ჰეელი-ვალერიანოჰელი 30მლ ფლ

80612
არ არის მარაგში
35.26 
ფარმაკოლოგიური ჯგუფისედატიური პრეპარატები ჯენერიკიValerianaheel გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
35.26 
ვალერიანაჰელი
Valerianaheel
 
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ ან 100 მლ.

100 გ (110 მლ) შეიცავს: Valeriana Q _ 65 g, Lupulus Q, Crataegus Q, Hypericum D1 _ შესაბამისად 5 გ, Melissa Q _ 3 g, Chamomilla Q, Avena sativa Q _ შესაბამისად 2 გ, Acidum picrinicum D5 _ 10 g; Kalium bromatum D1, Ammonium bro¬matum D1, Natrium bromatum D1 _ შესაბამისად 1 გ.

ჩვენებები
დამამშვიდებელი საშუალება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიული მდგომარეობებისას.

მიღების წესები და დოზები

ჩვეულებრივ - 15 წვეთი 3-ჯერ დღეში. საღამოს, ძლიერი აგზნების ან უძილობის შემთხვევაში 25 წვეთი. ჩვილებში 2 წლამდე 3 წვეთი 3-ჯერ დღეში. 2-დან 6 წლამდე - 5 წვეთი, 6-დან 12 წლამდე - 10 წვეთი

გვერდითი მოვლენები

არ გააჩნია.

უკუჩვენება

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები
მოქმედებს დამამშვიდებლად, არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უშიშროებაზე.
Valerianaheel ინიშნება როგორც ბრომის შემცველი (3:1000) მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება, შიშის, მოუსვენარი მდგომარეობის, ტკივილის და ბავშვებში კბილების ამოჭრის დროს, სხვადასხვაგვარი უძილობისას, მ.შ., რაიმე დაავადებით გამოწვეული უძილობისას; კლიმაქტერიული ნევროზებისას უძილობის თანხლებით (Cralonin და Klimaktheel- თან ერთად).
პრეპარატი ნაჩვენებია, აგრეთვე, უძილობით მიმდინარე ცხელების და მწვავე ინფექციური დაავადებისას (Gripp-Heel, Bryaconeel, Traumeel S- თან ერთად).
პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება მძიმე ნარკოტიკული ან ტოქსიკური გვერდითი ეფექტები. იგი დამამშვიდებლად მოქმედებს და არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უშიშროებაზე.
Valerianaheel- ის მოქმედება შეიძლება გაძლიერებულ იქნეს სხვა ნაჩვენები ბიოლოგიური პრეპარატებით, მაგ., _ Nux vomica-Homaccord, Hepeel _ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შედეგად გამოწვეული უძილობისას (მჟავების მომატებული გამოყოფისას ღამის 2-დან 6 საათამდე, შემდგომი დაღლილობით დილით – გამოღვიძების შემდეგ).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Biologische Heilmittel Heel GmbH

გერმანია
მსგავსი პროდუქტები