ოპტიკოლი GL0.3% 0.35მლ#30თ/ნებ

81320
მარაგშია
55.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიოფთალმოლოგიური ადგილობრივი მოქმედების სხვადასხვა ხსნარები ჯენერიკიNatrii hyaluronatum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
55.00 

ოპტიკოლ GL (ერთჯერადი კონტეინერი 30 x 0.35 მლ.)

ნატრიუმის ჰიალურონატი 0.3%

თვალის წვეთები

აღწერა

ოპტიკოლ GL ქმნის სტერილურ, უკონსერვანტო, ელასტოვისკოზურ დამცავ აპკს რქოვანასათვის. ოპტიკოლ GL შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს-ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილს, რომელიც თავისი თვისებებიდან გამომდინარე  უზრუნველყოფს თანაბარი, მყარი და ხანგრძლივად შენარჩუნებული დამცავი ფენის შექმნას თვალის ეპითელურ გარსზე, მხედველობის გაუარესების გარეშე.

შედეგად, ოპტიკოლ GL ხანგრძლივი დროით ხსნის იმ დისკომფორტს, რომელიც ასოცირებულია:

– მექანიკურ სტრესთან: მაგ.: მყარი და რბილი კონტაქტური ლინზებით სარგებლობის დროს, დიაგნოსტიკური პროცედურების საჭიროებისას ოფთალმოლოგიაში.

– გარემო ფაქტორებთან, მაგ.:კონდიცირებული ჰაერი, ქარი, სიცივე, გამომშრალი ან სიგარეტის კვმლით გაჟღენთილი ჰაერი და ა.შ.

- მხედველობის გადაძბვასთან ხანგრძლივი მუშაობის დროს, მაგ.: კომპიტერულ ტექნიკასთან, მიკროსკოპებთან ან ავტომობილის დიდხანს მართვის დროს.

უკონსერვანტო ოპტიკოლ GL კარგად გადაიტანება ხანგრძლივი გამოყენების დროს.

ოპტიკოლ GL კომფორტულია იმ პირებისთვის, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს იყენებენ, რადგან აღნიშნული წვეთების გამოყენება არ საჭიროებს  ლინზის მოხსნას.

გამოყენების წესი და დოზირება

გამოაცალკავეთ ერთი კონტეინერი და დარწმუნდით, რომ არ არის დაზიანებული.

კონტეინერის გასახსნელად, მოატრიალეთ ბრტყელი ბოლო (არ გამოქაჩოთ).

ოდნავ გადახარეთ თავი უკან, იყურეთ ზემოთ, ნაზად ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი კონიუნქტივის პარკში 3-5 ჯერ დღეში.

დახურეთ თვალი ფრთხილად, რომ ხსნარი თანაბრად გადანაწილდეს თვალის ზედაპირზე.

წამლის გამოყენების მიუხედავად, თუ ჩივილები რჩება ან უარესდება, კონსულტაციისათვის მიმართეთ ოფთალმოლოგს!

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: ნატრიუმის ჰიალურონატს (0.30%), ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის მონოფოსფატს, ნატრიუმის დიფოსფატს, საინექციო წყალს.

შეფუთვა

კომერციული ერთეული: ერთჯერადი კონტეინერები, 30 x 0.35 მლ.

სიფრთხილის ზომები

  • არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ერთჯერადი კონტეინერი დაზიანებულია.
  • არ შეახოთ თვალს ერთჯერადი კონტეინერი.
  • არ გამოიყენოთ, თუ ხართ ალერგიული წამლის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • ოპტიკოლ GL არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის;
  • თუ სხვა თვალის წვეთები და/ან მალამო გაქვთ დანიშნული, დაიცადეთ დაახლოებით 15 წუთი მათი გამოყენების შემდეგ და ბოლოს ჩაიწვეთეთ ოპტიკოლ GL.
  • არ გამოიყენოთ ინფიცირებულ ან დაზიანებულ თვალში.
  • მხედველობის გარდამავალი დაბინდვა შეიძლება აღინიშნოს ოპტიკოლ GL-ის ჩაწვეთების შემდეგ, ამ პერიოდში არ მართოთ ავტომობილი, სხვა სამექანიზაციო ტექნიკა და დაელოდეთ მხედველობის სრულ აღდგენას.
  • არ გამოიყენოთ ოპტიკოლ  GL ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ერთჯერად კონტეინერზე და კოლოფზე.
  • ოპტიკოლ GL შეიცავს ბუფერულ ფოსფატს. ხანგრძლივად გამოყენების და რქოვანას ფუნქციონალური დარღვევების დროს, ოპტიკოლ GL-მა შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის მარილების პრეციპიტატების გაჩენა რქოვანაში.

შენახვის წესი

შეინახეთ 2°C - 25 °C-ზე. არ გაყინოთ. შეინახეთ კონტეინერები თავისივე კოლოფში, რომ სინათლისაგან იყოს დაცული

მწარმოებელი:

Penta Arzneimittel GmbH

Werksstrasse 3

92551 Stulln

გერმანია

Laboratório Edol Produtos Farmacêuticos S.A.-სთვის

Av. 25 de Abril, 6-6A

2795-225 Linda-a-Velha

პორტუგალია

აღნიშნული ფურცელი-დანართი ბოლოს შემოწმდა: 2016/02.