კარნიფოლი 10მლ #10ფლ

81275
-29%
არ არის მარაგში
39.90 
28.52 
დანაზოგი: 11.38 ₾ (29%)
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანაბოლური საშუალებები ჯენერიკიL-Carnitini,Acetil-L-Carnitin,Vit.B9 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
39.90 
28.52 
დანაზოგი: 11.38 ₾ (29%)

კარნიფოლი

 

შემადგენლობა

ლ-კარნიტინი

აცეტილ ლ-კარნიტინი

ფოლიუმის მჟავა

ჩვენებები

საკვები დანამატი ლ-კარნიტინის, აცეტილ  ლ -კარნიტინის და

ფოლიუმს მჭავის შემცვლელობით. ფოლიუმის მჭავა ამცირებს დაღლილობას და მოთენთილობას.

თვისებები

ლ-კარნიტინი და აცეტილ -კარნიტინი

კარნიტინი წარმოადგენს ამინომჟავას წარმოებულს, რომელიც აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების ბეტა-დაჟანგვის პროცესისათვის და შემდგომ ენერგიის გამოსაყოფად.

კარნიტინის აცეტილირებული ფორმა (აცეტილ-L-კარნიტინი) ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით.

ენერგიის პროდუქციისთვის გულს განსაკუთრებულად ესაჭიროება ცხიმოვანი მჟავები და ვინაიდან მას თავად არ შეუძლია კარნიტინის სინთეზირება, მისი ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია ამ ნივთიერების მიწოდებაზე.

კარნიტინი არა მარტო ზრდის ცხიმოვანი მჟავების უფრო ეფექტურად მოხმარებას და ენერგიის გამომუშავებას,  ის აგრეთვე ხელს უშლის  ტოქსიური მეტაბოლიტების წარმოებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჯრედის მემბრანის დაზიანება.

ამ მეტაბოლიტებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირება, რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს არითმიები და გულის ქსოვილის სიკვდილი.

კვლევების შედეგად დადასტურებულია კარნიტინის ეფექტურობა რიგ კარდიოვასკულარულ დაავადების თერაპიაში, ისეთების როგორებიცაა სტენოკარდია და მასთან დაკავშირებული არითმიები,  მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის უკმარისობის შემდგომი რეაბილიტაცია.

გარდა გულის დამცავი მოქმედებისა,  L -კარნიტინს შეუძლია შეამციროს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონე, გაზარდოს მაღალი სიმკრივის ლიპოპროტეინების დონე და წინ აღუდგეს ოქსიდაციურ პროცესებს.

ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა, იგივე ვიტამინი B9 წარმოადგენს B ჯგუფის წყალში ხსნად ვიტამინს და აუცილებელია ბიოსინთეზის ყველა რეაქციისათვის, ისევე როგორც დნმ-ის აღდგენა და მეთილირებისთვის. ფოლიუმის მჟავას შეუძლია შეამციროს გულის შეტევის განვითარების სიხშირე და სასარგებლოა პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების შემთხვევაში.

გამოყენება

რეკომენდებული დოზა შეადგენს ნახევარ ფლაკონს დღეში (იხ. გამყოფი ზოლი ფლაკონზე)

უკუჩვენებები

მოცემული პროდუქტის გმოყენებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

მოერიდეთ მის გამოყენებას მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ არსებული მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

გაფრთხილება

შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებული დოზა. დანამატები არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ბალანსირებული კვების რაციონის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გადაჭარბებულმა  დოზამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო მოქმედება.

შენახვა

ინახება გრილ და მშრალ,  მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ  შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის პერიოდის ამოწურვამდე.

შეფუთვა

10 მლ მოცულობის #10 ფლაკონი.

არ შეიცავს გლუტენს, გკუკოზას და ლაქტოზას.