სოლიდოფოლი #30ტ

88436
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიVit.B9,B12,KI გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

სოლიდოფოლი / SOLIDOFOL

 

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) - 400 მკგ;
იოდი (კალიუმის იოდიდი - 164 მკგ) - 125 მკგ;
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) - 9 მკგ.    

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
იოდის შემცველი პრეპარატი, ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12 -თან ერთად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 

იოდი წარმოადგენს ძირითად ელემენტს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (თიროქსინი T4 და ტრიიოდთირონინი T3) წარმოქმნისთვის. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები განაპირობებენ სხვადახვა ორგანოთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. მათზეა დამოკიდებული ისეთი პროცესები როგორიცაა მეტაბოლიზმი, რეპროდუქციული ფუნქციები, გარემოსთან ადაპტაცია, იმუნიტეტი და ა.შ. 

იოდზე და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზეა დამოკიდებული ნაყოფის ნორმალური განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში, ბავშვებში ზრდა და განვითარება, ნერვული და ფსიქიკური მდგომარეობა და ა.შ.  

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ის გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად. მონაწილეობს პურინისა და პირიმიდინის ცვლაში, ქოლინის ცვლაში, ცილებისა დანუკლეინის მჟავების სინთეზში. მონაწილეობს ნერვული ღეროს ჩამოყალიბებაში მუცლადყოფნის პერიოდში. მისი დეფიციტი იწვევს ნაყოფის ნერვული ღეროს პათოლოგიებს. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში. 

ვიტამინი B12 ორგანიზმში წარმოქმნის ორ აქტიურ ფორმას, მეთილკობალამინს და ადენოზილკობალამინს. მეთილკობალამინი აუცილებელია მეთიონინსინთეტაზას ნორმალური დონის რეგულაციისთვის, რომელიც მონაწილეობს ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში და განაპირობებს მასთან ერთად პურინისა და პირიმიდინის ცვლას, შესაბამისად მათზეა დამოკიდებული დნმ-ის რეპლიკაცია და რეპარაცია. ვიტამინი B12-ისა და/ან B9-ის დეფიციტის დროს ირღვევა მეთიონინისა და შ-ადენოზილმეთიონინის სინთეზი, რაც უარყოფითად მოქმედებს მეთილირების პროცესზე, ცილებისა და პოლიამინების ბიოსინთესზე.

ვიტამინი B12-ისა და B9-ის კომბინირებული მოქმედება განაპირობებს მეტაბოლური ბლოკადის გადალახვას იმ პირებში, ვინც განიცდიდა მათ დეფიციტს.

ვიტამინი B12 მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში, ასევე აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ნივთიერებათა ცვლის რეგულაციისთვის. 

ჩვენებები: 
• იოდის, ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12-ის დეფიციტი, ან/და მათი დეფიციტით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• ორსულობის დაგეგმვის წინა პერიოდი;
• ნერვული ღეროს პათოლოგიების პროფილაქტიკა (ორსულობის დაგეგმვის პერიოდი და ჳ ტრიმესტრი);
• გაზრდილი მოთხოვნილება იოდზე და ვიტამინებზე B9 და B12;

უკუჩვენება: 

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარტში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: 

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ დამატებით იღებთ იოდის შემცველ პრეპარატს.

მიღების წესი და დოზირება: 

1 ტაბლეტი დღეში, ჭიქა წყლის მიყოლებით. უმჯობესია პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ჭარბი დოზირება: 

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გამოყენება ორსულობისა და  ლაქტაციის პერიოდში: 

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ანალგეტიკებთან, ანტაციდებთან, ბარბიტურატებთან და ზოგიერთ ანტიბიოტიკთან ერთად, რადგან ფერხდება ვიტამინების აბსორბცია. 

კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან კომბინაციაში გამოყენებისას შესაძლოა ჰიპერკალიემიის განვითარება.

ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას შესაძლოა ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარება.

გამოშვების ფორმა: 

ტაბლეტი N30, ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:  

შეინახეთ მშრალ, მზის სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-250C ტემპერატურაზე. 

შენახვის ვადა: 

მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტის გარეშე (Food Supplement).

მსგავსი პროდუქტები