ნიუდა ტილების საწინააღმდეგო სპრეი 50მლ
ნიუდა®
აღწერა:
ჰომოგენური, ბლანტი კონსისტენციის ზეთი, ოდნავ მოყვითალო, სპეციფიკური სუნით, სპრეის სახით.
შემადგენლობა:
ორფაზიანი დიმეტეკონი (92%), საშუალო ჯაჭვური ტრიგლიცერიდები, ჟოჟობას ცვილი, არომატები.
დანიშნულება
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის!
პრეპარატი ნიუდა® მოქმედების ფიზიკური პრინციპით თავის ტილების, მათი ლარვებისა და წილების გადანდურებისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.
გამოყენების წესი
პრეპარატის გამოყენების წინ შუშის ფლაკონს მოარგეთ საფრქვეველი. სპრეის გამოყენებისას ფლაკონი ყოველთვის ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა დაიკავოთ.
ნიუდას® ხარჯის ნორმა ერთი ადამიანის თავზე შეადგენს ფლაკონის ნახევარს ან ერთ ფლაკონს მწერებით დასნებოვნების, თმის სიგრძისა და სიხშირის მიხედვით.
1. საგულდაგულოდ გააფრქვიეთ ნიუდა® მშრალ, წინასწარ დავარცხნილ თმაზე, დაიწყეთ ძირებიდან. გაანაწილეთ შემადგენლობა თმის მთელ სიგრძეზე სრულ დატენიანებამდე და დატოვეთ 45 წუთის განმავლობაში.
2. 45 წუთის შემდეგ დაყავით თმა წნებად. გამოიყენეთ სპეციალური სავარცხელი, რომელიც შედის კომპლექტში, მკვდარი ტილებისა და კვერცხების მოსაცილებლად. დაიწყეთ ძირებიდან და საგულდაგულოდ დაივარცხნეთ თითოეული წნა ბოლოებამდე.
3. თითოეული მოძრაობის შემდეგ ყურადღებით დაათვალიერეთ სავარცხელი ტილების ან წილების არსებობასთან დაკავშირებით და აკურატულად მოაცილეთ ისინი ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით.
4. დაიბანეთ თავი თბილი წყლით ჩვეულებრივი შამპუნის მეშვეობით. აუცილებლობისას ნიუდათი® დამუშავება შეგიძლიათ გაიმეოროთ.
უსაფრთხოების ზომები
მოერიდეთ ნიუდას® თვალებსა ან ცხვირ-ხახას ლორწოვან გარსზე მოხვედრას. არ ჩაისუნთქოთ პრეპარატი. უსაფრთხოების მიზნით დამუშავების წინ რეკომენდებულია ჟგუტად შეხვეული ბამბის თავსაფრის თავზე შემოხვევა (თმის ქვემოთ). თვალებსა ან ცხვირ-ხახას ლორწოვან გარსზე შემთხვევითი მოხვედრისას, დაიბანეთ თბილი წყლით. პრეპარატის შემთხვევითი დაქცევისას დაუყოვნებლივ გაწმინდეთ ზედაპირი ნებისმიერი სარეცხი საშუალების მეშვეობით, რადგანაც არსებობს სხლეტის საფრთხე.
უკუჩენებები
რეკომენდებული არ არის დაამუშავოთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები, ასევე პრეპარატის ერთ-ერთი კომპომნენტის მიმართ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევებში.
შეფუთვა: პრეპარატი გამოიშვება მუქი ფერის შუშის ფლაკონებში, მოცულობა - 50 მლ ინსტრუქციასთან, საფრქვეველთან და სავარცხელთან ერთად ტილებისა და მათი კვერცხების გამოვარცხნისთვის.
შენახვა: აალებადია! შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს +250Сტემპერატურაზე, ღია ცეცხლიდან, სითბოს წყაროებისა და მზის სინათლიდან მოშორებით, კოსმეტიკური საშუალებებისა და კვების პროდუქტებიდან განცალკევებულად. პრეპარატის შემთხვევითი გაჟონვის შემთხვევაში დაბინძურებული ადგილი გაწმინდეთ თბილი წყლით ნებისმიერი სარეცხი საშუალების მეშვეობით.
ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის საგარანტიო ვადა შეადეგნს 4 წელს წარმოების დღიდან. ვადის ამოწურვის შემდეგ არ გამოიყენოთ.
მწარმოებელი: „გ. პოლ - ბოსკამპ გმბხ & კო. კგ.“ კილერ შტრასსე, 11, 25551, ხოხნლოკშტედტი, გერმანია.
მოწმობა სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ № RU.77.99.88.002.E.012895.12.14
ვინაიდან პრეპარატის ნიუდა® ზოგიერთი ინგრედიენტი ადვილად აალებადია, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ღია ცეცხლის და გახურებული საგნების (მაგალითად ფენის) არსებობისას. შეინახეთ ნიუდა® ღია ცეცხლის, სითბოს წყაროებიდან მოშორებით და არ მოწიოთ დამუშავების დროს. |