რიტო 120 120მგ #20ტ

85026
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიEtoricoxibum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

OpsoninPharma Limited    

რიტო 120 

რიტო 120 ეტორიკოქსიბი

ათქ კოდი: MO1 AH05

აღწერა:

ეტორიკოქსიბი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და სიცხის დამწევ მოქმედებებს. არის ძლიერი, ორალურად აქტიური, მაღალსელექციური ციკლოოქსიგენაზა-2-ის (კოქს-2) ინჰიბიტორი კლინიკური დოზის დიაპოზონის ფარგლებში და მის ზემოთ.

მოქმედების  მექანიზმი:

ეტორიკოქსიბი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და სიცხის დამწევ ოქმედებებს ციკლოოქსოგენაზა-2-ის (ცოქს) ფერმენტის დათრგუნვით და ამცირებს ამ კლინიკურ ნიშნებს და სიმპტომებს შემცირებული კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობით და  თრომბოციტების  ფუნქციაზე  ეფექტების გარეშე.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებული ეტორიკოქსიბი კარგად შეიწოვება. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. საკვებთან ერთად დოზის მიღება გავლენას არ ახდენს ეტორიკოქსიბის შეწოვაზე. 120 მგ დოზის მიღებისშემდეგ. აბსორბციის სიჩქარეზე ხდება ზემოქმედება, რის შედეგადაც Cmax მცირდება 36%ით, ხოლო Tmax იზრდება 2 საათით. ეტორიკოქსიბი დაახლოებით 92%-ით უკავშირდება ადამიანის პლაზმურ ცილებს 0,05-დან 5 µგ/მლ კონცენტრაციის ფარგლებში. ეტორიკოქსიბი სელიმინაცია ხდება თითქმის მხოლოდ მეტაბოლიზმით, რის შემდეგაც  მიმდინარეობს  თირკმლისმიერი  ექსკრეცია.

შემადგენლობა:

რიტო®120 ტაბლეტი: ყოველი აპკიანი გარსით დაფარული  ტაბლეტი  შეიცავს 120 მგ ეტორიკოქსიბს (საერთაშორისო  არადაპატენტებული  დასახელება). 

რიტო® (ეტორიკოქსიბი) ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების მოსახსნელად შემდეგი მდგომარეობებისას:

  • ოსტეოართრიტი
  • რევმატოიდული  ართრიტი
  • სხვა  ქრონიკული  ჩონჩხ-კუნთოვანი  დარღვევები
  • მწვავე  პოდაგრა
  • დისმენორეა
  • სტომატოლოგიური  ქირურგიის  შემდეგ.

დოზირება  და  მიღების  წესი:

მოზრდილები და მოზარდები 16 წლის ასაკისზემოთ:

  • ოსტეოართრიტი, ქრონიკული ჩონჩხ-კუნთოვანი დარღვევები და დისმენორეა: 60 მგ დღეში ერთხელ
  • რევმატოიდული  ართრიტი:  90 მგ  დღეში  ერთხელ
  • ტკივილი სტომატოლოგიური ქირურგიის და მწვავე პოდაგრის შემდეგ: 120 მგ დღეში ერთხელ

ეტორიკოქსიბის უსაფრთხოება და ეფექტიანობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები:

ეტორიკოქსიბი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ეტორიკოქსიბის მიმართ, აღენიშნებათ აქტიური პეპტიკურიწყლულიან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ასთმის ნიშნები, მწვავერინიტი, ნაზალური პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის გამონაყარი, აცეტილსალიცილ მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნაწლავების ანთებითი დაავადება, გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობა, ბავშვებსა და მოზარდებში 16 წლამდე. იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მოპროგრესირე თირკმლის დაავადება, რეკომენდებული  არ  არის  ამ  პრეპარატით  მკურნალობა.

გვერდითი  ეფექტები:

პირის სიმშრალე, გემოს დარღვევა, წყლულები პირის ღრუში, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, მადისა და წონის ცვლილებები, ტკივილი გულ-მკერდის არეში, დაღლილობა, პარესთეზია, გრიპის მაგვარი სინდრომი და მიალგია.

გამოყენება  ორსულობისა  და  ლაქტაციის  პერიოდში:

როგორც სხვა ისეთი პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინის სინთეზს, ამ პრეპარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული გვიანი ორსულობისას, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა. გამოიყენება ორსულობის პირველ ორტრიმესტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. ცნობილი  არ  არის  გადადის თუ  არა  დედის  რძეში. 

სიფრთხილის  ზომები:

აუცილებელია იმ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ტესტების რეგულარულად ჩატარება, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დისფუნქციის მანიშნებელი სიმპტომები და/ან ნიშნები ან, რომლებშიც ღვიძლის ფუნქციის ანალიზისას დაფიქსირდა დარღვევა. თუ პერსისტენტულად აღინიშნება დარღვევები ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში (ნორმის ზედა ზღვარზე სამჯერ მეტი), მისი მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც მანამდე აღინიშნა ასთმის მწვავე შეტევები, ჭინჭრის გამონაყარი ან რინიტი, რომლებიც გამოიწვეული იყოს ალიცილატებით ან არასელექციური ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორებით. შეიძლება შენიღბოს ცხელება, რომელიც ინფექციის ნიშანია. 

ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან:

ეტორიკოქსიბთან ურთიერთქმედებენ ორალური ანტიკოაგულანტები, დიურეზულები და აგფინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა, ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, ლითიუმი, მეთოტრექსატი, ორალური კონტრაცეპტივები, პრედნიზონი/პრედნიზოლონი, დიგოქსინი, სულფოტრანსფერაზების (ეთინილესტრადიოლი) მიერ მეტაბოლიზებული პრეპარატები, CYP იზოფერმენტებით მეტაბოლიზებული პრეპარატები, კეტოკონაზოლი, რიფამპიცინი და ანტაციდები.

შენახვისპირობები:

შეინახეთ არა უმეტეს 300C-ზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა: რიტო® 120 ტაბლეტი: ყოველი კოლოფი შეიცავს 2X10 ტაბლეტს ბლისტერულ შეფუთვაში.

შენახვის ვადა: 2 წელი.

გაცემის  წესი:

ფარმაცევტული  პროდუქტის  ჯგუფი II,  გაიცემა  ფორმა  N3  რეცეპტით.

მწარმოებელი:Opsonin Pharma  Limited  ბარისალი, ბანგლადეში

® რეგისტრირებული  სავაჭრო  ნიშანი

მსგავსი პროდუქტები