული დაღლილობის შეგრძნება; ძალიან იშვიათი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. თვალების გაღიზიანება და შეშუპება, მხედველობის დაბინდვა. შეშუპებები, ქოშინი, ტაქიკარდია. შესაძლებელია აასს-თი მკურნალობასთან ასოცირებული გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება. თირკმლისმიერი ტოქსიკურობა, ინტერსტიციული ნეფრიტის, ნეფროზული სინდრომის და თირკმლის უკმარისობის ჩათვლით. ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, სასუნთქი გზების რეაქტიულობა, ბრონქული ასთმის, ბრონქოსპაზმის, ან დისპნოეს ჩათვლით; კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური დერმატიტი, შესაძლებელია თმის ცვენა, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. რევიანოქსი უკუნაჩვენებია ასევე პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები – ბრონქული ასთმის, რინიტის, ანგიონევროზული შეშუპების, ან ჭინჭრის ციების სიმპტომები, სხვა აასს-ს მიმართ, იბუპროფენის და ასპირინის ჩათვლით, ტენოქსიკამისადმი ჯვარედინი მგრძნობელობის პოტენციალის არსებობის გამო; აქტიური პეპტიური წყლული ან სისხლდენა, ან ანამნეზში მორეციდივე პეპტიური წყლულის ან სისხლდენის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, მძიმე ხარისხის გასტრიტი, ანამნეზში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია აასს გამოყენებით წინამორბედ თერაპიასთან; მძიმე ხარისხის გულის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა; სისხლის დაავადება; ორსულობის III ტრიმესტრი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ტენოქსიკამმა შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის და სხვა ანტიკოაგულანტების ანტიკოაგულაციური მოქმედება. ანტიაგრეგაციული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკის მომატება. ტენოქსიკამმა და სხვა აასს შესაძლოა შეასუსტოს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტები. საგულე გლიკოზიდების პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, აასს შესაძლოა გაამწვავოს გულის უკმარისობა, დააქვეითოს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე. ციკლოსპორინი: ზრდის ნეფროტოქსიკურობის რისკს. კორტიკოსტეროიდები: იზრდება წყლულის, ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკი. შარდმდენები: ქვეითდება დიურეზული ეფექტი. აასს შეუძლია გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმის და სითხის შეკავება და დიურეტიკების ნატრიურეზული მოქმედების დარღვევა. ლითიუმი: საჭიროა ლითიუმის დონის მონიტორინგის სიხშირის გაზრდა სისხლში, პაციენტის გაფრთხილება საკმაო რაოდენობის სითხის მიღების შესახებ და ლითიუმით მოწამვლის სიმპტომების ამოცნობის სწავლება. მეთოტრექსატი: იზრდება მეთოტრექსატის ტოქსიკურობის რისკი. მიფეპრისტონი: აასს არ უნდა იქნას მიღებული მიფეპრისტონის გამოყენებიდან 8-12 დღის განმავლობაში. აასს, ციკლოოქსიგენაზა-2 სელექტიური ინჰიბიტორები, სალიცილატები: საჭიროა თავის შეკავება ორი, ან მეტი აასს ერთდროულ გამოყენებას, რადგან ამან შესაძლოა გააძლიეროს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ქინოლინური ანტიბიოტიკები: აასს შეიძლება გააძლიერონ კრუნჩხვების განვითარების რისკი. ტაკროლიმუსი: შესაძლებელია ნეფროტოქსიკურობის რისკის მომატება. ზიდოვუდინი: იზრდება ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის რისკი.

განსაკუთრებული მითითებები: როგორც სხვა აასს შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატ რევიანოქსის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების, ღვიძლის, თირკმლის, ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის არსებობის ალბათობა მათ ასევე უფრო მაღალი აქვთ. აასს გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა უმცირესი ეფექტური დოზის და მკურნალობის მინიმალური შესაძლო პერიოდის დანიშვნა. აასს თერაპიისას, აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს, ხოლო თირკმლის უკმარისობის დროს კრეატინინის კლირენსის მიხედვით დოზას ადგენს ექიმი. პრეპარატ რევიანოქსის გამოყენებისას, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ანამნეზით; პეპტიური წყლულის, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პირველი ნიშნების გამოვლენისას, აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. აასს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობის განვითარება. ღვიძლის ფერმენტების მნიშვნელოვანი, ან მდგრადი გადახრისას, საჭიროა რევიანოქსის მიღების შეწყვეტა და განმეორებითი ანალიზების ჩატარება. მკურნალობისას, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე პაციენტებში ღვიძლის არსებული დაავადებებით. იშვიათ შემთხვევებში არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, პაპილარული ნეკროზი და ნეფროზული სინდრომი. უფრო მაღალ რისკს მიეკუთვნებიან პაციენტები თირკმლის არსებული დაავადებებით, ნეფროზული სინდრომით, უჯრედშორისი სითხის მომატებული მოცულობით, ღვიძლის დაავადებებით, გულის უკმარისობით, ასევე პაციენტები, რომლებიც პარალელურად მკურნალობენ შარდმდენებით, ან პოტენციურად ნეფროტოქსიკური საშუალებებით. ასეთ პაციენტებზე უნდა დაწესდეს თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციის გულმოდგინე კონტროლი. მიღებული დოზა უნდა იყოს მინიმალური. აასს სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გულის უკმარისობით, ან არტერიული ჰიპერტენზიით ანამნეზში. ტენოქსიკამი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას და შეიძლება გაზარდოს სისხლდენის დრო. პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებებით, შეიძლება გაიზარდოს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების რისკი. პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება 18 წელზე ნაკლები ასაკის პირებში.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. რევიანოქსის გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში და მშობიარობისას შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი პაციენტისთვის აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატ რევიანოქსით მკურნალობის პერიოდში, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში ქმედებების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გამოხატულების გაძლიერება. მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. აუცილებელია საკმარისი შარდის გამოყოფის უზრუნველყოფა და თირკმლების და ღვიძლის ფუნქციის გულმოდგინე მონიტორინგი. პაციენტზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან არანაკლებ 4 საათი.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად გამხსნელთან კომპლექტში. ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად უფერო მინის ფლაკონში; 3 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით და 3 ამპულა 2 მლ გამხსნელით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: „ვეგაფარმ ლლპ“, დიდი ბრიტანეთი.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები