მამოსილი 20გ გრანულები ფლ

83379
-28%
არ არის მარაგში
18.81 
13.45 
დანაზოგი: 5.36 ₾ (28%)
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორები ჯენერიკიArnica,Conium,Phytolacca,Silicea გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
18.81 
13.45 
დანაზოგი: 5.36 ₾ (28%)

მამოსილი

Mamosili 

სუბლინგვალურად მისაღები ჰომეოპათიური საშუალება

 

 

აღწერილობა:  თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ფორმის გრანულები

1 გრანულის შემადგენლობა:                                                              

აქტიური სუბსტანცია:         

არნიკას (Arnica montana)  სპირტიანი ექსტრაქტი                     

განზავებით 1:10                                                         D 6        1 წილი

შვაბე, გვ. 68, 1950 წ

კალციუმის ფტორიდი (Calcarea fluorica)              D 30      1 წილი

განზავებით 1:10                                                        

შვაბე, გვ. 91, 1950 წ

კონიო (Conium maculatum) სპირტიანი

ექსტრაქტი განზავებით 1: 10                                   D 12       1 წილი

შვაბე, გვ. 120, 1950 წ

ჭიაფერა (Phytolacca Americana) სპირტიანი

ექსტრაქტი განზავებით 1: 10                                   D 12       1 წილი

შვაბე, გვ. 209, 1950 წ

სილიციუმმჟვას სპირტიანი ხსნარი (Silicea)         D 30       1წილი                                                                       

ლაქტოზის სტანდარტული გრანულა                   0,032გ± 10 %

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ანთების საწინააღმდეგო, ანტიტოქსიკური და ჰორმონთა მარეგულირებელი ჰომეოპათიური საშუალება

ჩვენებები:  კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია, დეგენერაციული დარღვევები ქალთა სასქესო ორგანოებში: ფიბრომიომები, ადნექსიტები.

მიღების წესი და დოზირება: სუბლინგვალურად (გრანულა იდება ენის ქვეშ)

ქრონიკული პროცესის დროს:  5-7 გრანულა დღეში 2-3-ჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვიდან 1 წლამდე)

პროფილაქტიკისათვის: 5 გრანულა დღეში 1-ჯერ.

პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე 20-30 წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.

უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება

რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის დანიშნულებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:  შეზღუდვები არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება:  ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:  არ ახდენს გავლენას

პირველადი შეფუთვა: 20 გ პერორალურად მისაღები გრანულები  პოლიმერული მასალის ფლაკონში

მეორეული შეფუთვა: 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: შპს „ბიოფარმი-L“ შპს  „ლაზიკა ფარმა“-ს დაკვეთით

გოთუას ქ. N3, თბილისი, საქართველო

მსგავსი პროდუქტები