დიასტოპი 200მლ #1ფლ

80616
მარაგშია
5.45 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები ჯენერიკიExtr.Thymi,Origanum,Plantago,Equisetum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
5.45 

დიასტოპი

რით გამოირჩევა დიაბეტის საწინააღმდეგო და პარასამკურნალო მცენარული ნაყენი დიასტოპი სხვა ანალოგიური საშუალებებისგან, ანუ რატომ გირჩევთ მის გამოყენებას !?

დიასტოპი წარმოადგენს ორგანიზმის გამაჯანსაღებელ 100%-იან ნატურალურ, სამკურნალო მცენარეთა ნაყენს,
რომელიც მოწოდებულია დიაბეტის სამკურნალოდ.
დღეს სააფთიაქო ქსელში ანალოგიური დანიშნულების უამრავი იმპორტული მედიკამენტია, რომელთა უმეტესობა დაბალი თერაპიული მოქმედებითა და მრავალი არასასურველი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.
სინთეზური ქიმიის მედიკამენტებისაგან განსხვავებით მცენარეულ დიასტოპს ახასიათებს შემდეგი თვისებები:
1. 
მასში შემავალი სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა წვენები მოქმედებს ანტისეპტიკურად, აჯანსაღებს სისხლის შემადგენლობას, არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას, დადებითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, ხელს უწყობს ინსულინის ოპტიმალური ოდენობით გამომუშავებას. გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები , არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, გააჩნია მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედება . დიასტოპის სისტემატიური მიღებით უმჯობესდება კუჭის მოქმედება, ძილი.

2.
დიასტოპი თავისი ნატურალური, მცენარეული შემცველობის გამო მისაღებია როგორც პირველი ტიპის(A), ისევე მეორე ტიპის (B) დიაბეტით დაავადებულთათვის, მიუხედავად იმისა ინსულინის გარედან მიღებაზე არის თუ არა დამოკდებული ორგანიზმი. ის შესაძლებელია დაინიშნოს კომბინაციაში სხვა დიაბეტის სამკურნალო ქიმიურ მედიკამენტებთან ერთად და არ უშლის ხელს ქიმიური მედიკამენტების კარგი თერაპიული ეფექტის გამოვლენას, პირიქით ეხმარება ორგანიზმის გამოჯანმრთელებას, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას,ქიმიური მედიკამენტების მიღების გამო მავნე გვერდითი მოვლენების ალაგებას და სისხლში შაქრის შემცველობის დარეგულირებას. მცენარეული დიასტოპი შეგიძლიათ პარალელურად გამოიყენოთ ქიმიურ მედიკამენტებთან ერთად, როგორც დამხმარე და კარგი პროფილაქტიკური საშუალება.

3. დიასტოპში შედის ისეთი მაღალი თერაპიული მოქმედების სამკურნალო მცენარეთა წვენები როგორიცაა: მრავალძარღვა, შვიტა, თავშავა, ბეგქონდარა და სხვა. იგი მეტად ადვილი და პრაქტიკული მისაღებია: 
დიასტოპი არ ინიშნება 12 წლამდე ბავშვებისთვის .
მოზარდებისა და მოზრდილებისთვის:
ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ.) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ.) და მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3–ჯერ.
პაციენტებს ვურჩევთ მკურნალობის ერთ ან ორ თვიან უწყვეტ კურსს, შესაძლებელია ორ კვირიანი შესვენების შემდეგ კურსის ისევ განახლება.
4. 
როგორც მკურნალობის პროცესში, ისე საზოგადოდ პაციენტისთვის სასარგებლოა თუკი საკუთარი კვების რაციონიდან ამოიღებს ზედმეტად დაშაქრულ, მწუთხე და მწარე საჭმელებს; მოერიდება ყავის ხშირ მიღებას, სიგარეტს, ალკოჰოლს, რადგანაც ისინი ხშირად ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და მრავალ ქრონიკულ დაავადებათა გამომწვევნი არიან.
უკუჩვენება:
დიასტოპის მიღება არ შეიძლება,როდესაც გახასიათებთ დაბალი წნევა, ალერგიულობა, კენჭოვანი დაავადებები,ასევე ორსულობის,ძუძუთი კვების და მენსტრუაციის დროს.
ასევე დიასტოპი არ შეიძლება რომ მიიღოს იმ პაციენტებმა, რომლებსაც გადატანილი აქვთ: ინფაქტი, ინსულტი დამბლითა და კრიზისული გაჟონვებით, ოპერაციები თავის ტვინზე და გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე, აქვთ ეპილეფსია, კრუნჩხვები, ყოფილან კომაში.....რადგანაც ამგვარი მძიმე კატეგორიის ავადმყოფები საჭიროებენ ექიმის მუდმივ მკაცრ ზედამხედველობას.
მცენარეული დიასტოპი საუკეთესო არჩევანია განსხვავებით სინთეზურ–ქიმიური მედიკამენტებისაგან, რომელთა ჯამრთელობაზე არასასურველი გვერდითი ზემოქმედება ფართოდ არის ცნობილი.
გამოიყენეთ პარასამკურნალო საშუალება მცენარეული დიასტოპი და გვერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით!

მსგავსი პროდუქტები