კორტინეფი 0.1მგ #20ტ

8037
მარაგშია
10.77 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიFludrocortisonum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
10.77 
კორტინეფი
100მკგ ტაბლეტები

Cortineff
(Fludrocortisoni acetas)

მოქმედი ნივთიერება:
1 ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას:
ფლუდროკორტიზონის აცეტატს 100მკგ
ასევე
დამხმარე ნივთიერებს: ლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, ჟელატინს, მაგნიუმის სტეარატს

შეფუთვა: 20 ტაბლეტი

პასუხისმგებელი პირი
პაბიანიცკის ფარმაცევტული ქარხანა ღს პოლფა
95-200 პაბიანიცე, მარშ. პილსუდსკის. ქ. 5

დანართი ფურცლის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს სამკურნალო პროდუქტი კორტინეფი და რა მიზნით გამოიყენება?
2. სანამ მიიღებთ სამკურნალო პროდუქტ კორტინეფს
3. როგორ მიიღოთ სამკურნალო პროდუქტი კორტინეფი?
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. სამკურნალო პროდუქტის კორტინეფის შენახვის პირობები
6. სხვა აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც ეხება სამკურნალო პროდუქტს კორტინეფი

1. რას წარმოადგენს სამკურნალო პროდუქტი კორტინეფი და რა მიზნით გამოიყენება?
ფლუდროკორტიზონი (ფლუდროკორტიზონის აცეტატი) წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზურ ჰორმონს, ჰიდროკორტიზონის ფტორირებულ წარმოებულს, ძლიერი მინერალოკორტიკოსტეროიდული მოქმედებით (ორგანიზმში ელექტროლიტური წონასწორობის რეგულირება, ძირითადად ნატრიუმის და კალიუმის). ფლუდროკორტიზონი მოქმდებს თირკმლის მილაკების დისტალურ ნაწილზე, ახდენს ნატრიუმის და წყლის უკუშეწოვის პოტენცირებას, ასევე ზრდის კალიუმის და წყალბადის იონების გამოყოფას. ფლუდროკორტიზონს თერაპიულზე მაღალ დოზებში, შეუძლია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის, მკერდუკანა ჯირკვლის აქტივობის, აკტჰ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი), ჰიპოფიზის სეკრეციის დათრგუნვა, ასევე უარყოფითი აზოტოვანი ბალაბსის გამოწვევა.
შიგნით შეყვანის შემდეგ, ფლუდროკორტიზონი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოტრანსფორმირდება ძირითადად ღვიძლში, ხოლო გამოიყოფა შარდით არააქტიური მეტაბოლიტების ფორმით.

მიღების ჩვენებები:
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი და მეორადი უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია ადისონის დაავადების დროს და ნატრიუმის დაკარგვით მიმდინარე ადრენოგენიტალური სინდრომის მკურნალობა.

2. სანამ მიიღებთ სამკურნალო საშუალებას კორტინეფს
სამკურნალო საშუალების კორტინეფის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- მომატებული მგრძნობელობა ფლუდროკორტიზონისადმი, ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტისადმი.
- სისტემური ინფექცია, თუ არ ტარდება სპეციფიური მკურნალობა.

განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა კორტინეფის მიღებისას, რადგან:
ფლოდროკორტიზონის მიღებისას საჭიროა მიღებული მარილის რაოდენობის კონტროლი, არტერიული ჰიპერტენზიის, შეშუპების და სხეულის მასის გაზრდის შესაძლო რისკის გათვალისწინებით. ხანგრძლივი მიღებისას საჭიროა სისხლის შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი.
ორგანიზმში ნატრიუმის შეკავების რისკის გათვალისწინებით, სამკურნალო საშუალება კორტინეფი საჭიროა მიიღოთ მხოლოდ მითითებული ჩვენებებისას.
ფლუდროკორტიზონი უნდა მიიღოთ უმცირესი ეფექტური დოზით დროის მინიმალურად მოკლე პერიოდის განმავლობაში.
ფლუდროკორტიზონის ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფია, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან მრავალი წლის მანძილზე. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კორტიკოსტეროიდების მოხსნა, საჭიროა თანდათანობით და ნელა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარების რისკის გათვალისწინებით. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ სამკურნალო საშუალებას კორტინეფს, მომატებული სტრესული (ტრავმა, ოპერაციული ჩარევა ან დავადების მძიმე მიმდინარეობა) სიტუაციისას, შეიძლება საჭირო გახდეს დამხმარე თერაპია კორტიკოსტეროიდებით, როგორც კორტინეფით მკურნალობის პერიოდში, ასევე შემდგომ წლებში.
ფლუდროკორტიზონმა შეიძლება შეიძლება მოახდინოს ინფექციის სიმპტომების შენიღბვა, ინფექციისადმი წინააღმდეგობის და კერის ლოკალიზაციის შესაძლებლობის დაქვეითება.
პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნური სისტემის დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებს, უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციისადმი, ვიდრე ჯანმრთელი პაციენტები. ჩუტყვავილას, შემომსარტყველ ლიქენს და წითელას შეიძლება ქონდეთ მძიმე მიმდინარეობა კორტიკოსტეროიდების შეყვანის შემდეგ. შეიძლება გამწვავდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა: პნევმონი, ჰეპატიტი და სისხლძარღვებში სისხლის დისემინირებული შედედება. პაციენტებმა, რომელთაც არ გადაუტანიათ ეს დაავდებები, საჭიროა თავი აარიდონ ინფექციის რისკს.

ჩუტყვავილასთან კონტაქტის შემდეგ, ნაჩვენებია იმუნოგლობილინ Varicella zoster (VZIG) შეყვანა პაციენტებში, რომლებიც ამჟამად იღებენ კორტიოსტეროიდებს, ან იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მათ სამი თვის განმავლობაში კონტაქტამდე.
წითელასთან კონტაქტის შემდეგ, საჭიროა იმუნოგლობულინის (IG) შეყვანა.
პაციენტების ვაქცინაცია ცოცხალი ვირუსული ვაქცინებით არ არის რეკომენდირებული ფლუდროკორტიზონით მკურნალობის პერიოდში.
ფლუდროკორტიზონის მიღება სიფრთხილითაა საჭირო პაციენტებში ახლი ნაწლავური ანასტომოზებით, ნაწლავების დივერტიკულებისას, თრომბოფლებიტისას, დაავადებებისას, რომლებსაც ახლავს გამონაყარი.
სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ფლუდროკორტიზონის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში:
ქრონიკული ნეფრიტი ან თირკმლის უკმარისობა, ოსტეოპოროზი (განსაკუთრებით ქალებში პოსტმენოპაუზით), აქტიური პეპტიური წყლული ან რემისიის ფაზაში, მიასთენია, ადგილობრივი ან სისტემური სოკოვანი ინფექციები, ვირუსული ინფექციები, გლაუკომა (ან გლაუკომის ოჯახური ანამნეზი), ჰიპერლიპიდემია (ცხიმების კონცენტრაციის მომატება), ჰიპოალბუმინემია (სისხლში ალბუმინის კონცენტრაციის დაქვეითება).
პაციენტებში აქტიური ტუბერკულოზით, ფლუდროკორტიზონის შეყვანა საჭიროა შეიზღუდოს დისემიირებული ტუბერკულოზის, ან ელვისებური ფორმის შემთხვევებით და მოხდეს მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად.
ფლუდროკორტიზონის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, სტეროიდული მიოპათიით, ეპილეფსიით, თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ასევე მწვავე ფსიქოზით და ფსიქიკური დარღვევებით. ადრე არსებული ემოციური ლაბილობა ან ფსიქოზური მიდრეკილებები შესაძლოა გაძლიერდეს ფლუდროკორტიზონის მიღებისას.
პაციენტებში ჰიპოთირეოზით ან ღვიძლის ციროზით, ფლუდროკორტიზონი მოქმედებს უფრო ძლიერად.
პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, შესაძლებელია მდგომარეობის გაურესება, რაც მოითხოვს ინსულინის მაღალი დოზის გამოყენებას. ფლუდროკორტიზონმა შეიძლება გამოიწვიოს ფარული შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია.  
ქალებში არსებობს არარეგულარული მენსტრუაციის რისკი.
იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალებებისადმი წარსულში დადასტურებული მომატებული მგრძნობელობისას, შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის მძიმე რეაქციები.
პაციენტებმა ჰიპოპროთრომბინემიით საჭიროა გამოიჩინონ სიფრთხილე აცეტილსალიცილის მჟავის და ფლუდროკორტიზონით კომბინირებული მკურნალობისას.
პაციენტმა, რომელიც იტარებს მკურნალობას ფლუდროკორტიზონით, საჭიროა მკაცრად დაიცვას ექიმის რეკომენდაციები.
საჭიროა ექიმის კონსულტაცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მითითებული გაფრთხილებები ეხება სიტუაციებს, რომლებსაც ადგილი ქონდა წარსულში.  

სამკურნალო საშუალება კორტინეფის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან
სამკურნალო საშუალება უნდა გამოიყენოთ საკვების მიღებებს შორის შუალედში.

განსაკუთერებული სიფრთხილის დაცვა პაციენტთა ზოგიერთ ჯგუფში, რომლებიც იღებენ სამკურნალო საშუალებას:

სამკურნალო საშუალება კორტინეფის გამოყენება ბავშვებში
ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებში და ბავშვებში, რომლებიც ხანგრძლივად იტარებენ მკურნალობას ფლუდროკორტიზონით საჭირო დაკვირვება ზრდისა და განვითარების დარღვევებზე.

სამკურნალო საშუალება ცორტინეფის გამოყენება პაციენტებში თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევებით სამკურნალო საშუალების გამოყენება საჭიროა სიფრთხილით.


სამკურნალო საშუალება ცორტინეფის გამოყენა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში -  არ არის მონაცემები.

ორსულობა – ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნებოდა კორტიკოსტეროიდების უარყოფითი გავლენა ორსულობის პერიოდში. კორტიკოსტეროიდები იწვევდნენ სასის გახლეჩვის, ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკს, ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობას. ფლუდროკორტიზონის გამოყენება არ შეიძლება ორსულ ქალებში ფერტილურ ასაკში, როდესაც არ არის უკიდურესი აუცილებლობა. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ პრედეკლამფსიური მდგომარეობა და ორგანიზმში სითხის შეკავება, უნდა იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სამკურნალო საშუალებამ ორსულობის პერიოდში გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის და ახალშობილის თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე საჭიროა მიმართოთ ექიმს.

ძუძუთი კვება. ფლუდროკორტიზონი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა ზრდის შეფერხება, ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების სეკრეციის დათრგუნვა. საჭიროა განისაზღვროს ძუძუთი კვების პერიოდში შეწყდეს ძუძუთი კვება, თუ მოიხსნას სამკურნალო საშუალება მკურნალობის აუცილებლობის გათვალისწინებით.
იმ დედების ბავშვები, რომლებიც ორსულობის პერიოდში, ან ძუძუთი კვების დროს იტარებდნენ მკურნალობას კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით, საჭიროებენ სამედიცინო დაკვირვებას თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომების განვითარების საშიშროების გამო.
სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე საჭიროა მიმართოთ ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არის მონაცემები მფიქომოტორულ შრომისუნარიანობაზე გავლენის შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამკურნალო საშუალება კორტინეფის ზოგიერთ კომპონენტზე:

სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებიც არიან არატოლერანტულები ზოგიერთი შაქრების მიმართ სამკურნალო საშუალების მიღებამდე აუცილებლად უნდა მიმართო ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
საჭიროა აცნობოთ ექიმს ბოლო დროს მიღებული ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, მათ შორის რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
ბარბიტურატები, ეპილეფსიის საწილააღმდეგო პრეპარატები (ფენიტონინი, კარბამაზეპინი), რიფამპიცინი, რიფაბუტინი, პრიმიდონი, ამინოგლუტეთიმიდი, აჩქარებენ კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმს და ამცირებენ მათ მოქმედებას. ფლუდროკორტიზონი ამცირებს პერორალური ჰიპოგლიკემიური პერპარატების და ინსულინის მოქედებას. ფლუდროკორტიზონი ამცირებს შარდმდენი პრეპარატების მოქმედებას, ასევე ახდენს ჰიპოკალიემიის პოტენცირებას (სისხლში კალიუმის იონების კონცენტრაციის შემცირება).
ფლუდროკორტიზონის ანტიკოაგულანტებთან, კუმარინის წარმოებულებთან, ინდადიონთან, ჰეპარინთან, სტრეპტოკინაზასთან, უროკინაზასთან ერთად მიღება ამცირებს (ზოგ პაციენტში ზრდის) მოცემული სამკურნალო საშულაებების მოქმედების ეფექტურობას. დოზა უნდა დადგინდეს პროთრომბინის დროის განსაზღვრის საფუძველზე.
ფლუდროკორტიზონის და აასს-ს ერთდროული გამოყენება, ასევე აცეტილსალიცილის მჟავის, ზრდის წყლულოვანი დაავადების და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკს. ფლუდროკორტიზონი ახდენს ორგანიზმში ნატრიუმის დაგროვების პოტენცირებას, იწვევს შეშუპებებს, არტერიული წნევის მომატებას. შესაძლოა საჭირო გახდეს დიეტაში ნატრიუმის შეზღუდვა.
ანტიჰისტამუნური პრეპარატები ასუსტებენ ფლუდროკორტიზონის მოქმედებას.
ანაბოლური სტეროიდების, ანდროგენების და ფლუდროკორტიზონის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეშუპება და ფერიმჭამელები.
ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები ახდენენ ფლუდროკორტიზონის მოქმედების პოტენცირებას. ცოცხალი ვირუსების შემცველი ვაქცინების და გლუკოკორტიკოსტეროიდების იმუნოდეპრესიული დოზების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ვირუსული დაავადებები და დაქვეითდეს ვაქცინის ეფექტურობა.

3. როგორ გამოვიყენოთ სამკურნალო საშუალება კორტინეფი
სამკურნალო საშუალება გამოიყენება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში საჭიროა მიამართოთ ექიმს.
სამკურნალო საშუალება კორტინეფის მიღებისას დოზების შერჩევა საჭიროა ინდივიდუალურად, დაავადების ტიპის და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის შესაბამისად. მკურნალობის პერიოდში შესაძლოა აუცილებელი იყოს დოზის შეცვლა, დაავადების მიმდინარეობიდან, ან სტრესული სიტუაციიდან გამომდინარე როგორიცაა ოპერაციული ჩარევა, ტრამვა, ინფექცია.
ჩვეულებრივ გამოიყენება 100-300მკგ დღეღამეში, ან 200-300მკგ ყოველ მეორე, ან მესამე დღეს.
ტაბლეტების გაყოფა საჭირო არ არის.
თუ ჩნდება ეჭვი, რომ სამკურნალო საშუალება კორტინეფის მოქმედება ძალიან ძლიერეია, ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს.

სამკურნალო საშუალება კორტინეფის რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში:

საჭიროა სამკურნალო საშუალების მოხსნა და დაუყოვნებლივ ექიმისათვის მიმართვა. გამოიყენება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. საჭიროა განიხილოს კალიუმის ქლორიდის შეყვანის და დიეტაში ნატრიუმის შეზღუდვის საკითხი. დოზის გადაჭარბება შეიძლება თავიდან იქნას აცილებული სისხლის შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის მონიტორინგით.
სამკურნალო საშუალების რეკომენდირებულზე მეტი დოზით მიღებისას საჭიროა დაუყუვნებლივ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სამკურნალო საშუალება კორტინეფის დოზის მიღება
საჭიროა სამკურნალო საშუალების მიღება რაც შეიძლება სწრაფად, თუ ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზის მიღება საჭირო არ არის. არ არის საჭირო სამკურნალო საშუალების ორი დოზის მიღება ერთ მიღებაზე.
არ არის საჭირო ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით.

სამკურნალო საშუალება კორტინეფით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს:
ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობის განვითარება, ჰიპოტენზია და სიკვდილი. შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომის შემდეგი სიმპტომები: ცხელება, მიალგია და ართრალგია, ცუდი თვითგრძობა, რინიტი, კონიუქტივიტი, ქავანა გამაგრებებები და სხეულის მასის დაქვეითება. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ დასტურდება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, კორტინეფმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ფლუდროკორტიზონმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის სიმპტომები და შეამციროს მათი გამოვლენა, დააქვეითოს წინააღმდეგობა ინფექციისადმი და მისი ლოკალიზაციის უნარი.
გერდითი მოვლენების უმრავლესობა დაკავშირებულია ფლუდროკორტიზონის მოქმედების მექანიზმთან. მათ მიუეკუთვნება წყალ-ელექტროლიტური დარღვევები: ორგანიზმში ნატრიუმის და სითხის შეკავება, შეშუპებები, სისხლის მომოქცევის უკმარისობა, კალიუმის დაკარგვა, გულის არითმიები, ან ცვლილებები ეკგ-ზე, რომელიც დაკავშირებულია კალიუმის უკმარისობასთან, ლიპოკალემიური ალკალოზი, კალიუმის გამოყოფის მომატება და არტერიული ჰიპერტენზია.
გლუდროკორტიზონის არახანგრძლივი მიღება სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად მხოლოდ სპორადიულად იწვევს გვერდითი მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია ნახშირწყლების მეტაბოლიზმის გავლენასთან. ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, პირველ რიგში ეხება პაციენტებს, რომლებიც ფლუდროკორტიზოს იღებენ ხანგრძლივად, ან სხვა კორტიკოსტეროიდებთან ერთად.
1. ჩოჩხ-კუნთოვანი სისტემა:
კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია, კუნთების მასის დაკარგვა, ოსტეოპოროზი, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, თეძოს ძვლის თავის და მხრის ძვლის ასეპტიური ნეკროზი, ლულოვანი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები.
2. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
დისპეპსია, პეპტიური წყლული პერფორაციის და სისხლდენის შესაძლებლობით, მსხვილი და/ან წვრილი ნაწლავის პერფორაცია, განსაკუთრებით პაციენტებში ნაწლავის ანთებითი დაავადებებით, პანკრეატიტით, მეტეორიზმით, წყლულოვანი ეზოფაგიტით, კანდიდოზებით.
3. დერმატოლოგიური დარღვევები:
ჭრილობების შეხორცების შენელება, კანის განლევა, პეტექიები და ჰემორაგიები, ერითემა, ოფლიანობის მომატება, პურპურა, კანის ატროფიული ხაზები, ჰიპერტრიქოზი (ჰირსუტიზმი), ფერიმჭამელაბი, კანის გამოვლინებები, წითელი მგლურას თანმხლები ცვლილებები, კნის ტესტების რეაქციის დაქვეითება.
4. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ეიფორია, პიროვნული დარღვევები, დეპრესია, უძილობა, კრუნჩხვები, ქალას შიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპებით (ცრუ შეშუპება-ჩვეულებრივ პრეპარატის უეცარი მოხსნის შემდეგ), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ნევრიტი, ან უჩვეულო ტაქტილური შეგრძნებები (ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ჩხვლეტა, წვა), ფსიქოზის სიმპტომების გაძლიერება, ეპილეფსია.
5. ენდოკრინოლოგიური დარღვევები:
არარეგულარული მენსტრუაცია, ან მისი არარსებობა, კუშინგის სინდრომი, ბავშვებში ზრდის შეჩერება, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის და ჰიპოფიზის მეორადი უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში (ავადმყოფობა, ტრავმა, ოპერაციული ჩარევა), ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, მანიფესტირებული შაქრიანი დიაბეტი და ინსულინისადმი და ჰიპოგლიკემიური პრეპარატებისადმი მომატებული მოთხოვნილება პაციენტებში მანიფესტირებული დიაბეტით, სხეულის მასის მომატება. უარყოფითი ცილოვანი და კალციუმის ბალანსი. მადის მომატება.
6. დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:
უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, თვალის შიდაწნევის მომატება, გლაუკომა, ეგზოფთალმი, რქოვანას, ან სკლერის გათხელება, თვალის დაავადებების გამწყვავება, რომელიც გამოწვეულია სოკოვანი, ან ვირუსული ინფექციებით.
7. სხვა:
ნეკროზული ვასკულიტი, ან ლიმფანგიტი, თრომბოფლებიტი და თრომბოარტერიიტი, ლეიკოციტოზი, უძილობა, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ოსტეოპოროზის რისკი, რომელიც დაკავშირებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ მიღებასთან შეიძლება შემსუბუქდეს კალციუმის და ვიტამინი D შეუვანით, ან სპეციალური ფიზიკური ვარჯიშებით, თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა ამის შესაძლებლობას.
ზოგიერთ პირს სამკურნალო საშუალება კორნიტეფის მიღებისას შეიძლება განუვითარდეს სხვა გვერდითი მოვლენები.
სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დანართ ფურცელში მიმართეთ ექიმს.

5. სამკურნალო საშუალების კორტინეფის შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მოუწვდომელ და დაფარულ ადგილას.
არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება კორტინეფი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამკურნალო საშუალება შეინახეთ 25ºC-მდე ტემპერატურის პირობებში სინათლისაგან დაცულ ადგილას.

6. დამატებითი ინფორმაცია
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების მიზნით საჭიროა მიმართოთ პასუხისმგებელი პირის წარმომადგენელს.

პაბიანიცკის ფარმაცევტული ქარხანა ღს პოლფა
95-200 პაბიანიცე, მარშ. პილსუდსკის. ქ. 5
ტელეფონი: (0-42) 225 05 55

მსგავსი პროდუქტები