ბიორელაქსონი #30ტ

86341
-29%
მარაგშია
30.64 
21.83 
დანაზოგი: 8.81 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისედატიური პრეპარატები ჯენერიკიPassiflora+Valeriana+Crataegus+Melissa * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.64 
21.83 
დანაზოგი: 8.81 ₾ (29%)

ბიორელაქსონი

Biorelaxon

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: პასიფლორას (Passiflora d.e. ) მშრალი ექსტრაქტი- 50 მგ; ვალერიანის ექსტრაქტი (Valeriana) 125 მგ;
კუნელის (Gratayagus) მშრალი ექსტრაქტი – 125 მგ; მელისას (Melissa) ექსტრაქტი 100 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარიული წარმოშობის სედაციური საშუალება, რომელსაც ახასიათებს ანტიარითმიული, მცირე ანტიჰიპერტენზიული, ვეგეტომასტიმულირებელი, სპაზმოლიზური მოქმედება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა: პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავანოიდ – ვიტექსინს, ახდენს მსუბუქ დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის აღდგენას, ამცირებს შფოთვას და ნევროზულ მდგომარეობას, ახდენს სპაზმოლიზურ ეფექტს გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ახდენს სედაციურ მოქმედებას
ვალერიანის (კატაბალახა) ფესვები და ფესურები ძირითადად შეიცავენ ეთერზეთს 0,5-2%-მდე, ბრონიზოვალერიანატს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას. ნედლეული შეიცავს აგრეთვე ვალერიანს და ხატინინს. აქვს კარგად გამოხატული სედაციური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტო მასტიმულირებელი ეფექტი.

კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავანოიდებსმ ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინებს და ა.შ ტრიტერპენული ნაერთების და ფლავანოიდების შემცველობა განაპირობებს მის სპაზმოლიზურ მოქმედებას, შერჩევითად აფართოვებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს; აღენიშნება ჰიპოტენზიური მოქმედება; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლების ფუნქციებს, აქვს მსუბუქი სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.
მელისას ექსტრაქტი შეიცავს 0.1-0.3% ეთეროვან ზეთებს, რომლის ძირითადი კომპონენტებია ციტრონელალი, გერანიოლი, ციტრალი, ციტრონელოლი, ლინალოოლი, ფენილპროპანოიდები, ქლორიგენის და კოფეინის მჟავები. მელისას ექსტრაქტი წარმოადგენს სედაციურ საშუალებას,რომელსაც გააჩნია ანქსიოლიზური, ანტიდეპრესიული, სპაზმოლიზური, იმუნომოდულაციური, ანტივირუსული, ანტიალერგიული და ანტიმიკრობული თვისებები. სამკურნალო მელისას თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი განპირობებულია მის შემადგენლობაში ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების არსებობით გამოხატული სედაციური ეფექტი-ციტრონელალი; სპაზმოლიზური მოქმედება-გერანიოლი ციტრონელოლი; ფენილპროპანოიდები (როზმარინის, კოფეინის, ქლოროგენის და სხვ. მჟავები) განაპირობებს ანტივირუსულ, იმუნომოდულაციურ, ანტიოქსიდატურ, ანტიპისტამინურ და ანტიმიკრობულ თვისებებს. მელისა რეკომენდებულია როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება ორსულთათვის, როგორც შარდმდენი და მადის მოსამატებელი საშუალება.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამიტომ ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე დაკვირვებების ჩატარება შეუძელბელია.
ჩვენებები: ძილის დარღვევები, უძილობა. მომატებული ნერვული აგზნებადობა; ნერვული დაძაბულობა; გაღიზიანებადობა, შფოთვა; დათრგუნვის შეგრძნება; შფოთვის შეტევების ფუნქციონალური გამოვლენა ჰიპერვენტილაციით; ადვილად დაღლა; ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა, ასთენია; გახშირებული გულისცემა;, დეპრესიული მდგომარეობები; კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, ორსულებში საშვილოსნოს ტონუსის მომატება.
უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
გვერდითი მოქმედება: პრეპარატი ბიორელაქსონი ჩვეულებრივად გადაიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
გამოყენების წესი და დოზირება: ბიორელაქსონი მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით, პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან. მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, შფოთვის დათრგუნვის შეგრძნების დროს ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს.
ძილისდარღვევების, უძილობის, უძილობის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: თაბრუსხვევა, სპაზმური ტკივილები მუცელში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, გუგების დაფართოება, გულის რევა ღებინება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, საჭიროები სშემთხვევაში სიმპტომური თერაპია.
გამოყენების თავისებურებანი: პრეპარატ ბიორელაქსონი გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არაა. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენცია არ ვითარდება. პრეპარატის მიღების დროს რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ბიორელაქსონი გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ბიორელაქსონი აძლიერებს საგულეგლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი ნივთიერებების, ალკოჰოლის მოქმედებას.
გამოშვების ფორმა: ბიორელაქსონი #30. 10 ტაბლეტიბლისტერში, 3 ბლისტერი ფურცელ ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელა დგილას. არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია “Shelbypharma” დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი: “grikar.net italy

მსგავსი პროდუქტები