რედულექს ბეიბი 50მლ წვეთები

82874
მარაგშია
25.12 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები ჯენერიკიFoeniculi,Melissa,Matricaria,Linum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
25.12 

რედულექსი  უსაფრთხო და ეფექტური კომბინირებული საშუალება

ვიზრუნოთ ჩვენი შვილების განწყობაზე პირველი დღიდან

რედულექსი გამოიყენება: კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებისას, როგორიცაა მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, სპაზმი და კოლიკა ბავშთა ასაკში.

რა არის ჩვილთა კოლიკა?

ჩვილთა კოლიკა - ნაწლავებში დაგროვილი აირებით გამოწვეული მტკივნეული სპაზმი - დარღვევაა, რომელიც რიგ შემთხვევებში  ჩარევის გარეშე გაქრება. კოლიკა ხშირად აღინიშნება ჩვილებში და ახალშობილებში, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ კვირებში. კოლიკა, ჩვეულებრივ, ვლინდება საღამო პერიოდში. კოლიკა აწუხებს როგორც ძუძუთი კვებაზე, ასევე ხელოვნულ კვებაზე მყოფ ბავშვებს. უმეტეს შემთხვევაში ჩვილთა კოლიკა სპონტანურად ქრება, როდესაც ბავშვი 3 - 4 თვის გახდება.

როგორ ხდება ჩვილთა კოლიკის დიაგნოსტირება?

ბავშვის მუცელი შებერილია, ზოგჯერ ოდნავ გამაგრებული.

ბავშვი მოუსვენარია, მას მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს და სწრაფად შლის.

ბავშვის კოლიკა შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვანაირად - აუხსნელი გაღიზიანებადობიდან თითქმის უწყვეტ ტირილამდე.

ჯანსაღი და მხიარული ახალშობილის თუ ჩვილის უეცარმა გაღიზიანებამ და ტირილმა შეიძლება შეაშფოთოს მშობლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი სიტუაცია ხშირად აღინიშნება.

ჩვილთა კოლიკის მიზეზები

ჩვილთა კოლიკის გავრცელებული მიზეზები მოიცავენ შემდეგს:

  • ძუძუთი კვების შემთხვევაში - მომატებული მგრძნობელობა იმ პროდუქტის მიმართ, რომელიც დედამ მიირთვა (მაგალითად, ძროხის რძე),
  • ბოლომდე ჩამოუყალიბებელი კუჭ-ნაწლავის სისტემა და სწრაფი მონელების პრობლემები,
  • ჰაერის გადაყლაპვა საკვების მიღების დროს (განსაკუთრებით იმ ბავშვების მიერ, რომლებსაც ბოთლით აჭმევენ),
  • კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული დარღვევები და ზოგიერთი საკვები პროდუქტის აუტანლობა (შაქარი, ლაქტოზა),
  • უმწიფარი ნერვული სისტემა - კოლიკა შეიძლება ფიზიკური გამღიზიანებლებისადმი რეაქციას წარმოადგენდეს
  • ურთიერთქმედება მშობლებთან, მაგალითად, მეძუძური დედის შფოთვა, სტრესი ოჯახში.

მეტეორიზმი(აირების დაგროვება )

ჩვილ ასაკში მეტეორიზმს თან სდევს მუცლის მკვეთრი ტკივილი, გამოწვეული ნაწლავების სხვადასხვა უბნის გადაჭიმვით. ამის მიზეზია ნაწლავებში დაგროვილი აირები, რომელთა ორგანიზმიდან გამოძევება ფერხდება ნაწლავთა შეკრულობისა თუ აშლილობის დროს. ჩვეულებრივ, კოლიკა ბიჭუნებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე გოგონებს, ხოლო სამი-ოთხი თვის ასაკში, როცა საჭმლის მონელება ნორმაში დგება, თავისთავად გაივლის, თუმცა არ არის გამორიცხული პერიოდული შეტევები შემდგომ თვეებში.

- რა იწვევს მეტეორიზმს ჩვილ ბავშვებში?

- ბავშვის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ დარღვევებს იწვევს. განსაკუთრებით ხშირია ასეთი დარღვევები წლამდე ასაკში, რაც გარემოსადმი ადაპტაციის რთული პროცესებით აიხსნება. ცხრა თვის განმავლობაში დედის მუცელში თბილად და მშვიდად მოკალათებული პატარა ერთბაშად ვერ ეგუება ახალ გარემოს. ფუნქციური დარღვევები გამოწვეულია მოტორული (ფიზიოლოგიური რეფლუქსი, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დისკინეზია) და სეკრეტორული (საჭმლის მომნელებელი ფერმენტები - ლიპაზა, პეპსინი და სხვა) ფუნქციების არასრულფასოვნებით. ეს იწვევს წამოქაფების სინდრომს, ნაწლავურ კოლიკას, მეტეორიზმს... უმთავრესად ავადმყოფობენ დღენაკლული, ჰიპოტროფიული, კონსტიტუციური ანომალიებით დაბადებული ბავშვები. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება:

  • ასაკისთვის შეუფერებელი კვება;
  • ხელოვნურ კვებაზე ნაადრევად გადაყვანა;
  • დაუბალანსებელი კვება, მაგალითად, ცხიმების, ცილების ან ნახშირწყლების სიჭარბე;
  • ურეჟიმო, ხშირი კვება;
  • კუთვნილზე მეტი საკვების მიცემა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნაწლავური კოლიკა 2-3 კვირიდან 3-4 თვემდე თითქმის ყველა ბავშვს აწუხებს. მათი მხოლოდ ნაწილი ახერხებს დაგროვილი აირების ორგანიზმიდან გამოდევნას, დანარჩენებისთვის კი მეტეორიზმი აუტანელი ტკივილის მომტანია.

- როგორ ხვდება აირები ჩვილის კუჭ-ნაწლავში?

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირების 70%-ია ჰაერი, რომელსაც ყლაპავს პატარა ტირილის, ყვირილის, კვების დროს, დანარჩენს კი შეადგენს თვით ნაწლავის სანათურში მიკრობთა მიერ წარმოქმნილი აირები და სისხლის პლაზმიდან გადმოსული აზოტი. აირთა გაძლიერებულ წარმოქმნას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მეტეორიზმი - ეს არის ადრეული დისპეფსია, რომელიც სიცოცხლის პირველსავე დღეებში იჩენს თავს. მისი ძირითადი მიზეზია არასრულყოფილი ფერმენტული სისტემა, რომლის გამოც მოუნელებელი საკვების ნაწილი ნაწლავებში გროვდება, ლპობასა და დუღილს იწყებს და დიდი ოდენობით აირებს გამოყოფს. ჩვილ ბავშვებში მეტეორიზმი გარკვეულწილად მეძუძური დედის კუჭ-ნაწლავის სისტემის სწორ ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. თუ დედის რაციონი დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ ბოსტნეულსა და ხილს, რომელიც ხელს უწყობს აირების წარმოქმნას,

რედულექსის  შემადგენლობა:

  • დიდი კამის თესლის მშრალი ექსტრაქტი 110
  • მელისას მშრალი ექსტრაქტი14
  • გვირილას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 10
  • სელის თესლის მშრალი ექსტრაქტი 2

კამა – Foeniculum vulgare L.ძირითადი კომპონენტები კამის შემადგენლობაში ანეტოლი, ესტრაგოლი, ფენხონი, ალფა-პინენი, ტრანს-ანეტოლი და ლიმონენი. იგი გამოიყენება დისპეპსიის, მეტეორიზმის, მუცლის შებერილობის და მადის დაკარგვის დროს. ის აგრეთვე გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების, ხველის და ბრონქიტის დროს.

მელისა – Melissa officinalis Lმელისა გამოიყენება შფოთვის, სტრესის, უძილობის, ძილის დარღვევის და მოუსვენრობის დროს. იგი ასევე გამოიყებნება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ღებინების, დისპეპსიური მოვლენების და მეტეორიზმის დროს.

გვირილა - Matricaria recutita L.მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები,

იგი გამოიყენება ანქსიოლიტური, სედაციური მოქმედების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის, მიორელაქსაციური, ანთებისსაწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედების გამო. გამოიყენება როგორც დამხმარე სქაშუალება ძილის დარღვევის, შფოთვის, კუჭ-ნაწლავის მსუბუქი გაღიზიანების დროს, რომელიც დაკავშირებულია უმნიშვნელო სპაზმთან და მეტეორიზმთან.

სელი – Linum unisitatissimum L.სელის თესლი შეიცავს ლიგნანებს, ასევე ხსნად ზეთებს, რომელიც მდიდარია ალფა-ლინოლენის მჟავით. გამოიყენება შეკრულობის, დიარეის, დივერტიკულიტის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, გასრიტის, ენტერიტის და წყლულოვანი კოლიტის დროს. ხსნადი ბოჭკოები ამცირებენ ნაწლავის დაცლას, ახანგრძლივებენ საკვები ნივთიერებების აბსორბციას და ზრდიან დანაყრების შეგრძნებას.

დოზირება:

0-12 თვემდე

2მლ

4ჯერ დღეში

1-3წლამდე

3მლ

4ჯერ დღეში

3-12წლამდე

4მლ

4ჯერ დღეში

მოზრდილები ,12 წლის ზემოთ

5მლ

4ჯერ დღეში