სიმფენოლი 40მგ/მლ 30მლ წვეთ.

80652
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები ჯენერიკიSimethicone+Oleum Anethum+Oleum Foenicul გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

სიმფენოლი 40მგ/მლ 30მლ წვეთები

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): simethicone
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: BION Corporation
  • მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • გამოშვების ფორმა: 30მლ წვეთები მინის ფლაკონში დოზირებული პიპეტით
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სიმფენოლის წვეთები გამოიყენება ბავშვთა კოლიკის, სპაზმური ტკივილისა და შებერილობის დროს

შემადგენლობა: ყოველი 1 მლ(დაახლოებით 15 წვეთი) შეიცავს:

სიმეთიკონი ....................... 40 მგ

კამის ზეთი .................. 0,005 მლ

ცერეცოს ზეთი .......... 0,0007 მლ

მოქმედების მექაზნიზმი:

სიმფენოლი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც აფერხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირთა წარმოქმნას, ამცირებს უკვე წარმოქმნილი აიროვანი ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას საკვებ მასასა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანში. ახდენს დიდი აიროვან-ლორწოვანი კონგლომერატების წარმოქმნის პრევენციას, რომლებიც ახდენენ ნაწლავის კედელზე ზეწოლასა და ტკივილის წარმოქმნას. ამცირებს კუჭ-ნაწლავის გლუვი კუნთების სპაზმს. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას და ხელს უწყობს დადებითი მიკრობიოტის ჩამოყალიბებას. სიმფენოლი არ შეიწოვება ორგანიზმში და შესაბამისად არ გააჩნია ორგანიზმზე მავნე ზემოქმედება.

ჩვენება:

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნებისმიერი გენეზით წარმოქმნილი აირების დაგროვების სიმპტომური მკურნალობა (მეტეორიზმი, აეროფაგია, ფლატულენცია)

• ნაწლავური კოლიკა

• ყაბზობა

• პოსტოპერაციული მეტეორიზმი

• გასტროკარდიული სინდრომი

• მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოების მომზადება დიაგნოსტიკური კვლევისათვის (რენტგენოგრაფია, სონოგრაფია, გასტროსკოპია და დუოდენოსკოპია –ქაფის წარმოქმნის პროფილაქტიკა)

• კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღებად

• ქაფისჩამქრობი საშუალების სახით დეტერგენტებით მწვავე მოწამვლის დროს.

გამოშვების ფორმა:

წვეთები 30 მლ, მინის ბოთლი  დოზირებულ პიპეტთან ერთად და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

დოზირების რეჟიმი: 

6  თვემდე ბავშვებში: 0,5-1,0 მლ დღეში 2 ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე

6  დან 12 თვემდე ბავშვებში: 0,5-1,0 მლ დღეში  4 ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე

1  წლიდან  ბავშვებში: 1,3 მლ დღეში  4 ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე

მოხმარების წესი:
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. სიმფენოლი მიიღება შიგნით, ძირითადად კვებამდე ან უშუალოდ კვების შემდგომ და ძილის წინ, ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ზედმიწევნით შეასრულეთ შეფუთვაზე მითითებული ყველა  ინსტრუქცია. პრეპარატის გამოყენებასთან  დაკავშრებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.  მოათავსეთ პიპეტი ფლაკონში და აავსეთ პრეპარატის სასურველი დოზით და შემდგომ ნელა შეიყვანეთ სითხე ბავშვის პირის ღრუში. საჭროების შემთხვევაში, შესაძლებელია  სიმფენოლის წყალში, წვენში ან ბავშვთა კვებაში გახსნა. ზუსტი დოზირება დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და წონაზე.

გვერდითი ეფექტები
სიმფენოლის მოხმარებისას გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა. მოახსენეთ ექიმს თუ სიმფენოლის მოხმარებისას გამოვლინდება ნებისმიერი ფორმის არასასიამოვნო შეგრძნება. მოცემულ პროდუქტთან დაკავშრებული სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქციის აღმოცენებისას, მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ და გრილ ადგილას 5°C - 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან.

სიფრთხილის ზომები
შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა. პრეპარატი ვარგისია გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.

მსგავსი პროდუქტები