პენტაქსოლი 0.015% 15მლ თვ/წვეთ

85640
-29%
მარაგშია
24.85 
17.52 
დანაზოგი: 7.33 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიკატარაქტის დროს ხმარებული პრეპარატები ჯენერიკიAzapentacenum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
24.85 
17.52 
დანაზოგი: 7.33 ₾ (29%)

პენტაქსოლი
PPENTAXOL

სავაჭრო დასახელება პენტაქსოლი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება აზაპენტაცენი, Azapentacene
სამკურნალო ფორმა თვალის წვეთები, 0,015% ხსნარი
აღწერა: ღია-წითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი, არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის აზაპენტაცენის პოლისულფონატი 0,15 მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი დეკაჰიდრატი, კალიუმის ქლორიდი, თიმეროსალი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბეზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01XA
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პენტაქსოლი ანელებს ბროლის დეგენერაციას, ამით აფერხებს ან აკავებს კატარაქტის განვითარებას. ასტიმულირებს პროტეოლიზურ ფერმენტებს, რომლებიც არსებობს თვალის წინა საკნის სითხეში; აინჰიბირებს ქინოიდური შეერთებების წარმოშობას და ხელს უშლის მათ მიერ მავნე ზეგავლენას ბროლის ცილებზე. იცავს ბროლის ცილების სულფჰიდრილურ ჯგუფებს ჟანგვისგან და ხელს უწყობს არაგამჭვირვალე კომპლექსების გაწოვას.
ჩვენებები გამოყენებაზე
- მოხუცებულობითი კატარაქტა;
- ტრავმული კატარაქტა;
- თანდაყოლილი კატარაქტა;
- მეორადი კატარაქტა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
წამლების ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დღეისათვის დადგენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
პენტაქსოლი დანიშნულია ხანგრძლივი თერაპიისთვის. არ არის რეკომენდებული მკურნალობის შეწყვეტა სწრაფი გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი.
პაციენტებმა, რომლებიც ხმარობენ კონტაქტურ ლინზებს, პენტაქსოლი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ლინზების მოხსნის შემდეგ და ჩადგმა შეუძლიათ მხოლოდ პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.
პრეპარატის თითოეული გამოყენების შემდეგ, საჭიროა ფლაკონის დახურვა. არ უნდა შეეხოთ თვალს წვეთოვანის წვერით.
გამოყენება პედიატრიაში
საკმარისი გამოცდილება პენტაქსოლის გამოყენებაზე ბავშვებში არ არსებობს. ბავშვებში პენტაქსოლის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების პოტენციურ რისკს.
ორსულობა და ლაქტაცია
საკმარისი გამოცდილება პენტაქსოლის გამოყენებაზე ორსულობის დროს და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არ არსებობს. პენტაქსოლის გამოყენება ორსულ ქალებსა და მეძუძურ დედებში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების პოტენციურ რისკს ნაყოფსა და ბავშვისთვის.
გავლენა სატრანსპორტო მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებისთვის, რომლებსაც ინსტილაციის შემდეგ ერღვევათ მხედველობის სიმახვილე, არ არის რეკომენდებული ჩაწვეთებისთანავე მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან, ან რაიმე სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა, რომლებიც მოითხოვენ მახვილ მხედველობას.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი უნდა ჩაიწვეთოთ დაზიანებულ თვალში 1-2 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
პრეპარატი დანიშნულია ხანგრძლივი თერაპიისთვის. არ არის რეკომენდებული მკურნალობის შეწყვეტა, სწრაფი კლინიკური გაუმჯობესების დადგომის შემთხვევაშიც კი.
დოზის გადაჭარბება
შიგნით შემთხვევითი მიღებისას არ არის დადგენილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები. ზედმეტი პრეპარატის მოშორება შესაძლებელია თბილი გამდინარე წყლით.
გვერდითი მოქმედებები
ჩვენებით რეკომენდებულ დოზებში მიღებისას, გვერდითი მოქმედებები არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადა
შეინახეთ ტემპერატურაზე 15-25ºC ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას. ფლაკონის გახსნის შემდეგ, წვეთები უნდა გამოიყენოთ 4 კვირის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
შეფუთვა
პლასტიკის ფლაკონი-წვეთოვანი 15 მლ.
ფლაკონი-საწვეთური ფურცელ-დანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი
“კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, რუმინეთი, ილფოვი, 075100 ქ. ოტოპენი, ეროილორის ქ., #1ა
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს “ნექსტრა გრუპი”
საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ. 18.

მსგავსი პროდუქტები