ბონექსი ულტრა#30ტ საღ

83936
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიVit.D3,K2,Min.Mg გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ბონექსი ულტრა

ვიტამინი D3  5000 სე მაგნიუმი + ვიტამინი K2 (Mk7)

უნიკალური ფორმულა რომელიც აუმჯობესებს ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის  ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, ამშვიდებს სხეულსა და გონებას.

1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:

  • მაგნიუმი - 200 მგ, მაღალი აბსორბირების მქონე გლიცინატი/ხელატის კომპლექსი
  • ვიტამინი D3  - 5000 (სე),  რომელიც საჭიროა სისხლში D ვიტამინის  სასურველ დონემდე>30 ნგ/მლ მისაღწევად
  • ვიტამინი K2 (MK7) 100 მკგ,  აინჰიბირებსარტერიების კალციფიკაციას და უნარჩუნებს სისხლძარღვებს ელასტიურობას

ბონექსი ულტრა შეიცავს  მაგნიუმის  გლიცინატის უნიკალურ ფორმას  (ხელატირებული ამინომჟავს ფორმით), რომელიც უზრუნველყოფს მაგნიუმის ხანგრძლივ და ნელ გამონთავისუფლებას, დანაკარგის გარეშე, მაღალი ბიოშეღწევადობით. მაგნიუმის მაღალი ბიოშეღწევადობა ავსებს მაგნიუმის ქრონიკულ დეფიციტს

მაგნიუმი:

  • ააქტიურებს  მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში
  • იღებს მონაწილეობას ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე
  • ხელს უწყობს ჯანსაღი მეტაბოლური პროფილის ჩამოყალიბებას
  • აუცილებელია კალციუმის შეწოვაში
  • ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • განაპირობებს კუნთების სათანადო მოდუნებას (ხსნის კუნთოვან სპაზმს)
  • ახდენს გულის  რითმის მუშაობის სტაბილიზაციას
  • ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას
  • აფერხებს სისხლძარღვთა კედელში კალციუმის ჩალაგებას
  • ეხმარება ორგანიზმს კუნთოვანი მასის, კუნთების სიძლიერისა და ფიზიკური შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში
  • ეხმარება ორგანიზმს სიმშვიდის შენარჩუნებაში
  • უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს და ინსომნიური (უძილობის) მდგომარეობის შემსუბუქებას

ბონექსი ულტრა უზრუნველყოფს სისხლში D  ვიტამინის ოპტიმალურ დონემდე მიღწევას , 50-80 ნგ/მლ ( შრატის 25 (OH) D3- ის მიხედვით)

D  ვიტამინი:

  • არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას  სისხლში.  ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს
  •  აძლიერებს და არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას
  •  ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას
  • D ვიტამინი მონაწილეობს  სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
  •  ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

D ვიტამინის  დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზს. D ვიტამინის  მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის,  გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

ბონექსი ულტრა   შეიცავს  K2 ვიტამინის  ნატურალურ ფორმას  (MK-7 მენაქინონი-7)

მხოლოდ D3 ვიტამინის  მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას. კვლევებით დადასტურებულია ,  რომ K2 ვიტამინი  (MK-7 მენაქინონი-7)  ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც  უზრუნველყოფს  კალციუმის ჩალაგებას ძვლებში და არა სისხლძარღვებში. K2 ვიტამინი GLA  ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა)  კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას. K2 ვიტამინი  აუმჯობესებს  სისხლძარღვთა ელასტიურობას.

K2 ვიტამინი:

  • მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში
  • ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს
  • მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში
  • ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად გულ-სისხლძარღვათა დაავადებების განვითარების რისკს
  • ამცირებს გულის იშემიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს
  • ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას

ჩვენება:

  • D3 ვიტამინის  დეფიციტი
  • K2 ვიტამინის დეფიციტი
  • ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის  დეფიციტით
  • ოსტეოპოროზი
  • ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა როგორიცაა: ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, კუნთების ტკივილი და სპაზმი
  • გულ - სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებები
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები
  • სიმსივნური დაავადებები
  • ქიმიოთერაპია
  • სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები , პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები) მენოპაუზა
  • ხანდაზმული  ასაკი

შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინი D3

 (ქოლეკალციფეროლი)

5000  სე  (1250%)

ვიტამინი K2  (  Mk7 - მენაქინონი)

100 მკგ   ( 125%)

მაგნიუმი ( გლიცინატი / ხელატი )

200 მგ  (50% )

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი.

მიღება და დოზირება:  1 საღეჭი ტაბლეტი დღეში ერთჯერ კვების დროს  ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე  პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30 საღეჭი ტაბლეტი

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA - ს მიერ.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები