ქსანტერნეტი0.4მლ #20ფლ თვ/გელი

87589
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფირქოვანას პროტექტორები ჯენერიკიNetilmycinum,Hyaluron ac, Xantangum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ქსანტერნეტი

კომბინირებული გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში

არ შეიცავს კონსერვანტებს

შემადგენლობა:

ჰიალურონის მჟავა 150მგ.

ქსანტან გუმი 1%

ნეტილმიცინი  0.3%

ქსანტან გუმი წარმოადგენს მაღალი სიბლანტის მუკოპოლისაქარიდს  ანტიოქსიდანტური ეფექტით. იგი მნიშვნელონად აჩქარებს რქოვანაზე რეგენერაციულ პროცესებს,ახანგრძლივებს სხვა კომპონენტების შეხების დროს თვალის ზედაპირთან და ზრდის მათ ბიოშეღწევადობას.

ნეტილმიცინი  წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება გრამუარყოფით და გრამდადებით მიკროორგანიზმებზე: სტაფილოკოკი (st. aureus, st. epidermidis) აგრეთვე მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკზე და კოაგულაზა-რეზისტენტული სტაფილოკოკზე.

ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს  დამატენიანებელ ეფექტს.

ჩვენებები: რქოვანას ეროზიები და წყლულები,რქოვანას ქიმიური და თერმული დამწვრობა,უცხო სხეულის ამოღების შემდგომი პერიოდი,კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეუილი რქოვანას  დაზიანება.ნებისმიერი  ქირურგული ჩარევის  შემდეგ.

უკუჩვენება ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სასარგებლო ეფექტი სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო უარყოფითი მოქმედების რისკს.

ინიშნება ბავშვებში 2 წლიდან.

გამოშვების  ფორმა:ერთჯერადი კონტეინერი N20  0.4მლ

დოზირება: 1 წვეთი 4-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი:

გამოაცალკევეთ ერთი კონტეინერი  და დარწმუნდით,რომ არ არის დაზიანებული.კონტეინერის  გასახსნელად  მოატრიალეთ ბტრყელი ბოლო,თვალში   ჩაწვეთების დროს  საწვეთური  არ შეახოთ ქუთუთოს.

შენახვის პირობები:

არ შეინახოთ 30°C - ზე  მაღალ  ტემპერატურაზე.

მწარმოებელი:SIFI  S.p.A.