დიაბეტოფიტოლი 75გ მც/ნედლ

86804
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვა ჯგუფის დიურეტიკები ჯენერიკიHer.Vaccini myrtilli,Mori albi,Taraxaci გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

პარასამკურნალო საშუალება

დიაბეტოფიტოლი

DIABETOPHYTOL

 

შემადგენლობა:

1 შეფუთვა (75გ) შეიცავს მაყვლის ფოთლის (folium rubi caesii)1 წილს, სიმინდის ულვაშის (stigmata maydis) 0,5 წილს, ლობიოს პარკების (pericarpium phaseoli) 1 წილს, შვიტას ბალახის (herba equiseti arvensis) 0,75 წილს, თეთრი თუთის ფოთლის (folium mori albi) 1 წილს, მოცვის ფოთლებისა და ღეროების (folia at cormus vaccinii myrtilli) 1 წილს, ბაბუაწვერას ფესვის (radix taraxaci) 1 წილს.

1 ფილტრ-პაკეტი (2,5გ) შეიცავს მაყვლის ფოთლის (folium rubi caesii)1 წილს, სიმინდის ულვაშის (stigmata maydis) 0,5 წილს, ლობიოს პარკების (pericarpium phaseoli) 1 წილს, შვიტას ბალახის (herba equiseti arvensis) 0,75 წილს, თეთრი თუთის ფოთლის (folium mori albi) 1 წილს, მოცვის ფოთლებისა და ღეროების (folia at cormus vaccinii myrtilli) 1 წილს, ბაბუაწვერას ფესვის (radix taraxaci) 1 წილს.

წამლის ფორმა: ნაკრები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ნახშირწყლოვანი ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება. ნაკრების გამონაწვლილი ხელს უწყობს გლუკოზის შემცველობის შემცირებას სისხლში, ზრდის ნახშირწყლებისადმი ორგანიზმის ტოლერანტობას და აძლიერებს ღვიძლის გლიკოგენწარმომქმნელ ფუნქციას.

ჩვენება: გამოიყენება როგორც შარდმდენი მოქმედების მქონე დამხმარე საშუალება ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულირებისთვის.

უკუჩვენებები:მომატებული მგრძნობელობა ნაკრების კომპონენტების მიმართ,  ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

მომზადების წესი:ნაკრების 5გ (1 დესერტის კოვზი) მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით 200მლ (1 ჭიქა) ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45წთ-ის განმავლობაში ოთახის ტემპერატურამდე და გადაწურეთ. გამონაწვლილი შეავსეთ 200მლ-მდე ანადუღარი წყლით.

2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით 200მლ მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 15წთ-ის განმავლობაში. ფილტრ-პაკეტი გამოწურეთ.

გამოყენების წესი: მიიღება მოზრდილებში 1/3-1/2 ჭიქა თბილი გამონაწვლილი დღეში 2-3-ჯერ, კვებამდე 30წთ-ით ადრე 20-30 დღის განმავლობაში. ბავშვებში, ასაკის მიხედვით, 1 დესერტის კოვზიდან ¼ ჭიქამდე დღეში 2-3-ჯერ, კვებამდე 30წთ-ით ადრე 20-30 დღის განმავლობაში.

გამოყენების წინ გამონაწვლილი უნდა  შეანჯღრიოთ.

გამონაწვლილი ინახება მაცივარში (2-8°C-ზე) არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

გვერდითი მოვლენები:შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, გულძმარვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია დაცული იქნას მიღების წესი, სიფრთხილის ზომები და გათვალისწინებული იქნას უკუჩვენებები.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. სათანადო კვლევებისმონაცემებისარ არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. აუცილებლობის შემთხვევაში, ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. არ ახდენს ზემოქმედებას.

შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მომზადებული გამონაწვლილი შეინახეთ მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 75გ ნაკრები პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

2,5გ ნაკრების ფხვნილი ფილტრ-პაკეტში. 20 ფილტრ-პაკეტი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი’’.

საქართველო. 4600. ქ.ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 51.
ტელ: +995 (431) 214 504.

e-mail: [email protected].