ცისტოპი #30ტ

87118
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიშარდკენჭოვანი დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები ჯენერიკიVaccinium macrocarpon+Vit.C * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ცისტოპი 

ცისტოპი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საშარდე სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და მისი ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას. შტოშის ხილის ექსტრაქტი მდიდარია C ვიტამინით, სასარგებლო მინერალებით  და პოლიფენოლებით. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ოლიგომერულ პროანტოციანიდინებს (OPC), რომლებიც ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიების მიმაგრებას შარდსადენის, შარდის ბუშტის და შარდსაწვეთების კედლებზე. ამგვარად, ოლიგომერული პროანტოციანიდინები (OPC) აფერხებენ საშარდე გზებში ბაქტერიების კოლონიზაციას. პოლიფენოლები კი ზღუდავენ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ამით იცავენ უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან და ანეიტრალებენ ანთებით პროცესებს.C ვიტამინი ეხმარება იმუნურ სისტემას სათანადო ფუნქციონირებაში,ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით, აგრეთვე იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო რეგენერაციული მოქმედებით; აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის ნორმალური რეგულაციისთვის. უზრუნველყოფს ანტიმიკრობულ დაცვას. 

ჩვენებები: პიელონეფრიტი,ცისტიტი,ურეთრიტი, მორეციდივე საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა.

ანტიბაქტერიული თერაპიის  შემდეგ ამცირებს საშარდე გზების ინფექციების რეციდივის წარმოქმნის რისკს.

შემცველობა: შტოშის ხილის ექსტრაქტი (Vaccinum macrocarpon), C ვიტამინი.შემავსებელი ნივთიერება: ცელულოზა; შეცხობის საწინააღმდეგო აგენტები: ცხიმმჟავების მაგნიუმის მარილები, სილიკონის დიოქსიდი. 

პროდუქტის მისაღებ დოზაში შემავალი საკვები ნივთიერებები:

კომპონენტი

შემცველობა 1 ტაბლეტში:

დღიური დოზის პროცენტული ღირებულება:

Vaccinummacrocarpon

200 მგ

-

C ვიტამინი

20 მგ

25%


დოზირება და მოხმარების წესიმიიღეთ 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში, წყალთან ერთად, საკვების მიღებასთან დამოუკიდებლად.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას -  დღეში 2 ტაბლეტს.

გაფრთხილება
საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალფეროვანი კვების  ჩასანაცვლებლად.

შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. 

მსგავსი პროდუქტები