ქოლესტილ-ოდესტონი 200მგ#50ტ

85705
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაღვლმდენი საშუალებები ჯენერიკიHymecromone გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ქოლესტილი

 200მგ ტაბლეტები

ჰიმეკრომონი

 

 გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას ვინაიდან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

- ინსტრუქცია უნდა შეინახოთ საჭიროებისას ხელახლა წასაკითხად

- ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

- სამედიცინო პროდუქტი გამოწერილია განსაკუთრებული პირისთვის. დაუშვებელია მისი ხელმისაწვდომობა სხვებისთვის. პრეპარატი შესაძლოა საზიანო იყოს სხვა პირისთვის მაშინაც კი, თუ დაავადების სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

- ნებისმიერი არასასურველი სიმპტომების განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემულ ინსტრუქციაში  საჭიროა ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის ინფორმირება. იხ. თავი 4.

ინსტრუქციის შინაარსი

1. რა არის ქოლესტილი და რა სახის სამედიცინო მდგომრეობებისთვის გამოიყენება

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქოლესტილის გამოყენებამდე

3. ქოლესტილის მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. შენახვის პირობები

6. კონტეინერის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ქოლესტილი და რა სახის სამედიცინო მდგომრეობებისთვის გამოიყენება

ჰიმეკრომონი არის კუმარინის წარმოებული. ახასიათებს სპაზმოლიზური  მოქმედება სანაღვლე გზების და ოდის სფინქტერის გლუვ კუნთებზე, ის ზრდის ნაღველის სეკრეციას და მის გამოყოფას სანაღვლე არხებით.

მოცემული მოქმედება იწვევს ქოლესტაზის და მოკავშირე სიმპტომების შემცირებას და ზრდის ქოლესტეროლის ელუაციას რაც ხელს უშლის ქოლესტერინის და ნაღვლის კენჭების წარმოქმნას.

ჩვენებები:

- დამატებით სპაზმური სანაღვლე გზების, დისკინეზიის, დისპეფსური დარღვევების სიმტპომურ მკურნალობაში

- სანაღვლე არხების ფუნქციური დარღვევა პაციენტებში გაურთულებელი ქოლელითიაზით

- პოსტოპერაციული ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე არხის სტატუსი და ასევე უმადობის, გულისრევის და ყაბზობის დროს რაც უკავშირდება ნაღვლის შემცირებულ სეკრეციას.

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებამდე

როდის არ უნდა მიიღოთ ქოლესტილი

- ჰიმეკრომონის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (მითითებულია პუნქტში 6)

- სანაღვლე გზების ობსტრუქცია

- ღვიძლის და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობა

- პაციენტებში წყლულოვანი კოლიტით და კრონის დაავადებით

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ქოლესტილით თერაპიამდე, პაციენტს ურჩევენ კონსულტაციისთვის მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თერაპია უნდა შეწყდეს ღვიძლის და/ან თირკმლის დისფუნქციის სიმპტომების დროს

საჭიროა სამედიცინო კონსულტაცია მაშინაც კი,  თუ ასეთი მდგომარეობები იყო წარსულში.

ქოლესტილი და სხვა სამედიცინო  პროდუქტები

საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება თანმხლებად მიღებული პრეპარატების შესახებ, მათ შორის რომელთა მიღებაც უნდა მოხდეს შემდგომში.

- მორფინი თრგუნავს ჰიმეკრომონის მოქმედებას

- ჰიმეკრომონის და მეტოკლოპრამიდის ერთობლივი თერაპია იწვევს ორივე თერაპიული საშუალების დასუსტებას

ქოლესტილი სასმელთან და საკვებთან ერთდ

პრეპარატი მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე

ქოლესტილი პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადებებით

პრეპარატი არ მიიღება პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით.

ქოლესტილი ხანდაზმულ პაციენტებში

არ არსებობს ხანდაზმულებში დოზის ცვლილების აუცილებლობა.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე. არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჰიმეკრომონის თერაპია ორსულებში შესაძლებელია მაშინ, როდესაც პრეპარატის  მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე პოტენციურ რისკს. პრეპარტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კოსნულტაცია.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლაქტაციის პერიოდში.

სამედიცინო პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

პრეპარატი არ არღვევს ფსიქოფიზიკურ უნარს, ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის შესაძლებლობას.

3. ქოლესტილის მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის  ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

მოზრდილები: 200-400 მგ (1-2 ტაბლეტი) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სამჯერ დღეში ორი კვირა. ტაბლეტები არ იყოფა. როდესაც გაქვთ შთაბეჭდილება რომ ქოლესტილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ქოლესტილის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება

არ არსებობს ინფორმაცია პრეპარტის ჭარბი დოზირების შესახებ.

პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ქოლესტილის მიღების გამოტოვება

ქოლესტილის გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ დაუყოვნებლივ.

არ არის რეკომენდებული ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4.  შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მთლიანობაში, ქოლესტილი კარგად გადაიტანება. შესაძლოა აღინიშნოს დიარეა, შებერილობა ან ზეწოლა კუჭზე და ჰიპერმგრძნობელობა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის ისეთის რომელიც არ არის მოცმული ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

გვერდითი ეფქტების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ პრეპარატების, სამედიცინო და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამედიცინო პროდუქტების ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტში:

იერუსალიმის ხეივანი 181C, 02-222 ვარშავა, ტელ.: +48 22 49 21 301, ფაქსი: +48 22 49 21 309

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეიძლება მწარმოებლისთვის.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება.

5. ქოლესტილის შენახვი სპირობები

ქოლესტილის შენახვა უნდა მოხდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მისი შენახვა უნდა მოხდეს ორიგინალ კონტეინერში არაუმეტეს 25°C-ზე. პროდუქტი არ გამოიყენება კონტეინერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

დაუშვებელია პრეპარტების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ფარმაცევტი გირჩევთ გამოუყენებელი პრეპარატების გადაგდების შესახებ. მსგავსი საქციელით დაიცავთ გარემოს.

6. კონტეინერის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სამედიცინო პროდუქტი ქოლესტილი

პროდუქტის აქტიური ნივთიერებაა ჰიმეკრომონი

ერთი ტაბლეტი შეიცავს 200მგ ჰიმეკრომონს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია კარტოფილის სახამებელი, A ტიპის ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი.

ქოლესტილის აღწერა და კონტეინერის შემადგენლობა

თეთრი ტაბლეტები ან მოყვითალო ფერის მრგვალი, ორმხრივად ბრტყელი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია ასო „Ch”

ტაბლეტები მოთავსებულია პვქ/ალ ფოლგის ბლისტერზე ან პოლიეთილენის კონტეინერებში მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

კონტეინერი მოიცავს 50 ტაბლეტს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ს.ს. ადამედ ფარმა

პიენკოვი, მ. ადამკევიჩის ქ. 6ა

05-152 ჩოსნუვი

მწარმოებელი

ს.ს. ადამედ ფარმა

პიენკოვი, მ. ადამკევიჩის ქ. 6ა

05-152 ჩოსნუვი

მსგავსი პროდუქტები