ფუნგოსილი 250მგ #28ტ

84195
მარაგშია
85.45 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმონოკომპონენტური პრეპარატები ჯენერიკიTerbinafinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
85.45 

ფუნგოსილი® 250 მგ ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისთვის.


აქტიური ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი შეიცავს ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს, რომელიც არის 250მგ ტერბინაფინის ფუძის ექვივალენტური.

შემავსებლები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი.

მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
• შეინახეთ ბროშურა, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

• ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს, ეს შეიძლება მათვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც თუ მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.

• ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ რომ ამ წამალს იღებთ.

• მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია. არ მიიღოთ რეკომენდებულზე დაბალი ან მაღალი დოზა.

ამ ბროშურაში შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგი ინფორმაცია:

1. რა არის ფუნგოსილი®და რისთვის გამოიყენება
2. ფუნგოსილის მიღებამდე®
3. როგორ მიიღება ფუნგოსილი®
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფუნგოსილი®
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ფუნგოსილი®და რისთვის გამოიყენება
ფუნგოსილი® გამოდის ბლისტერულ შეფუთვებში, თითოეულში 14 და 28 ტაბლეტი. ტაბლეტები არის თეთრი ან ყვითელი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები. ერთ მხარეს T25 ლოგო ნაზოლით.
ფუნგოსილის® ტაბლეტები შეიცავს აქტიური ინგრედიენტის სახით ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს და მიეკუთვნება მედიკამენტების სოკოს საწინააღმდეგო კლასს.

ფუნგოსილის® ტაბლეტები გამოიყენება ხელის და ფეხის თითების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ასევე საფუარა სოკოების მიერ გამოწვეული კანის ინფექციების საკმურნალოდ. თავის ქალას, თმის, საზარდულის, ორგანიზმის სხვა ნაწილების სირსველის სამკურნალოდ. ფუნგოსილის® ტაბლეტები ასევე გამოიყენება ე.წ. ,, ტინეა პედის’’ სამკურნალოდ.
პერორალურად მიღებისას ტერბინაფინი იწვევს პათოლოგიის გამომწვევი სოკოების ზრდის შეჩერებას ან განადგურებას.

2. რა უნდა იცოდეთ ფუნგოსილის® მიღებამდე
არ მიიღოთ ფუნგოსილი:
თუ ალერგიული ხართ (გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა) ფუნგოსილის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია გამოყენების ინსტრუქციაში.
თუ წარსულში გქონდათ ან ამჟამად გაქვთ ღვიძლის პრობლემები
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები.

ფუნგოსილის გამოყენებისას საჭირო სიფრთხილე, თუ:
• იყენებთ სხვა მედიკამენტებს (იხ. გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად).
• გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, უჩვეულო დაღლილობა; კანის და თვალების სიყვითლე; შარდის გამუქება და მკრთალი განავალი (ღვიძლის პრობლემების ნიშანი). ფუნგოსილით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ტესტებს ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგისთვის. ანომალური შედეგების შემთხვევაში შეიძლება ფუნგოსილის შეწყვეტა მოგიწიოთ.
• თუ აღგენიშნებათ გამონაყარი, სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ვეზიკულები, კანის პრობლემები, როგორიცაა დესქვამაცია, ცხელება (შესაძლოა კანის მწვავე რეაქციების სიმპტომები), სისხლის სპეციფიური თეთრი უჯრედების მომატება, რაც იწვევს კანის აქერცვლას (ეოზინოფილია);
• გაგაჩნიათ მასიური ლაქები მოწითალო/მკრთალი/ნაცრისფერი (ფსორიაზი) ან კანის გამონაყარი, ტკივილი სახსრებში, კუნთების დისკომფორტი ან მაღალი ტემპერატურა (კანის ან სისტემური წითელი მგლურა).
• თუ გაქვთ დაღლილობა, მოულოდნელი სისხლდენა, სისხლჩაქცევები ან ხშირი ინფექციები (სისხლის პრობლემების სიმპტომები);
• ამჟამად იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები, იხ. პარაგრაფი “გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად”. თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ ან როდესმე გეხებოდათ მიმართეთ ექიმს.

ფუნგოსილი® საკვებთან და სასმელთან ერთად
ფუნგოსილის® ტაბლეტების მიღება შეიძლება კვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
თქვენი ექიმი განიხილავს ფუნგოსილის ორსულობის დროს გამოყენების შესაძლო რისკს.
თუ ორსულად ხართ ან ორსულობას ეჭვობთ, მიმართეთ ექიმს.
თუ სხვაგვარად არ იქნება დოკუმენტირებული ექიმის მიერ, ფუნგოსილი ორსულობის დროს არ უნდა გამოიყენოთ.
თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია
ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული ფუნგოსილის® მიღება. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
თუ ფუნგოსილის® ტაბლეტების მიღებისას გრძნობთ ძილიანობას თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისგან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფუნგოსილის® ზოგიერთი შემავსებლის შესახებ
თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფუნგოსილის რომელიმე შემავსებლის მიმართ, ინგრედიენტებით გამოწვეული გვერდითი რეაქციები ნაკლებსავარაუდოა.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება:
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ საშუალებებს:
• ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, ანტიბიოტიკიები (მაგ. რიფამპიცინი)
• კოფეინი
• განწყობის დარღვევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები 1A, 1B და 1C კლასის ჩათვლით, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორი ტიპი B და ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი).
• გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (ანტი-არითმული საშუალებები როგორიცაა პროპაფენონი, ამიოდარონი).
• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკრუნალოდ (ზოგიერთი ბეტა-ბლოკერი, როგორიცაა მეტოპროლოლი).
• ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ (მაგ., ციმეტიდინი)
• სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული მედიკამენტები (მაგ., ფლუკონაზოლი, კეტოკონაზოლი).
• ხველის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ., დექსტრომეტორფანი).
• მედიკამენტი, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის კონტროლისთვის , რათა თავიდან იქნას აცილებული ტრანსპლანტირებული ორგანოების უარყოფა .
• ვარფარინი, სისხლის გამათხელებელი საშუალება.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტის მიღებას.

3. როგორ მიიღება ფუნგოსილი®?
ინსტრუქცია შესაბამისი გამოყენებისთვის და დოზირების/მიღების სიხშირისთვის
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ფუნგოსილის® ეფექტი მოსალოდნელზე ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები:
ნორმალური დოზაა 250მგ ტაბლეტი, დღეში ერთხელ.

ბავშვები:
ფუნგოსილის გამოყენების გამოცდილება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (წონა ჩვეულებრივ 12კგ-ზე ნაკლები) არ არსებობს.
≥ 2 წლის ბავშვებში დოზირების ცვლილება ხდება წონის მიხედვით.
20-40კგ წონის ბავშვებში: 125მგ დღეში ერთხელ (1/2 ტაბლეტი ფუნგოსილი®)
> 40კგ წონის ბავშვებში: 250მგ დღეში ერთხელ (1 ტაბლეტი ფუნგოსილი®)

როდის მიიღება ფუნგოსილი®?
მედიკამენტი მიიღეთ დღის ერთსა და იმავე დროს, რათა გახსოვდეთ მკურნალობის გეგმა. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ფუნგოსილის გამოყენება?
ეს დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, სიმწვავეზე და ადგილზე. ექიმი გეტყვით ზუსტად რამდენი ხნით უნდა მიიღოთ ტაბლეტები.
ნორმალური მკურნალობის ხანგრძლივობა შემდეგია:
ფეხის სოკოვანი ინფექციებისთვის (თინეა) (ათლეტის ტერფი) ფუნგოსილის ზოგადად გამოიყენება 2-6 კვირის განმავლობაში.
საზარდულის და ორგანიზმის სხვა ნაწილების სოკოვანი (თინეა) და საფუარა ინფექციები, ფუნგოსილი ® ჩვეულებრივ გამოიყენება 2-4 კვირის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია ტაბლეტების ყოველდღე მიღება ექიმის მიერ განსაზღვრული ხანგრძლივობით. ეს უზრუნველყოფს ინფექციის სრულ გაქრობას და მინიმუმამდე იქნება დასული რეციდივის რისკი.

თმისა და თავის ქალას ინფექციები:
თავის ქალას და თმის სოკოვანი ინფექციებისთვის მკურნალობის ნორმალური ხანგრძლივობაა 4 კვირა.

ფრჩხილების ინფექციები:
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები ჩვეულებრივ კანის სოკოვან იფენქციებზე გაცილებით ნელა იკურნება. ფრჩხილის ინფექციების უმრავლესობისათვის ფუნგოსილის® ტაბლეტები უნდა გამოიყენონ 6-12 კვირის განმავლობაში.

ხელის თითების ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები:
უმრავლეს შემთხვევებში ადექვატურია მკურნალობის 6 კვირიანი კურსი

ცერა თითის ინფექციები
უმრავლეს შემთხვევებში ადექვატურია მკურნალობის 12 კვირიანი კურსი.
მკურნალობის უფრო დიდი ხანგრძლივობა შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრჩხილების არაადექვატური ზრდა. თქვენი ექიმი ამას თქვენთან ერთად განიხილავს.

გამოყენების სიხშირე და მეთოდი
ფუნგოსილის® ტაბლეტები მიიღება პერორალურად. ფუნგოსილის მიღება შეგიძლიათ კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი გადაყლაპეთ ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
არსებობს სხვა ნაბიჯები, რომლებსაც უნდა მიმართოთ ინფექციის გაქრობისთვის და დარწმუნდეთ რომ ის ხელახლა აღარ განვითარდება. მაგალითად, ინფიცირებული ადგილის მშრალად და გრილად შენახვა, ყოველდღე ტანსაცმლის გამოცვლა, რომელიც პირდაპირ კონტაქტშია ინფიცირებულ ადგილთან.

ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (2-17 წლამდე)
ფუნგოსილის გამოყენება შეიძლება 2 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში და ბავშვებში. თქვენი ექიმი დოზას შეცვლის ასაკის და წონის მიხედვით.
ფუნგოსილის ტაბლეტები რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არსებობს ამ ასაკობრივ ჯგუფში კლინიკური გამოცდილება.


გამოყენება ხანდაზმულებში ≥65 წელი თუ ხართ 65 წლის და უფროსი ასაკის, შეგიძლიათ ფუნგოსილის იგივე დოზის მიღება, რომელსაც იღებენ ახალგაზრდა ინდივიდები, ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტები უდნა შეფასდნენ ღვიძლის ან თირკმლის დისფუნქციის შესაძლებლობის გათვალისწინებით. უნდა გაითვალისწინონ არსებული ღვიძლის ან თირკლის პრობლემის პოტენციალი ფუნგოსილის ხანდაზმულებში დანიშვნისას.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები ღვიძლის/თირკმლის უკმარისობისთვის

თუ გქონდათ ან ამჟამად გაქვთ ღვიძლის ან თირკლის პრობლემები, ფუნგოსილის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მიყევით ამ ინსტრუქციას თუ არ გაქვთ ექიმის სხვანაირი რეკომენდაცია.

ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ფუნგოსილი®. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ფუნგოსილის® შეწყვეტამ შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ფუნგოსილის® ეფექტი მოსალოდნელზე ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფუნგოსილი®
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფუნგოსილი®, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმრება. ეს აგრეთვე ეხება სხვა პირებსაც, რომლებმაც შემთხვევით მიიღეს თქვენი წამალი. ფუნგოსილის® დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, სისუსტეს, მუცლის ტკივილს ან თავბრუსხვევას.

რა უნდა გააკეთოთ თუ დაგავიწყდათ ფუნგოსილის მიღება
მიიღეთ მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ, თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილი არ არის 4 საათზე ნაკლები. ამ შემთხვევაში მოიცადეთ შემდეგი ტაბლეტის მიღებამდე. შემდეგ მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეული სქემით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.

შესაძლო ეფექტები ფუნგოსილით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
ფუნგოსილით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა. მკურნალობა არ შეწყვიტოთ თუ ეს ექიმმა არ გირჩიათ.

4. როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?
როგორც ყველა მედიკამენტმა, ფუნგოსილმა® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები სუბიექტებში, რომლებიც სენსიტიური არიან ერთი ან მეტი ინგრედიენტისადმი.
ფუნგოსილით® მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს და ეძებეთ გადაუდებელი დახმარება.
• ფუნგოსილმა შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები, რაც შეიძლება იყოს მწვავე ძალიან იშვიათ შემთხვევებში.
• აღწერილია სისხლის უჯრედების გარკვეული ტიპის დაქვეითების, აუტოიმუნური მდგომარეობის (მადგომარეობა, რომელიც მოქმედებს იმუნურ სისტემაზე (მგლურა)) ან კანის მწვავე რეაქციების შემთხვევები.
• სისხლძარღვების, პანკრეასის ანთება.
ეს წარმოადგენს ძალიან იშვიათ გვერდით ეფექტს.
თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, შეიძლება სერიოზული ალერგია გქონდეთ ფუნგოსილის მიმართ, რაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.
გვერდითი ეფექტები იშვიათად ვითარდება.

შეწყვიტეთ ტაბლეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:
• აუხსნელი გახანგრძლივებული გულისრევა, კუჭის პრობლემები, მადის დაკარგვა, ანომალური დაღლილობა ან სისუსტე.
• კანის და თვალების გაყვითლება. უჩვეულოდ მუქი შარდი ან ღია განავალი (ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის პრობლემებზე).
• ცხელება, წვა, ყელის სიმშრალე ან ორალური წყლულები და დაღლილობა ინექციების ან ინფექციების მომატებული სიხშირის გამო.
• მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (სისხლის გარკვეული ტიპი უჯრედების მდგომარეობის შესაძლო ნიშნები).
• სუნთქვის გაძნებელა, ძილიანობა, შეშუპება განსაკუთრებით სახეზე და ყელზე, ალები, მაღალი ცხელება ან ლიმფური კვანძების შეშუპება/გადიდება (მწვავე ალერგიული რეაქციების შესაძლო ნიშნები)
• სიმპტომები როგორიცაა გამონაყარი, ცხელება, ქავილი, დაღლილობა ან თუ შენიშნავთ იისფერი ლაქების არსებობას კანის ზედაპირის ქვეშ (სისხლძარღვების ანთების ნიშნები).
• კანის გამონაყარი ან სიწითლე, ტუჩების, თვალების ან პირის ღრუს ბუშტუკები, კანის აქერცვლა და ცხელება.
• კუჭის ზედა ნაწილის მწვავე ტკივილი, რომელიც ვრცელდება ზურგისკენ (პანკრეასის შესაძლო ნიშნები).
• კუნთების მოულოდნელი სისუსტე ან ტკივილი, ან მუქი (წითელი-ყავისფერი) შარდი (კუნთების უჯრედების შესაძლო დაშლა).

ეს ყველა სერიოზული გვერდითი ეფექტია და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგს:
გვერდითი ეფექტების სიხშირე კატეგორიზებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი:
ხშირი:
ნაკლებად ხშირი:
იშვიათი:
ძალიან იშვიათი:
სიხშირე უცნობია:

≥ 1/10 პაციენტი
< 1/10 და ≥ 1/100 პაციენტი
< 1/100 და≥ 1/1000 პაციენტი < 1/1000 პაციენტი
< 1/10000 პაციენტი ვითარდება ძალიან მცირე რაოდენობით პაციენტში, სიხშირის ანალიზი.

ძალიან ხშირი:
თავის ტკივილი
გულისრევა
მუცლის მსუბუქი ტკივილი
გულძმარვა საკვების მიღების შემდეგ
დიარეა
შებერილობა ან ნაწლავში აირები
მადის დაკარგვა
გამონაყარი (ქავილი)
სახსრების და კუნთების ტკივილი


ხშირი:
განწყობის დარღვევა (დეპრესია)
გემოს ცვლილება/ დაკარგვა
თავბრუსხვევა
მხედველობის დარღვევები
დაღლილობა

ნაკლებად ხშირი
ანომალურად მკრთალი კანი , ლორწოვანის ან ფრჩხილების
უჩვეულო დაღლილობა, სისუსტე ან სუნთქვის უკმარისობა ფიზიკურად დატვირთვის დროს (სისხლის წითელ უჯრედებზე გავლენის შესაძლო ნიშნები )
შფოთვა
-კანის ჩხვლეტა, დაბუჟება ან შეხების შეგრძნების დაქვეითება, მზის სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა.
ანომალური სმენა,
მაღალი ცხელება
წონაში კლება

იშვიათი
თვალების და კანის მოყვითალო შეფერილობა (ღვიძლის პრობლემები, ღვიძლის ანომალური ფუნქციური ტესტები.)

ძალიან იშვიათი:
სისხლის გარკვეული უჯრედების დაქვეითებული რაოდენობა
მგლურა (იმუნური სისტემის დარღვევა)
კანის მწვავე რეაქციები
ალერგიული რეაქციები
ფსორიაზის მსგავსი კანის გამონაყარი (მარგალიტისფერი-ნაცრისფერი გამონაყარი)
ფსორიაზის გაუარესება
კანის აქერცვლა
თმის ცვენა

აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები
მწვავე ალერგიული რეაქციები ან ინფექციები
სისხლის უჯრედების ანთება
ყნოსვის შეგრძნების დარღვევა (მაგ., ყნოსვის შეგრძნების პერმანენტული დაქვეითება).
ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება
მხედველობის დაბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება
პანკრეასის მწვავე ანთება
კანის გამონაყარი, რაც გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების სპეციფიური ტიპის რაოდენობის მომატებით.
გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ., დაღლილობა, წვა, ყელის სიმშრალე, სახსრების და კუნთების ტკივილი)
კუნთის ენზიმის მომატებული კონცენტრაცია (კრეატინ ფოსფოკინაზა).
თუ აღგენიშნებათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება ფუნგოსილი®
შეინახეთ ფუნგოსილი® ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30° ჩ-მდე.

შეამოწმეთ ვარგისობის ვადა შეფუთვაზე
არ გამოიყენოთ ფუნგოსილი® შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შენიშნავთ პროდუქტის და/ან მისი შეფუთვის დაზიანებას, ფუნგოსილი® არ გამოიყენოთ

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

Santa Farma İlaç San. A.Ş.

Okmeydanı, Boruçiçeği Sokak,

No: 16 34382

Şişli-İSTANBUL

ტელ: (+90 212) 220 64 00
ფაქსი: (+90 212) 222 57 59

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა 1
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
ისანი
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
სამგორი
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის 1 შესახვევიN12
მარაგშია
ვაკე
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
ბათუმი 25
აღმაშენებლის N1
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
იმერეთი
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
თერჯოლა 1
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
გურია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 3
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
შიდა ქართლი
ტყვიავი
გორი, სოფ.ტყვიავი
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 173
დაბა კოჯორი,იუნკერთა ქ.31
მარაგშია
ერთად ყიდულობენ