ბრეინიდი 90მგ #30ტ

86820
მარაგშია
58.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები) ჯენერიკიCerebroprotein hydrolysate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
58.50 

ბრეინიდი

Brainneed

(ბიოლოგიურად აქტიური დანამატი)

 

შემადგენლობა:

ერთი  ტაბლეტი შეიცავს:

ცერებროპროტეინის ჰიდროლიზატს    -  90 მგ.

Cerebroproteinhydrolysate   -  90 mg

ბრეინიდი გამოიყენება:

• ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმების დროს,    რომლებსაც თან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევა.
• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლის დროს.
• იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომ აღდგენით პერიოდში. ბრეინიდის გამოყენება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების მქონე ავადმყოფებში ამცირებს ინსულტის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულებას და აუმჯობესებს რეკონვალესცენციის პერიოდის მიმდინარეობას.
• თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების დროს (ქალა-ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმა.
• თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა.
• ქრონიკული ცერებროვასკულური პათოლოგიების დროს.
• პაციენტებში ასაკობრივი დემენციით და ალცჰაიმერის დაავადებით.

მოქმედების მექანიზმი:

• გააჩნია ნოოტროპული მოქმედება.
• აუმჯობესებს და არეგულირებს ნეირონულ გადაცემას, ახდენს სინაპსური პლასტიურობის მოდულაციას.
• ხასიათდება ნეიროსპეციფიური მულტიმოდალური ეფექტით.
• ასტიმულირებს თავის ტვინში ცილების აერობულ ცვლას, იცავს ნეირონებს ლაქტაციდოზის დამაზიანებელი მოქმედებისგან.
• ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის პროცესს, ახდენს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ინჰიბირებას.
• ახდენს კალციუმ დამოკიდებული პროტეაზების ბლოკირებას, ამცირებს გლუტამატის ნეიროტოქსიურ მოქმედებას.
• ზრდის ნეირონების მდგრადობას ჰიპოქსიისა და იშემიის პირობებში.

გვერდითი ეფექტები:

თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ცხელება, გაღიზიანებადობა.

სიფრთხილის ზომები

• არ გამოიყენოთ თუ მკურნალობთ კოლხიცინით, ქლორამფენიკოლით, ამინოსალიცილის მჟავათი.                                                                                                               

• არ მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად.

წინააღმდეგ ჩვენება: ეპილეფსია, თირკმლის მძიმე დაავადებები, ჰიპერმგრძნობელობა ჰიდროლიზებული ცილის მიმართ.                                                                                                                                                                                                             

ორსულობა და ლაქტაცია

ბრეინიდის უსაფრთხოება არ არის დადგენილი ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ უმჯობესია ამ პერიოდში არ გამოიყენოთ.

დოზირება:

1 ან 2 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება:

არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მეტი დოზა. დოზის გაზრდა არ გააუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს. ძალიან მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები, დიარეა. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ სამკურნალო დაწესებულებას და ექიმს.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები, 30 ტაბლეტი შეფუთვაში.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას 30 °C ტემპერატურამდე.

WEST-COAST International Inc.

მსგავსი პროდუქტები