შელნეფრონი #30ტ

85764
-29%
მარაგშია
42.29 
30.14 
დანაზოგი: 12.15 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპრეპარატები ცისტიტის სიმპტომური მკურნალობისთვის ჯენერიკიVaccinium macrocarpon,Menthol,Borneol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
42.29 
30.14 
დანაზოგი: 12.15 ₾ (29%)

SHELNEPHRON

შელნეფრონი


შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: შტოში (Cranberry pwd) - 80 მგ; ორთოსიფონი (Ortosifon d.e) – 80 მგ; სიმინდის ულვაში(Corn stigm d.e) – 80მგ; მენთოლი (Mentha) -70მგ; სვია (Hop d.e.)- 70 მგ; ზღვისპირა ფიჭვი d.e. (Pinus pinaster d.e.)- 40 მგ; იტალიური სტაფილო Carrot d.e.  25 მგ;
ბორნეოლი (Borneolo) 15მგ
მაგნიუმის ციტრატი- 25 მგ; ორეგანო (o.e Origano)-10 მგ;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სალურეტიკი,უროსეპტიური, შარდმდენი, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ნაღველმდენი საშუალება.
შემადგენლობა: ტაბლეტი #30
ფარმაკოლოგიური თვისებები: შტოშს (Cranberry pwd) ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებები, მასში შემავალი პროანტოციანიდინები აფერხებს Eსცჰერიცჰია ცოლი-ს P ფიმბრინების ექსპრე¬სიას, რითაც ხელს უშლის ამ ბაქტერიის ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე. არღვევს Staphylococcus aureus-ის და შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმს შორის ლიგანდრეცეპტორულ კავშირს. შედეგად ხდება ბაქტერიული ინფექციის განვითარების პრევენცია. შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. ანტიოქსიდაციური მოქმედება - შტოშში შემავალი პროანტოციანიდინები თავისუფალი რადიკალების შებოჭვის უნარით ვიტამინზე ძლიერია. პროანტოციანიდინების მიღებისას პლაზმის ანტიოქსიდაციური მაჩვენებელი ბევრად აღემატება იმავე მაჩვენებელს C ვიტამინის მიღებისას. შედეგად ხდება ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დარღვევების პრევენცია და მკურნალობა. ნეფროპროტექცია - ანტიოქსიდაციური ეფექტის გამო შეუძლია ინფექციით გამოწვეული თირკმლის ოქსიდაციური დაზიანების პრევენცია. ზრდის შარდმჟავას და ოქსალის მჟავას.
გარდა ამისა შტოში აძლიერებს, ნიტროფურანების და სულფანილამიდების, მოქმედებას, კერძოდ პიელონეფრიტების და გინეკოლოგიური ანთებითი პროცესების მკურნალობის დროს. შტოშის გამოყენება რეკომენდებულია შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების დროს. შტოშის ერთ-ერთ კომპონენტს ურსოლის მჟავას აღენიშნება ძლიერი შარდმდენი მოქმედება, რაც ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ამასთანაა დაკავშირებული შტოშის ხშირი გამოყენება შარდგამომყოფი გზების ინფექციების და თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს.
ორთოსიფონი (Ortosiphon stamineus Benth). შეიცავს გლიკოზიდორთოსიფონინს (0.01%), ალკალოიდებს, ცხიმოვანზეთებს (2.7%), ღვინისმჟავას (1.5%), ლიმონმჟავას, ეთეროვანზეთებს (0.2-0.66%), საპონინებს, რომელთა გასაპვნის რეაქციების შემდეგ გამოიყოფა B – სიტოსტერინი და ტანინი.
მედიცინაში ორთოსიფონის პრეპარატები გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (რომელთაც თან ახლავს შეშუპებები, ალბუმინურია, აზოტემია), და თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს. ავადმყოფებში თავის ტვინის გამოხატუ¬ლი ათეროსკლეროზით და ჰიპერტონული დაავადებებით, რომელთაც თან ახლავს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევა ორთოსიფონის გამოყენებისას აღინიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება და დაავადებების რიგი სიმპტომების გაქრობა. შარდმდენ მოქმედებას თან ახლავს ორგანიზმიდან შარდმჟავას, შარდოვანას და ქლორიდების გამოყოფის გაძლიერება. ორთოსიფონი ზრდის კუჭის ჯირკვლების და თავისუფალი მარილმჟავს სეკრეციას. II-III ხარისხის გულის უკმარისობის დროს რეკომენდებულია ორთოსიფონის და საგულე გლიკოზიდების ერთობლივი გამოყენება.
სვია შეიცავ სეთერზეთს (0, 2 – 1, 7%), მწარე ნივთიერებებს: ჰუმულინსლუპულონს, რომელიც ფლოროგლუცინის წარმოებულებია. მათი დაშლისას გამოიყოფა იზოვალერიანის მჟავა. შეიცავს ასევე ქოლინს, ასპარაგენს, ორგანულ მჟავებს: ვალერიანის, იზოვალერიანის, ამინობენზოის და სხვამჟავებს. ლეიკოანთოციანიდებს; შეიცავს ესტროგენულად მოქმედ ნივთიერებებს. მასში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ანტიბაქტერიული მოქმედება, დადგენილია დიურეზული მოქმედებაც, მას იყენებენ ნეფრიტების, ცისტიტებისდროს. ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების, წყლულოვანი დაავადებების დროს.
გააჩნია აგრეთვე ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
სიმინდის ულვაში (ZeamaysL. CornSilk). სიმინდის ულვაშში აღმოჩენილია მწარე გლიკოზიდურ ნივთიერებები 1.15%, საპონინები 3.18%, ცხიმოვანი ზეთები 2.5%, კრიპტოსანტინი, ასკორბინის და პანტოტენისმჟავა, ვიტამინი K, ინოზიტი, სიტესტეროლის ტიგმასტეროლი. სიმინდის მარცვლები შეიცავს სახამებელს (61.2%), სიმინდის ზეთს, დიდი რაოდენობით პენტოზანებს (7.4%), ბიოტინს, ნიკოტინის და პანტოტენის მჟავებს, კვერცეტინს და სხვა. სიმინდის ულვაში გამოიყენება როგორცშ არდმდენი, ნაღველმდენი, სისხლის შემაჩერებელი საშუალება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტების, უროლოგიური დაავადებების, თირკმელკენჭოვანი დაავადების, ნეფრიტის, შეშუპების დროს. აგრეთვე ჰელმინთებით ინვაზიების დროს. სიმინდის ულვაშის პრეპარატები ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს მის სიბლანტეს და შედარებით სიმკვირვეს, ამცირებს ბილირუბინის შემცველობას, ზრდის სისხლში პროთრომბინის შემცველობას და იწვევს სისხლის შედედების დაჩქარებას. უფრო მეტად ეფექტურია ჰიპოპროთრომბინემიის დროს.
მენთოლი მცენარის ფოთლებში მენთოლი 2,2 – 2,75 % - ია, ყვავილებში – დაახლოებით 5 %, პიტნის ფოთოლი აგრეთვე მდიდარია კაროტინით (40 მგ – მდე), ფლავონოიდებით, ბეტაინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ მენთოლის დამსახურებაა მისი ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმისმომხსნელი, ანტისეპტიკური, სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, ნაღველმდენი ეფექტი.
მაგნიუმის ციტრატი ახდენს მთელი ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგეტიკული დონის შენარჩუნებას. რეკომენდებულია კუნთოვანი სისუსტის, ნერვული გამოფიტვის, საერთო სისუსტის და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.  მაგნიუმის უკმარისობის დროს ხდება ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფა, რასაც თან სდევს დაღლილობა, ძალის შემცირება და სისუსტის განვითარება სიცხის დროს. მას გარდა უჯრედშიდა მაგნიუმის 80-90% გვხვდება კომპლექსში ატფ-თან, რომელიც წარმოადგენს ცოცხალი უჯრედების ენერგიის ძირითად წყაროს და გადამტენს. მაგნიუმი ინარჩუნებს შარდის მარილებს გახსნილ მდგომარეობაში და ხელს უშლის მათ დალექვას. აფერხებს თირკმელებში კენჭის წარმოქმნას, უმნიშვნელო კონცენტრაციებითაც კი აფერხებს კრისტალიზაციის პროცესს. შარდში Mg2+ იონები ბოჭავს მჟაუნმჟავის დაახლოებით 40%-ს, ხელს უშლის Ca – ის ნაერთების დალექვას. წარმოადგენს ანტიდოტს მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციის დროს.
ბორნეოლი ერთ-ერთი ძირითადი ეთერზეთია, რომელიც მრავალ სამკურანალო მცენარის შემადგენლობაში შედის, როგორიცაა გვირილა, სამკურნალო კატაბალახა, ლავანდა. გააჩნია დამამშვიდებელი, ანქსიოლიზური (ანტიფობიური), ტკივილგამაყუჩებელი, საანესთეზიო და ლითოლიზური მოქმედება, იწვევს კუნთების რელაქსაციას, ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. გამოიყენება თორკმელკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ზღვისპირა ფიჭვი შეიცავს ეთერზეთს, ფისს, ასკორბინის სმჟავას, ნაფტოქინონს, რუტინს, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს, პინიპიკრინს, წიწვები შეიცავენ ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, უმნიშვნელო რაოდენობით ალკალოიდებს. გააჩნიათ ანტისეპტიკური თვისება. აქვთ აგრეთვე სუსტი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისება. გამოიყენება კენჭოვანი დაავადების, თირკმლის ჭვალის დროს.
იტალიური სტაფილოს ნაყოფი შეიცავს 2%-მდე ეთერზეთებს, რომელთა შემადგენლობაში შედის 30 % გერანიოლი. ველური ნაყოფი წარმოადგენს ასევე ნედლეულს კუმარინისა და ფუროკუმარინის მისაღებად. აღმოჩენილია აგრეთვე ალკალოიდები – პიროლიდინი და დაუცინი, ხოლო ნაყოფში ფიტოსტერინი – ჰიდროკაროტინი და დაუკოსტერინი. გამოიყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, თირკმლის, ღვიძლის დაავადების, ჰელმინთებით ინვაზიის, თავბრუსხვევის, ლაქტაციის გასაუმჯობესებელ საშუალებას
ჩვენებები: შარდ-სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი); თირკმელკენჭოვანი დაავადება (ნეფროლიათიზი), შარდის ბუშტის კენჭები; “ნეფროზული სინდრომი”; არტერიული ჰიპერტენზია; II-III ხარისხის გულის უკმარისობა (საგულე გლიკოზიდებთან ერთად); ქოლეცისტიტი, ღვიძლისციროზი, ასციტი, ჰელმინთური ინვაზიები.
გვერდითი მოქმედება: ჩვეულებრივ შელნეფრონი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის წვენის სეკრეციის მომატების ფონზე, სისხლის შედედების მომატება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: შელნეფრონის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (მხოლოდ II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით გამოიყენება ვარფარინთან ერთად (იზრდება სისხლდენის რისკი) და შტოშის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად
გამოყენების წესი და დოზირება: შელნეფრონი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.
გამოშვების ფორმა: შელნეფრონი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელ ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადისა მოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანიაShelbypharmaდიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი: “გრიკარ.ნეტ” – იტალია.

მსგავსი პროდუქტები