სიმარი #30კაფს

82423
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიჰეპატოპროტექტორები ჯენერიკიSilymarin,Ornithin,Aspartat,B1,B2,B3,B6 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ბრენდის სახელწოდება:  ს ი მ ა რ ი                                                                                                                                                            

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ჰეპატოპროტექტორები                                                                 

ჯენერიული ფორმა: -სილიმარინი,L ორნითინი,L ასპარტატი მულტივიტამინებით და ამინომჟავებით.                                          

შემადგენლობა: სილიმარინი 140 მგ; L ორნითინი   Lასპარტატი  250 მგ; BI 10მგ; B2-10მგ; B3-50მგ; B6-3მგ; ლიზინი-25 მგ

უზრუნველყოფს ღვიძლის დაცვას:

-იცავს ღვიძლს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან  და ანთებისაგან

-აღადგენს დაზიანებული ღვიძლის უჯრედებს

-პაციენტს იცავს ღვიძლის ციროზის განვითარებისაგან

-აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას ვირუსული ჰეპატიტის დროს

ჩვენებები:

  • ჰეპატიტები
  • ღვიძლის გაცხიმოვნება
  • ღვიძლის ციროზი
  • ალკოჰოლური ღვიძლი
  • სიყვითლე
  • ენცეფალოპათიები
  • ნარკოტიული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები

მითითება:

სიმარი გამოიყენება ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ,მათ შორის:

-ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები,მათ შორის ქვე მწვავე ,ქრონიკული და აქტიური ვირუსული ჰეპატიტის დროს

-რეაბილიტაციის შემდგომ პერიოდში მწვავე და ვირუსული ფორმების დროს

-ღვიძლის დაზიანების დროს ,გამოწვეული ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევით,სტეატოზით,ღვიძლის გაცხიმოვნებით

-სხვადასხვა ეტიოლოგიის ციროზების დროს

-პრეპარატი გამოიყენება პაციენტებში ლიპიდურ-ქოლესტერინის მეტაბოლიზმის დარღვევის დროს

-სამკურნალოდ,ჰეპატოტოქსიურობის დროს

-ჰალოგენის შემცველი ნახშირწყალბადებით და მძიმე მეტალებით მოწამვლის დროს

-ინიშნება როგორც კომბინაციაში ასევე მონოთერაპიაში ღვიძლის სხვადასხვა ტოქსიური დაზიანების   დროს,მათ შორის :

-ორგანული გამხსნელებით მოწამვლა

-ღციძლის ალკოჰოლური დაზიანების დროს,მათ შორის ქრონიკული ალკოჰოლიზმი და ეთილის სპირტით მწვავე მოწამვლის დროს.

უკუჩვენება:

-პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

-პირველადი ბილიარული ციროზი და სიყვითლე

-ნეფროლითიაზი

-ჰიპერვიტამინოზი

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ვისაც აქვს მიდრეკილება თრომბოზისადმი და კუჭისა და 12 გოჯას წყლულოვანი დაზიანების დროს

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ზოგადად კარგად გადაიტანება,მაგრამ იშვიათ შემთხვევებსი გვხვდება დოზის ინდივიდუალური აუტანლობა

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ :გულისრევა,დისკომფორტის შეგრძნება ,დიარეა

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრის :

თავბრუხვევა,კოორდინაციის დარღვევა,პერიფერიული ნეიროპათია

კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ:

კიდურების შეშუპება,გლიკოგენის უტილიზაცია,შრატის ლიპიდების შემცირება,ქსოვილოვანი ცხიმოვანი მჟავების შემცირება

ალერგიული რეაქციები:კანის სიწითლე,ქავილი ,გამონაყარი

დოზირება  და მიღების წესი:

დოზირება  და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია თვითოეული პაციენტისთვის,დაავადების ბუნებისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ჩვეულებრივ მოზრდილებში ინიშნება 1 ან 2 კაპსულა,2 ჯერ დღეში.

მოზრდილებში ციროზის განსხვავებული ფორმების შემთხვევის დროს ინიშნება  2 კაფსულა 2 ჯერ დღეში

რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება ინსტრუქციის გაცნობის შემდგომ.

კაფსულის გაყოფა არ არის რეკომენდირებული,კაფსულის მიღების დროს აუცილებელია წყლის საკმაო რაოდენობით მიღება.

მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 3 თვეს.

სპეციალური შენიშვნები:

ორ­სუ­ლო­ბი­სა და ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

პაციენტებს უვითარდებათ:ღებინება,გულისრევა,თავის ტკივილი,თავბრუხვევა,კუნთების ტკივილი.

დამატებით შეიძლება განვითარდეს დიარეა,მუცლის ტკივილი,ალერგიული რეაქციები.

პრე­პა­რა­ტის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბი­ს შემთხვევაში სა­ჭი­როა ღე­ბი­ნე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, კუ­ჭის ამო­რეც­ხვა, აქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ნახ­ში­რის და­ნიშ­ვნა, სიმ­პტო­მუ­რი თე­რა­პი­ა.ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა 3 ბლისტერ შეფუთვით,მყარ ყუთში.

შენახვის პირობები:  ინახება გრილ და მშრალ ადგილას 30 გრადუს ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურაზე,შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:  გამოშვებიდან 3 წლის მანძილზე, არ გამოიყენოთ ვადაგასული.

ტექნიკური შეთანხმება:

Millennium Pharmacy, Brixston Road 68,London,

SW9 6BH,Great Britain,

წარმოებულია Scottish Pharma,Mumbai India;

Lactonova Nutripharm Pvt Ltd,

81-3,IDA Mallapur,Hyderabad,

Telangana 500076,India

მარკეტინგული მხარდაჭერა 3D Ltd ,Georgia

მსგავსი პროდუქტები