სერეკალი 500მგ/250მგ#30ტ

81743
მარაგშია
21.87 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიColecalciferolum+Calcium carbonate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
21.87 

კალციუმის და ქოლეკალციფეროლის ტაბლეტები

სერეკალი

SERECAL

შემადგენლობა:
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმის კარბონატი (ხამანწკის ნიჟარიდან)
კალციუმის ელემენტის ექვივალენტი 500მგ
ქოლეკალციფეროლი BP 250სე
შემავსებლები Q.S
საღებავები: ბრილიანტის ლურჯი FCF & ტიტანის დიოქსიდი BP
ვიტამინის შესაბამისი რაოდენობა დამატებულია შენახვის დროს დანაკარგის კომპენსირებისთვის.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმი ვიტამინ D-სთან და/ან სხვა პრეპარატებთან კომბინაცია.
ათქ კოდი: A12AX
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) ზრდის ნაწლავში კალციუმის შეწოვას.
კალციუმის და D3 ვიტამინის (ქოლეკალციფეროლი) მიღება ეწინააღმდეგება პარათიროიდული ჰორმონის (PTH) მომატებას, რომელიც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით და იწვევს ძვლის რეზორპციის ზრდას.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
კალციუმი
შეწოვა: გასტოინტესტინურ ტრაქტში შეწოვილი კალციუმის რაოდენობა გადაყლაპული დოზის დაახლოებით 30%-ს შეადგენს.
განაწილება და მეტაბოლიზმი: ორგანიზმში კალციუმის 99% კონცენტრირებულია ძვლების მყარ სტრუქტურაში და კბილებში. დარჩენილი 1% წარმოდგენილია ინტრა და ექსტრაცელულარულ სითხეებში. სისხლში კალციუმის საერთო შემცველობის დაახლოებით 50% არის ფიზიოლოგიურად აქტიური იონიზებული ფორმა, დაახლოებით 10% წარმოდგენილია ციტრატებთან, ფოსფატებთან და სხვა ანიონებთან კომპლექსში, დარჩენილი 40% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
გამოყოფა: კალციუმი გამოიყოფა განავლით, შარდით და ოფლით. თირკმლით სეკრეცია დამოკიდებულია გორგლოვან ფილტრაციაზე და კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციაზე.

ვიტამინი D
შეწოვა: ქოლეკალციფეროლი შეიწოვება წვრილ ნაწლავში.
განაწილება და მეტაბოლიზმი: ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები სისხლში ცირკულირებს სპეციფიკურ გლობულინთან შეკავშირებული. ქოლეკალციფეროლი ღვიძლში ჰიდროქსილირებით გარდაიქმნება აქტიურ ფორმად-25 ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად. შემდეგ თირკმელებში გარდაიქმნება 1,25 ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად. 1,25 ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი არის კალციუმის აბსორბციის ზრდაზე პასუხისმგებელი მეტაბოლიტი. ქოლეკალციფეროლი, რომელიც არ მეტაბოლიზდება, გროვდება ადიპოზურ და კუნთოვან ქსოვილში.
ქოლეკალციფეროლი: ქოლეკალციფეროლი გამოიყოფა განავლით და შარდით.

ჩვენება
D ვიტამინის და კალციუმის დეფიციტის მკურნალობა ხანდაზმულებში.
D ვიტამინის და კალციუმის დანამატი ოსტეოპოროზის სპეციფიკურ მკურნალობისტვის პაციენტებში, რომლებშიც არსებობს D ვიტამინის და კალციუმის დეფიციტის რისკი.

დოზირება და მიღების მეთოდი
მოზრდილები და ხანდაზმულები
ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში (ერთი ტაბლეტი დილით, ერთი ტაბლეტი საღამოს). აუცილებლობისას უნდა მოხდეს დოზის შემცირება კალციუმის დონის მონიტორინგის შემდეგ. ან გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ღვიძლის დაზიანება
დოზის ცვლილება საჭირო არ არის.
თირკმლის დაზიანება
კალციუმის და ქოლეკალციფეროლის ტაბლეტები არ უნდა გამოიყენონ თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
ბავშვები და მოზარდები
კალციუმის და ქოლეკალციფეროლის ტაბლეტები განკუთვნილი არ არის ბავშვებში და მოზარდებში გამოყენებისთვის.

მიღების მეთოდი
შემოგარსული ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებიდან საათნახევრის შემდეგ ერთ ჭიქა წყალთან ან წვენთან ერთად, დაღეჭვის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ტაბლეტის შუაზე გაყოფა.

უკუჩვენება
დაავადებები და/ან მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ჰიპერკალციემიას და ჰიპერკალციურიას.
ნეფროლითიაზი, ნეფროკალცინოზი, D ჰიპერვიტამინოზი, თირკმლის უკმარისობა, მომატებული მგრძნობელობა კალციუმის კარბონატის ან ქოლეკალციფეროლის მიმართ, მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემავსებლის მიმართ.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
კალციუმი და ქოლეკალციფეროლის ტაბლეტები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში D ვიტამინის მეტაბოლიზმის გაზრდის რისკის გამო მის აქტიურ ფორმად. ამ პაციენტებში საჭიროა მონიტორინგი შრატში და შარდში კალციუმის დონის განსაზღვრისთვის
კალციუმის და ქოლეკალციფეროლის ტაბლეტები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ოსტეოპოროზით დაავადებულ იმობილიზებულ პაციენტებში ჰიპერკალციემიის მომატებული რისკის გამო.

წამლისმიერი ურთიერთქმედება
თიაზიდური დიურეზულები ამცირებს შარდში კალციუმის ექსკრეციას. სისტემური კორტიკოსტეროიდები ამცირებს კალციუმის აბსორბციას. იონების ცვლის ფისთან ერთად მიღებამ როგორიცაა ქოლესტირამინი ან სასაქმებელი საშუალებები მაგ. პარაფინის ზეთი შეიძლება შეამციროს D ვიტამინის გასტროიტენსტინური აბსორბცია. კალციუმის კარბონატი შეიძლება მოქმედებდეს ტეტრაციკლინის პრეპარატების აბსორბციაზე. კალციუმით და D ვიტამინით მკურნალობის დროს ჰიპერკალციემიამ შეიძლება გაზარდოს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობა. რიფამპიცინი, ფენიტოინი და ბარბიტურატები შეიძლება ამცირებდეს ვიტამინ D3-ის აქტივობას, რადგან ისინი ზრდიან მისი მეტაბოლიზმის სისწრაფეს. კალციუმთან ერთად მიღებისას შეიძლება დაზიანდეს ქინოლონური ანტიბიოტიკების შეწოვა. კალციუმის მარილები შეიძლება აქვეითებდეს რკინის, თუთიის და სტრონციუმის იონების აბსორბციას. ბიფოსფონატები ან ნატრიუმის ფლურიდი შეიძლება ამცირებდეს გასტროინტესტინურ შეწოვას.

გვერდითი ეფექტები
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ნაკლებად ხშირი: ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია.
გასტროინტესტინური დარღვევები
იშვიათი: ყაბზობა, შებერილობა, გულისრევა, აბდომინური ტკივილი და დიარეა.
ძალიან იშვიათი: დისპეფსია
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
იშვიათი: ქავილი, გამონაყარი და ურტიკარია.

დოზის გადაჭარბება და მკურნალობა
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი და ჰიპერკალციემია. რძე-ტუტოვანი სინდრომი შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალციუმის და შეწოვადი ტუტის დიდ რაოდენობას. სიმპტომებია ხშირი შარდვა, თავის ტკივილი, მადის მუდმივი დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, ჰიპერკალციემია, ალკალოზი და თირკმლის უკმარისობა.
უნდა შეწყდეს კალციუმით და D ვიტამინით მკურნალობა. აგრეთვე უნდა შეწყდეს თიაზიდური დიურეზულებით, ლითიუმით, A ვიტამინით, D ვიტამინით და საგულე გლიკოზიდებით მკურნალობა. საჭიროა კუჭის დაცლა დაზიანებული ცნობიერების მქონე პაციენტებში. რეჰიდრატაცია და სიმწვავის მიხედვით მარყუჟის დიურეზულებით, ბიფოსფონატებით, კალციტონინით და კორტიკოსტეროიდებით იზოლირებული ან კომბინირებული მკურნალობა. საჭიროა შრატში ელექტროლიტების, თირკმლის ფუნქციის და დიურეზის მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ეკგ და ცენტრალური ვენური წნევის გაზომვა.

შენახვის პირობები
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.
პრეპარატი შეინახეთ ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:
24 თვე.

შეფუთვა
15 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი შეფუთული კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ბაზარზე გაშვებულია:
სერენ ჰელსქეარ პვტ ლტდ. ინდოეთი

დამზადებულია ინდოეთში:
კორონა
რემედიეს პ.ვ.ტ ლტდ
სოფელი ჯატოლი, საფოსტო ოფისი-ოაქგატი
ტეჰსილ სოლან, დისტ.სოლანი (ჰ.პ)-173 223. ინდოეთი