ბრონქოფიტოლი 75გ მც/ნედ.ნაკრებ

86800
არ არის მარაგში
ჯენერიკიHer.Anisi,Plantaginis,Violae,Calendulae გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

პარასამკურნალო საშუალება

ბრონქოფიტოლი

BRONCHOPHYTOL

 

 

წამლის ფორმა: ნაკრები.

შემადგენლობა: 1 შეფუთვა (75გ) შეიცავს ევკალიპტის ფოთლის (folium eucalypti) 1 წილს, ტუხტის ფესვების (radices althaeae) 1 წილს, ანწლის ყვავილის (flores sambuci nigrae) 1 წილს, გულყვითელას ყვავილების (flores calendulae) 1 წილს, ძირტკბილას ფესვების (radix glycyrrhizae)1 წილს, ცაცხვის ყვავილების (flores tiliae) 1 წილს, მრავალძარღვას ფოთლის (folium plantaginis) 1 წილს, სამფერა იის ბალახის (herba violae) 1 წილს, ანისულის თესლის (fructus anisi) 1 წილს, სალბის ფოთლის (folium salviae officinalis) 1 წილს, ბეგქონდარას ბალახის (herba Thymi serpylli)1 წილს.

1 ფილტრ-პაკეტი (2,5გ) შეიცავს ევკალიპტის ფოთლის (folium eucalypti) 1 წილს, ტუხტის ფესვების (radices althaeae) 1 წილს, ანწლის ყვავილის (flores sambuci nigrae) 1 წილს, გულყვითელას ყვავილების (flores calendulae) 1 წილს, ძირტკბილას ფესვების (radix glycyrrhizae)1 წილს, ცაცხვის ყვავილების (flores tiliae) 1 წილს, მრავალძარღვას ფოთლის (folium plantaginis) 1 წილს, სამფერა იის ბალახის (herba violae) 1 წილს, ანისულის თესლის (fructus anisi) 1 წილს, სალბის ფოთლის (folium salviae officinalis) 1 წილს, ბეგქონდარას ბალახის (herba Thymi serpylli)1 წილს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ხველებისა და გაციების დროს.

ათქ კოდი: R05СА10.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოდინამიკა. პრეპარატ ბრონქოფიტოლს აქვს სეკრეტოლიზური და სეკრეტოკინეტიკური მოქმედება. ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ჯირკვლების სეროზულ უჯრედებს, ზრდის ლორწოვანი სეკრეტის რაოდენობას, რის შედეგადაც მასში იცვლება ლორწოვანი და სეროზული კომპონენტების თანაფარდობა. ბრონხიალური სეკრეტის რაოდენობის გაზრდა და მისი სიბლანტის შემცირება აიოლებს ნახველის გამოდევნას.

ბრონქოფიტოლს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ზოგადგამაძლიერებელი მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები. გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებებისას (მწვავე და ქრონიკული), რომლებსაც თან ახლას ხველა ბლანტი ნახველის წარმოქმნით; ბრონქოექტაზური დაავადება; ბრონხოსპაზმი.

გამოყენების წესი: ნაკრების 2 სუფრის კოვზს ათავსებენ ჭურჭელში და ასხამენ 500მლ (2,5ჭიქა) მდუღარე წყალს, აყოვნებენ თავდახურულ მდგომარეობაში 60წთ-ის განმავლობაში, წურავენ.

2 ფილტრ-პაკეტს ათავსებენ ჭურჭელში და ასხამენ 150მლ ახლად ადუღებულ წყალს, აყოვნებენ თავდახურულ მდგომარეობაში 15წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ფილტრ-პაკეტებს გამოწურავენ.

დოზირება: მიიღება  2/3 ჭიქა (150მლ) გამონაცემი თბილი სახით ჭამამდე 20-30წთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 20-30 დღე. გამოყენების წინ გამონაწვლილი კარგად შეანჯღრიეთ.

გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, ბავშვთა ასაკი 7 წლამდე.

დოზის გადაჭარბება. დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია, თუკი მისი გამოყენებით მიღებული სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. არ გამოიყენება ხველების დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები. ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის შემდეგ.

გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 75გ ნაკრები პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

2,5გ ნაკრები ფილტრ-პაკეტში. 20 ფილტრ-პაკეტი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი’’.

საქართველო. 4600. ქ.ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 51.
ტელ: +995 (431) 214 504.

e-mail: [email protected].

მსგავსი პროდუქტები