ვიტალინკ D3 ფორტე400სე10მლ სპრ

85838
მარაგშია
37.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიცხიმში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიColecalciferolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
37.00 

ვიტალინკ D3 ფორტე

VITALINK D3 FORTE

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი,  ვიტამინის  დეფიციტის შემავსებელი პრეპარატი (ბადი)

შემადგენლობა:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 400 სე

დამატკბობლად შეიცავს სუკრალოზას

არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს, არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; ვიტამინი D, ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის სრულფასოვან განაწილებას და იცავს კანს მზის UV სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის, პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის

ჩვენება:

  • ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
  • რაქიტის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
  • ჰიპოკალცემიური ტეტანია
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
  • მალაბსორბცია
  • ლაქტაზის აუტანლობა
  • პოსტმენოპაუზური პერიოდი
  • ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის კომპლექსური თერაპია (როგორც დამხმარე საშუალება)
  • ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
  • ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებების მკუნალობა (როგორც დამხმარე საშუალება)

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

1 დოზირებული შესხურება 1 ჯერ დღეში .

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს ექიმი პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე  

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის შერევა შესაძლოა ნებისმიერ სითხესთან

გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

გამოშვების ფორმა:
ორალური სპრეი 10 მლ, თვითოეული შესხურება 10 მკგ (400 სე) D ვიტამინის ექვივალენტური.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  კოლოფზე

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი

მწარმოებელი კომპანია: Pharmalink, ესპანეთი

კომპანიაფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი