მეოცილი 5გ თვ.მალამო

83673
მარაგშია
27.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი მოქმ. გლუკოკორტიკოსტეროიდებიან ანტიმიკრობული პრეპ. ჯენერიკიNeomycin+Prednisolon+Sulfacetamide გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
27.00 

მეოცილი, 5მგ/+5მგ/+100მგ/, თვალისმალამო

 

პრედნიზოლონის აცეტატი+ნეომიცინისსულფატი+ნატრიუმის სულფაცეტამიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითეთ ფურცელი-ჩანართი.

- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს, რადგან შესაძლებელია ზიანი მიადგეთ, მიუხედავად იმისა თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს. - ნებისმიერი სახის სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითარების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემულ ფურცელ-ჩანართში:

1. რა არის მეოცილი და რისთვის გამოიყენება ის

2. ვიდრე მიიღებდეთ მეოცილს

3. მეოცილის გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. მეოცილის შენახვის პირობები

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რაა რის მეოცილი და რისთვის გამოიყენებაის

მეოცილის თვალის მალამოს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ინიშნება ინფექციური და ანთებითი სახის თვალის პრობლემების დროს.

2. ვიდრე მიიღებთ მეოცილს

დაუშვებელია მეოცილის მიღება:

- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მეოცილის აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

- თუ გაქვთ ჰერპესული და მიოციტური კერატიტი, თვალის ტუბერკულოზი და გლაუკომას პირადი ან ოჯახური ისტორია.

 სიფრთხილით გამოიყენება მეოცილი:

სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, რომლებიც შეიცავენ კორტიკოსტეროიდებს, ხანგრძლივი გამოყენება ინიშნება ექიმის მიერ.

ორსულობა და ლაქტაციანებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. ორსულებში არ ჩატარებულა მეოცილის გამოყენების კვლევები. მოცემული პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულებში თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე ან ემბრიონზე პოტენციურ რისკს. უცნობია, მეოცილის აქტიური ნივთიერებები (პრედნიზოლონის აცეტატი, ნეომიცინის სულფატი და ნატრიუმის სულფაცეტამიდი) თვალზე გამოყენებისას იწვევს თუ არა სისტემურ შეწოვას და ადამიანის რძეში შესამჩნევი რაოდენობების არსებობას. დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს მკურნალობის შეწყვეტა ან ლაქტაციის შეწყვეტა.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:მეოცილი არ ზემოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

3. მეოცილის გამოყენების წესი

მეოცილის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მეოცილის დოზირება უნდა დადგინდეს ექიმის მიერ ინდივიდუალურად. თუმცა, საშუალო რეკომენდებული დოზაა მეოცილის მცირედი პორციის ჩადება კონიუნქტივალურ პარკში (ადგილი თვალსა და ქუთუთოს შორის) 2-3-ჯერ დღეში.

თვალის მალამოს პირველად გამოყენებისას, პირველი პორცია არ გამოიყენოთ.

 თუ გამოიყენეთ მეოცილის რეკომენდებულზე მეტი დოზა: აუცილებლობის შემთხვევაში, ამოიბანეთ თვალი გამდინარე წყლით თვალის მალამოს ნარჩენი რაოდენობის მოსაშორებლად.

 თუ დაგავიწყდებათ მეოცილის დოზის მიღება: გამოიყენეთ მხოლოდ ერთი დოზა გახსენებისთანავე და დაიცავით ექიმის მიერ რეკომენდებული დოზირების რეგულარული განრიგი. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ მეოცილის მიღებას: თუ მკურნალობა შეწყდება ნაადრევად, არსებობს ინფექციის რეციდივის ან გაუარესების რისკი. დაუშვებელია მკურნალობის შეწყვეტა ექიმის რჩევის გარეშე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოცემული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მეოცილს შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის განვითარება მეოცილის აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რაც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ქიმს ან ფარმაცევტს.

5. მეოცილის შენახვის პირობები

-ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

-ტუბი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.

-ტუბი პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

 -შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

- დაუშვებელია მეოცილის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის

გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

-დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს მათი გადაგდება. მსგავსი ქმედებებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს მეოცილი

აქტიური ნივთიერებებია: პრედნიზოლონის აცეტატი, ნეომიცინის სულფატი და ნატრიუმის სულფაცეტამიდი.

დამხმარე ნივთიერებებია: თეთრი, რბილი პარაფინი, ლანოლინი და თხევადი პარაფინი.

მეოცილის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

მეოცილი არის მოყვითალო, რბილი კონსისტენციის და ერთგვაროვანი თვალის მალამო. შეფუთულია ალუმინის/ლაქირებულ ტუბში, რომელიც შეიცავს 3.5გ თვალის მალამოს.

მარკეტინგულ იავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა. ავ. 25 დე აბრილ, 6-6ა

2795-225 ლინდა-ა-ველა

პორტუგალია

ტელ.: +351 21 415 81 30/ფაქსი: +351 21 415 81 31

ელ.ფოსტა: [email protected]

ფურცელი-ჩანართის ბოლო დამტკიცების თარიღი: 2014 წლის ნოემბერი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე