ერბინოლი 1% 30გ კრემი

85604
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმონოკომპონენტური პრეპარატები ჯენერიკიTerbinafinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ერბინოლი 1% 30გ კრემი

 

შემადგენლობა
1 გრამი კრემი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი ვაზელინი, თხევადი პარაფინი, პოლისორბატ 80, ტროლამინი, ბენზილის სპირტი, გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტერბინაფინი წარმოადგენს ალილამინს და გააჩნია ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სოკოს უჯრედის მემბრანაში სტერინების ბიოსინთეზის ადრეული ეტაპის სპეციფიკურ დათრგუნვასთან. ეს იწვევს ერგოსტერინის დეფიციტს და სკვალენის უჯრედშიდა დაგროვებას, რაც განაპირობებს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სოკოების უჯრედების მემბრანებში სკვალენეპოქსიდაზას ინჰიბირების გზით. ეს ფერმენტი არ მიეკუთვნება ციტოქრომ P450 სისტემას, ამიტომ ერბინოლი გავლენას არ ახდენს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ტერბინაფინი მოქმედებს დერმატოფიტებზე, საფუარას მსგავს და ობის სოკოებზე, და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებზე. დაბალ კონცენტრაციებში ავლენს ფუნგიციდურ აქტივობას დერმატოფიტებთან (Trychophyton rubrum, Trychophyton mentagrophytes, Trychophyton verrucosum, Trychophyton violaceum, Trychophyton tonsurans, Microsporum canis, Epidermophyton floccosum), ობის სოკოებთან (მათ შორის Aspergillus, Cladosporium, Scopulariopsis brevicaulis) დამოკიდებულებაში. Candida - ს გვარის საფუარას სოკოებზე (ძირითადად Candida albicans) მოქმედება შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატური. ადგილობრივი გამოყენებისას ტერბინაფინი აქტიურია აგრეთვე ქატოსებრი (ნაირფერი) ლიქენის გამომწვევის - Pityrosporum orbiculare (Malassezia furfur) მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
გარეგანი გამოყენებისას ტერბინაფინი სწრაფად აღწევს კანის დერმალურ შრეში და გროვდება რქოვანას ლიპოფილურ შრეში. ტერბინაფინი ასევე აღწევს ცხიმის ჯირკვლების სეკრეტში, რის შედეგადაც თმის ფოლიკულებსა და ფრჩხილებში იქმნება მაღალი კონცენტრაცია. შეიწოვება დოზის 5%-ზე ნაკლები, ამიტომ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ტერბინაფინის აბსორბცია უმნიშვნელოა.
გარეგანი გამოყენებისას არ არის გამორიცხული სამკურნალო საშუალების მოხვედრა დედის რძეში.

ჩვენებები
- კანის სოკოვანი ინფექციები: ტერფის მიკოზები (tinea pedis), საზარდულის ეპიდერმოფიტია (tinea cruris), სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაზიანებები (tinea corporis), გამოწვეული დერმატოფიტებით Trichophyton spp., მ.შ., Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton violaceum, Microsporum canis და Epidermophyton floccosum; 
- საფუარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციები, ძირითადად Candida-ს გვარის (მაგ. C. albicans);
- ნაირფერი ლიქენი, გამოწვეული Malassezia furfur-ის მიერ.

მიღების წესები და დოზები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში ჩვენების მიხედვით. პრეპარატის დატანამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთის გულმოდგინედ გასუფთავება და გაშრობა. კრემის თხელ შრეს დაიტანენ დაზიანებულ კანსა და მოსაზღვრე ნაწილებზე და ოდნავ შეიზელენ. 
გამოყელვის თანხლებით მიმდინარე ინფექციებისას (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებშორის მონაკვეთებში, დუნდულოებს შორის, საზარდულის მიდამოში), კრემის დატანის ადგილი შესაძლებელია დაიფაროს მარლით, განსაკუთრებით, ღამით. 

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა:
-ტერფის, ტანის, კოჭების დერმატომიკოზების დროს: დღე-ღამეში 1-ჯერ, გამოყენების ხანგრძლივობა - 1 კვირა.
-კანის კანდიდოზის დროს: დღე-ღამეში 1-2-ჯერ, 1-2 კვირა.
-ნაირფერი ლიქენის დროს: დღე-ღამეში 1-2-ჯერ, 2 კვირა.
სიმპტომების შემსუბუქება ჩვეულებრივ აღინიშნება რამოდენიმე დღეში. არარეგულარული მკურნალობის ან მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტისას შესაძლებელია ინფექციის რეციდივის განვითარება. თუ მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.
ხანდაზმულებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.
გამოყენება პედიატრიაში:
პრეპარატის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
სიწითლე დატანის ადგილზე, წვის ან ქავილის შეგრძნება, თუმცა ეს გამოვლინებები იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, რომელთა განვითარებაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობის პერიოდში ერბინოლის გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი აღემატება ნაყოფისათვის არსებულ პოტენციურ რისკს. ტერბინაფინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
უნდა მოვერიდოთ პრეპარატის თვალში მოხვედრას. კრემის თვალში შემთხვევით მოხვედრისას აუცილებლია გამდინარე წყლით გამორეცხვა.
ერბინოლით მკურნალობისას საჭიროა ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვა განმეორებითი ინფიცირების (თეთრეულის, ფეხსაცმლის გზით) თავიდან აცილების მიზნით. 
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ცეტოსტეარილის სპირტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები (მაგ.: კონტაქტური დერმატიტი). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვასა და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბება ნაკლებად დამაჯერებელია. შესაძლებელია მხოლოდ შემთხვევით პრეპარატის შიგნით მიღების შემთხვევაში.
სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა.
მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის გამოყენება და კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში შემანარჩუნებელი სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ერბინოლის რაიმე სახის ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).