ფუნგოსილი 1% 30გ კრემი
ფუნგოსილი კრემი 1%
ადგილობრივი გამოყენებისთვის
აქტიური ინგრედიენტი: 1გ კრემი შეიცავს 10მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
შემავსებლები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანმონოსტეარატი, ცეტილპალმიტატი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილ მირისტატი, დემინერალიზებული წყალი.
მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ბროშურა, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• დამატებითი კითხვების ან ეჭვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს, ეს შეიძლება მათვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც თუ მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.
• ექიმის ან საავადმყოფოს ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ რომ ამ წამალს იღებთ.
• მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია. არ მიიღოთ რეკომენდებულზე დაბალი ან მაღალი დოზა.
პაციენტის საინფორმაციო ბროშურაში:
1. რა არის ფუნგოსილი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ფუნგოსილის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ფუნგოსილი
4.შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფუნგოსილი
1. რა არის ფუნგოსილი და რისთვის გამოიყენება
ფუნგოსილი გამოდის 15გ ან 30გ მეტალის ტუბში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში. ეს არის თეთრი გლუვი კრემი, ოდნავ დამახასიათებელი სუნით. ფუნგოსილი აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს. ფუნგოსილის კრემი არის ეფექტური პრეპარატი სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ფუნგოსილი არის პრეპარატი, რომელიც ხასიათდება სოკოთა ზოგიერთი სახეობის ლეტალობით ან გამრავლების შეჩერების უნარით. ფუნგოსილის კრემი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ათლეტის ტერფის დაავადება (თინეა პედის), საზარდულის სოკოვანი ინფექციები (თინეა ცრურის), დალაქის ქავილი (თინეა ცორპორის), გამონაყარი (კანდიდოზი) და ნაირფერი პიტირიაზი.
2. რა უნდა იცოდეთ ფუნგოსილის გამოყენებამდე
- არ გამოიყენოთ თუ ალერგიული ხართ ტერბინაფილის და ფუნგოსილის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
- ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფუნგოსილის გამოყენებისას თუ აღენიშნებათ შემდეგი
- ფუნგოსილის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
- ფუნგოსილის კრემი არ წაისვათ სახეზე
- ფუნგოსილის კრემმა შეიძლება გამოიწიოს თვალის გაღიზიანება. თვალში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში გაიწმინდეთ თვალები და დაიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით, სიმპტომების გახანგრძლივებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- წასმის შემდეგ ხელები დაიბანეთ
- ფუნგოსილი შეიცავს ცეტილის სპიტს და სტეარილის სპირტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები.
- რადგან სოკოვანი და საფუარა ინფექციები შეიძლება სხვა ადამიანებს გადაეცეს, ფრთხილად იყავით და გამოიყენეთ საკუთარი პირსახოცები და ტანსაცმელი, არ გაუზიაროთ ის სხვას. რე-ინფექციისგან თავდაცვისთვის ხშირად უნდა გარეცხოთ პირსახოცები და ტანსაცმელი.
- გთხოვთ მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე ეს გაფრთხილება გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
ფუნგოსილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთადსაჭიროა :
ფუნგოსილის მიღების მეთოდი არ განაპირობებს საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედებას.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ ან ეჭვობთ რომ ორსულად ხართ, ფუნგოსილით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს, ფუნგოსილი ორსულობის დროს არ უნდა გამოიყენონ გარდა უკიდურესი აუცილებლობისა.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუნგოსილის გამოყენებისას თავი შეიკავეთ ძუძუთი კვებისგან.
მოარიდეთ ბავშვები იმ მიდამოს შეხებას, სადაც წამალი იდება, მკერდის ჩათვლით.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ფუნგოსილის ადგილობრივი გამოყენება არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფუნგოსილის ზოგიერთი შემავსებლის შესახებ
ფუნგოსილი შეიცავს ბენზილის სპირტს, ცეტილის სპირტს და სტეარილის სპირტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
არ წაისვათ სხვა მედიკამენტები იმ ადგილას სადაც ისმება ფუნგოსილის კრემი.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით.
3. როგორ გამოიყენება ფუნგოსილი?
გამოიყენეთ ფუნგოსილის კრემი ინფიცირებულ კანზე შემდეგნაირად:
• ათლეტის ფეხი (თინეა პედის): დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში
• საზარდულის სოკოვანი ინფექციები (თინეა ცრურის) და დალაქის ქავილი (თინეა ცორპორის): დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში
• გამონაყარი (კანის კანდიდოზი): დღეში ერთხელ ან ორჯერ ორი კვირის განმავლობაში
• ნაირფერი პიტირიაზი: დღეში ერთხელ ან ორჯერ ორი კვირის განმავლობაში.
კრემის გამოყენება გააგრძელეთ რეკომენდებული ხანგრძლივობით, თუმცა კლინიკური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს რამდენიმე დღის შემდეგ. თუ კრემი არ გამოიყენება რეგულარულად ან მკურნალობის კურსის დასრულებამდე ხდება მისი გამოყენების შეწყვეტა, სოკოვანი ინფექციის გართულების რისკი მატულობს.
თქვენმა მდგომარეობამ გაუმჯობესება უნდა დაიწყოს ფუნგოსილით რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ. თუმცა ინფექციის განკურნების შემდეგ დაზიანებული კანის სრულ გამოჯანმრთელებას უფრო დიდი დრო დაჭირდება. ფუნგოსილის კრემის ეფექტი გაგრძელდება მკურნალობის პერიოდის დასრულების შემდეგ, გაგრძელდება კანის სტრუქტურის გაუმჯობესება. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაუმჯობესების ნიშნებს არ აღნიშნავთ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.
გამოყენების მეთოდი:
კრემი წაისვით შემდეგნაირად:
• მთლიანად გაწმინდეთ დაზიანებული მიდამო და დაიბანეთ ხელები
• ტუბის პირველად გამოყენებისას ის დახურული იქნება. მემბრანა გახვრიტეთ თავსახურის ბასრი წვერით.
• კრემის მცირე რაოდენობა დაიტანეთ თითზე
• დაახურეთ ტუბს თავსახური
• წაისვით საკმარისი კრემი რათა წარმოიქმნას თხელი ფენა დაზიანებულ კანზე და გარშემო მიდამოზე
• ნაზად შეიზილეთ
• დაიბანეთ ხელები, სხვაგვარად შეიძლება ინფექცია გაავრცელოთ თქვენი კანის სხვა ნაწილებში ან სხვა ადამიანებში.
თუ კანის დაზიანებული ნაწილი ხელის ან ფეხის თითებს შორის ან დუნდულოებზე, მკერდზე ან იღლიის და საზარდულის მიდამოშია, შეიძლება ეს ნაწილი ბინტით დაფაროთ, განსაკუთრებით ღამით. ბინტის გამოყენებისას კრემის ყოველი წასმისას გაწმინდეთ ის.
მკურნალიბას შეიძლება დაეხმაროს დაზიანებული ადგილის სუფთად შენარჩუნება რეგულარული დაბანით. კანი ნაზად გააშრეთ ნელი შეხებით, არ გახეხოთ. ქავილის შემთხვევაშიც არ დაკაწროთ მიდამო რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის უფრო მეტი დაზიანება, შეანელოს შეხორცების პროცესი და გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში:
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის. ფუნგოსილი რეკომენდებული არ არის 16 წლამდე ბავშვებში გამოყენებისთვის.
ხანდაზმულები:
ფუნგოსილის გამოყენება შეიძლება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
განსაკუთრებული პირობები გამოყენებისთვის:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში არ არსებობის მონაცემები დოზის ცვლილების შესახებ.
დაიცავით ინსტრუქცია, თუ სხვა დანიშნულება არ მოგცათ ექიმმა.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა გამოიყენოთ ფუნგოსილი. მკურნალობა ადრე არ შეწყვიტოთ, რადგან ფუნგოსოლით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გაუარესება.
თუ გრჩებათ შთაბეჭდილება რომ ფუნგოსილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფუნგოსილი
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი კრემი, კანიდან ფუნგოსილის მოშორება საკმარისია. ეს დამაზიანებელი არ იქნება.
თუ თქვენ ან სხვამ განსაკუთრებით ბავშვმა შემთხვევით კრემი გადაყლაპა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ისინი გეტყვიან რა უნდა გააკეთოთ.
თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ფუნგოსილი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფუნგოსილის მიღება
თუ დაგავიწყდათ წასმა, კრემი წაისვით რაც შეიძლება მალე, შემდეგ მკურნალობა ჩვეულებრივ განაგრძეთ. თუ მხოლოდ გახსოვთ შემდგომი წასმის დრო, კრემი ჩვეულებრივ წაისვით.
გამოიყენეთ კრემი დანიშნულებისამებრ. თუ წასმა დაგავიწყდათ, ინფექცია შეიძლება ხელახლა განვითარდეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირებისთვის.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ფუნგოსილის მიღების შეწყვეტისას
თუ წყვეტთ ფუნგოსილით მკურნალობას, დაავადება შეიძლება გაუარესდეს. მკურნალობა არ მოხსნათ სანამ ამას ექიმი არ გეტყვით.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ფუნგოსილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები განსაზღვრულია შემდეგი კატეგორიებით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-იდან მინიმუმ 1 შემთხვევაში.
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-იდან 1-ზე ნაკლებ მაგრამ 100-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში;
ნაკლებად ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-იდან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგს:
ხშირი:
• კანის აქერცვლა (კანის ექსფოლიაცია)
• ქავილი (პრურიტუსი)
ნაკლებად ხშირი:
• კანის დაზიანება
• კანის გარქოვანება
• კანის დაავადება
• კანის დისკოლორაცია (პიგმენტაციის დარღვევა)
• სიწითლე (ერითემა)
• კანის წვის შეგრძნება
• ტკივილი
• ტკივილი გამოყენების ადგილას
• წასმის ადგილის გაღიზიანება
იშვიათი:
• თვალის გაღიზიანება
• კანის სიმშრალე
• კანის გამონაყარი და ქავილი (კონტაქტური დერმატიტი)
• კანის გამონაყარი, რომელსაც ახლავს ქავილი, სიწითლე და წვის შეგრძნება (ეგზემა)
• კანის მდგომარეობის გაუარესება
უცნობია:
ეს გვერდითი ეფექტები დაფუძნებულია პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაზე და სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების გამოყენებით:
• ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა)
• კანის გამონაყარი
ეს არის ფუნგოსილის მსუბუქი გვერდითი ეფექტები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღნიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გთხოვთ აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, იმ მოვლენების გარდა, რომლებიც ბროშურაში აღნიშნული არ არის. დამატებით, გთხოვთ შეატყობინოთ განცდილი გვერდითი ეფექტები თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ნახატზე დაჭერით - “გვერდითი ეფექტების შეტყობინება” საიტზე www.tick.gov.tr
ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მიღებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ ინახება ფუნგოსილი?
ფუნგოსილი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25oC-ზე დაბლა.
ტუბი შეინახეთ მჭიდროდ დახურული.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად
არ გამოიყენოთ ფუნგოსილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
Santa Farma İlaç San. A.Ş.
Okmeydanı, Boruçiçeği Sokak, No: 16 34382 Şişli-İSTANBUL
ტელ: (+90 212) 220 64 00
ფაქსი: (+90 212) 222 57 59