საოცინ-D 5გ თვ/მალამო

80794
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიამინოგლიკოზიდების ჯგუფი ჯენერიკიDexamethasone+Neomycine გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

საოცინ-D თვალის მალამოს დამტკიცებული მონაცემები

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა აქტიურ ინგრედიენტებში

1 გ შეიცავს 0,55 გ დექსამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატს (Sეესაბამება 0,50 მგ დექსამეთაზონის ფოსფატს), 7,88 მგ (5378 სე) ნეომიცინის სულფატს (შეესაბამება 5,69 მგ ნეომიცინს).

თერაპიული ჩვენებები

ბლეფარიტის მკურნალობა (პალპებრიტი), კონიუნქტივიტი და კერატიტი. მკურნალობა უცხო სხეულის შეღწევის შემდეგ და აბსტრაქციის შემდეგ. თვალის ალერგიული და არაინფექციური გაღიზიანება ინფექციის ალბათობით.

დოზირება და მიღების წესი

მალამოს 1 სმ დღეში 2-4-ჯერ, ქვედა კონიუნქტივალურ ტომარაში.

არასასურველი ეფექტები

შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა და შედეგად, მხედველობის ნერვის დაზიანება, მხედველობის არის დეფექტები და მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, თვალის კაკლის პერფორაცია, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის წარმოქმნა.

ჰიპერგლიემია და გლიკოზურია (დიაბეტოგენური მოქმედება) შეიძლება განვითარდეს საოჯახო ანამნეზშi დიაბეტის არსებობისას. შეიძლება განვითარდეს ნატრიუმისა და წყლის შეკავება შემდგომში შეშუპებით და ჰიპერტენზიით (უმარილო კვების რეჟიმი), აზოტისა და კალციუმის ნეგატიური ბალანსი სისხლის ცილების დაკარგვის შედეგად და ოსტეოპოროზი.

შეიძლება განვითარდეს კალიუმის ელიმინაცია ჰიპოკალიემიური ალკალოზის შემდეგ (საოცინ-D-ს ხანგრძლივი გამოყენებისას მიღებული უნდა იყოს KCI).

შეიძლება გამოიწვიოს ჰირსუტიზმი და აკნეს სინდრომი. ქუშინგის სინდრომი შეიძლება განვითარდეს გრძელვადიანი მკურნალობისას. შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება.

შეიძლება აღინიშნოს შეხორცების შეფერხება ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის ატროფია ადრენოკორტიკოტროფინის ჰორმონის სეკრეციის ინჰიბირების შედეგად. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გამოყენების თანდათან შეწყვეტა მკურნალობის შეწყვეტისას. პირველ რიგში უნდა შეწყდეს ღამით პრეპარატის დოზის მიღება (ჰიპოთალამუსის-ჰიპოფიზის-ადრენული ჯირკვლების ღერძის ფუნქციის რეაბილიტაია). შეიძლება აღინიშნოს ზრდის შეფერხება. შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტი ან გასტრიტის გამწვავება, გასტროეზოფაგიტის გართულება და სხვა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და პოლიციტემიის შემთხვევებში.

ხანგრძლივი გამოყენებისას ხშირად უნდა შემოწმდეს თვალის შიდა წნევა.

სიხშირე ცნობილი არ არის

ჰორმონული პრობლემები: სხეულზე ჭარბი თმის ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე, სხეულის კანზე მეწამულისფერი გრძელი ნიშნები, მომატებული არტერიული წნევა, მენსტრუაციული ციკლის არარსებობა ან არარეგულარობა, ორგანიზმში ცილებისა კალციუმის დონეების ცვლილებები, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება და სახისა და სხეულის შეშუპება და წონაში მონატება (ქუშინგის სინდრომი) (იხ. პუქნტი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

სიხშირე ცნობილი არ არის

მხედველობის დაბინდვა (იხილეთ აგრეთვე „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

სიფრთხილის ზომები

უკუნაჩვენებია სოკოვანი ინფექციების, ვირუსული ინფექციები, თვალის ტუბერკულოზის, ჩირქოვანი ინფექციების დროს, ნივთიერებების დაკარგვით გამოწვეული დაზიანებებისას, კონიუნქტივას წყლულის, გლაუკომის დროს. უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ თვეებში (გარდა ედისონის დაავადების მკურნალობის ჩამანაცვლებელი თერაპიისა და თანდაყოლილი ადრენული ჰიპერპლაზიისა).

უკუნაჩვენებია თირკმლის დაავადების შემთხვევებში, გარდა ნეფროზისა. ფსიქოზის და ფსიქოზისადმი წინასწარ განწყობისას, ტუბერკულოზის (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა), ინფექციური დაავადებების (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა), სისხლდენის (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) დროს, უკუჩვენებებისას თვალებში გამოყენებისათვის და როდესაც თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდები ვაქცინაციის დროს. კორტიკოსტეროიდები უკუნაჩვენებია მარტივი ჰერპესის დროს. შეიძლება გამოიწვიონ კატარაქტა და თვალის შიდა წნევის მომატება ქუთუთოებზე გამოყენებისას (შეიძლება ცრუ სურათის მიღება ტვინის სიმსივნისას). კორტიკოსტეროიდები უკუნაჩვენებია მარტივი ჰერპესით გამოწვეული მწვავე კერატიტის, ჩუტყვავილის დროს და კორტიკოსტეროიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევებში.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა შეშუპება და წონაში მომატება ტანისა და სახის მიდამოებში, ვინაიდან ეს ნიშნები არის ქუშინგის სინდრომის პირველი გამოვლინებები. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს <პროდუქტით> გრძელვადიანი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. გაესაუბრეთ ექიმს, ვიდრე თავად შეწყვეტთ მკურნალობას. ეს რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებსა და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატით რიტონავირი ან კობიცისტატი.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამჟამად იღებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, ვინაიდან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლში დექსამეთაზონის რაოდენობა.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის დარღვევები.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 250C-ზე.

მზა პროდუქტის შენახვის ვადა: 24 თვე

შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 4 კვირა.

მწარმოებელი

FARMIGEA SpA, იტალია

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

PHARMEX S.A.

132, კიფისო ავე., 12131 პერისტერი, საბერძნეთი.

ტელ: 210 5199200, ფაქსი: 210 5144279.