ბრონქო მოსი 100მლ სიროფი

82662
-29%
მარაგშია
27.25 
19.48 
დანაზოგი: 7.77 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები ჯენერიკიCetraria islandica,Hedera,Hederacozid C გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
27.25 
19.48 
დანაზოგი: 7.77 ₾ (29%)

ბრონქო მოსი სიროფი 100მლ

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით წლის განმავლობაში მოზრდილი ადამიანი საშუალოდ 4-5-ჯერ, ბავშვები კი - 6-8-ჯერ ხდებიან ავად. გაციების ერთ-ერთი სიმპტომი  არის ხველა.

როგორ მოქმედებს ?

  • სუროს ფოთლების ექსტრაქტი და ისლანდიური ხავსი ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის ფუნქციის ნორმალიზებას და უზრუნველყოფს  გაღიზიანების აღმოფხვრას.
  • ნატურალური ექსტრაქტი მცენარეული შემადგენლობით -  უზრუნველყოფს სასუნთქი სისტემის ფუნქციის ოპტიმიზაციას.
  • სიროფი - ალკოჰოლის გარეშე იდეალურია მთელი ოჯახისათვის

როდის უნდა გამოვიყენოთ ?

ბრონქო მოსი გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება ნახველისა და ლორწოვანი სეკრეტის ადვილად გამოყოფის გაუმჯობესების მიზნით.

უზრუნველყოფს ჯანმრთელი რესპირატორული სისტემის შენარჩუნებას.

შემადგენელი კომპონენტები:

რაოდენობა 20მლ/გრ

ისლანდიური ხავსის (Cetraria islandica L. Ach.) ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი 2:1

0,68

ინგლისური სუროს (Hedera helix L.), სტანდარტიზებული ექსტრაქტი

0,17

 

ჰედერაკოზიდი C

0,02

 

დამხმარე ნივთიერებები:

გაწმენდილი წყალი, ფრუქტოზა, კომშის წვენი, ქაცვის წვენი, შემასქელებლები (აკაციის და ქსანტინის ფისი) , კალიუმის სორბატის კონსერვანტი.

ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica L. Ach.) –

ექსტრაქტი შეიცავს ფენოლის ნაერთებს, ეთერზეთებს, პოლისაქარიდებს და ფლავანოიდებს. პოლისაქარიდებს (ლორწო) აქვს ლორწოვანი გარსის დამარბილებელი, მკვებავი და აღმდგენი  თვისება. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ისლანდიური ხავსი უზრუნველყოფს სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის დაფარვას ლორწოს თხელი ფენით, რომელიც კვებავს და იცავს მას დამაზიანებელი ფაქტორებისაგან და ამცირებს ანთებას. ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი ასევე უზრუნველყოფს სასუნთქი გზების და იმუნური სისტემის აქტივობის ნორმალიზებას.

ინგლისური სურო (Hedera helix L.) - 

ფოთლების ექსტრაქტი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ეთერზეთებს, ფლავანოიდებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც უზრუნველყოფს სასუნთქი სისტემის განთავისუფლებას ლორწოვანი სეკრეტისაგან.

გამოყენების ჩვენება:

  • ბავშვები 3-10 წელი - 5 მლ 3-ჯერ დღეში. ( 15 მლ დღეში)
  • მოზრდილები და ბავშვები 10 წლის ზევით - 5 მლ 4-ჯერ დღეში (20 მლ დღეში)

არ მისცეთ ბავშვებს 3 წლამდე

განსაკუთღებული მითითება:

სამედიცინო პროდუქტი არ გადააგდოთ სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ეს დაგეხმარებათ დაიცვათ გარემო.   არ მიიღოთ პრეპარატი თუ გაქვთ ალერგია ნებისმიერ მის შემადგენელ კომპონენტზე. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს გამოყენების წესებთან დაკავშირებით.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება.

გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 3 თვის განმავლობაში.

მწარმოებელი:

UAB “Innovative Pharma Baltics”

მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,

ვილნიუსი, ლიეტუვა,

www.ipb.lt