ფარინგოსპრეი 20მლ აეროზოლი*

80311
მარაგშია
20.36 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიOleum Calendulae,Hippophaes,Bergamii * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
20.36 

ფარინგოსპრეი
სპრეი

ფარინგოსპრეი ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციაში აღწერილი წესით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით.

შემადგენლობა: მცენარეული ზეთი, ქაცვის ზეთი (Oleum Hippophaes), გულყვითელას ყვავილების ზეთოვანი ექსტრაქტი (Oleum Calendulae) და ბერგამოტის ზეთი (Oleum Bergamii).

მოქმედება და გამოყენების მეთოდი: ფარინგოსპრეი – ზეთების საფუძველზე შემქნილი საშუალება, რომლის შემადგენელი ნატურალური ზეთები ფარავს პირის ღრუს და ყელის ლორწოვან გარსებს. ეს ეხმარება ლორწოვანს ტენიანობის და დრეკადობის შენარჩუნებაში, ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას და ტკივილს, ამცირებს ყელის გამაღიზიანებელ შეგრძნებებს და ხახუნს, ამგვარად აუმჯობესებს ყლაპვის პროცესს.
საშუალება გამოიყენება პირის ღრუს და ყელის ლორწოვანის გაღიზიანების შემცირებისთვის მანიპულაციების შემდეგ ან ანთების შემთხვევაში

 

როგორ გამოიყენება ფარინგოსპრეი

1. შეანჯღრიეთ ფლაკონი

2. ფლაკონი ხელში დაიჭირეთ თქვენკენ მომართული

3. გამომფრქევის ბოლო მიაბრუნეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით 90 გრადუსიანი კუთხით

4. გამომფრქვევი მოათავსეთ პირში, როგორც ნაჩვენებია სურათზე.

5. პირველად ფარინგოსპრეი გააფრქვიეთ პირის ღრუში, გამომფრქვევის თავზე 2-3 ჯერ დაჭერით. ფლაკონი ვერტიკალურად გეჭიროთ! გამომფრქვევის თავზე ერთხელ დაჭერისას იფრქვევა დაახლოებით 200მგ საშუალება.

6. გამოყენების შემდეგ გამომფრქვევის ბოლო ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ და გამომფრქვვის ბოლო დააბრუნეთ საწყის პოზიციაზე.

საშუალება განკუთვნილია ერთი მომხმარებლის მიერ გამოყენებისთვის.

გამოიყენება დღეში 3-ჯერ. უფრო ხანგრძლივი დამფარავი ეფექტისთვის არასასურველია საშუალების ჭამის ან სმის დროს გამოყენება.
საშუალებას იყენებენ დაავადების სიმპტომების გაქრობამდე, თუ სიმპტომები (დისკომფორტის შეგრძნება, ყელში ტკივილი) არ ქრება გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ყურადღება! ტანსაცმელზე მოხვედრისას შეიძლება გაჩნდეს ლაქები.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას: გამოყენება არ შეიძლება პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგია) შემთხვევაში).
დაუშვებელია საშუალების თვალში მოხვედრა! შესაძლებელია 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოვლენილი არ არის ფარინგოსპრეის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვა: მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება მყარად დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე (15 – 25 °C). გამოყენების დაწყების შემდეგ აუცილებელია 3 თვის განმავლობაში მიღება გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გავლის შემდეგ.

მწარმოებელი: შპს «SILVANOLS», კურბადის ქუჩა 2А, რიგა, LV – 1009, ლატვია

www.silvanols.lv

შეფუთვაში: ფლაკონი 20მლ/30მლ მოცულობით, გამომფრქვევით.