სუგრელი 10მგ #28ტ

88988
მარაგშია
68.10 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ჯენერიკიPrasugrel გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
68.10 

სუგრელი /SUGREL/  10მგ შემოგარსული ტაბლეტები

პრასუგრელი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ  ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს.  შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი,  თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის  შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ  ექიმს. 

შინაარსი:

1)  რა არის სუგრელი და რა დროს გამოიყენება

2)  რა უნდა იცოდეთ სუგრელის  მიღებამდე

3)  სუგრელის მიღების წესი

4)  მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5)  სუგრელის შენახვის პირობები

6)  შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1.  რა არის სუგრელი და რა დროს გამოიყენება

სუგრელი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პრასუგრელს,  მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს სახელწოდებით ანტითრომბოზული საშუალებები. თრომბოციტები  სისხლის მცირე უჯრედული ფრაგმენტებია. როდესაც ხდება სისხლძარღვის დაზიანება, მაგალითად გაჭრა, თრომბოციტები გროვდებიან  და წარმოიქმნიან სისხლის კოლტს (თრომბი). შესაბამისად, თრომბოციტები აუცილებელია სისხლდენის შესაჩერებლად. სისხლძარღვში, მაგალითად არტერიაში, კოლტების წარმოქმნა შეიძლება იყოს  ძალიან საშიში, რადგან მათ შეუძლიათ შეაფერხონ სისხლის მიწოდება, რაც გამოიწვევს გულის შეტევას (მიოკარდიუმის ინფარქტი), ინსულტს ან გარდაცვალებას. არტერიებში არსებული თრომბი ახდენს სისხლის მიწოდების შეფერხებას, რაც იწვევს არასტაბილურ სტენოკარდიას (მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში).   

სუგრელი ამცირებს თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების უნარს და შესაბამისად ამცირებს სისხლის კოლტის ჩამოყალიბების უნარს.

თქვენ დაგენიშნათ სუგრელი, რადგანაც თქვენ გადაიტანეთ გულის შეტევა ან არასტაბილური სტენოკარდია და მკურნალობთ დაბლოკილი სისხლძარღვების გახსნის მიზნით. შეიძლება თქვენ გქონდეთ ერთი ან  მეტი სტენტი ჩადგმული დაბლოკილი ან შევიწროებული არტერიის გასახსნელად. სუგრელი ამცირებს შემდგომში გულის შეტევის ან ინსულტის ან რომელიმე ათეროთრომბოზული დაავადებით გარდაცვალების რისკს. ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას (მაგ.: ასპირინი), სხვა ანტითრომბოზულ  საშუალებას.

2.  რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე

არ მიიღოთ სუგრელი: 

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრასუგრელის ან სუგრელის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების შეშუპება  ან სუნთქვის უკმარისობა. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
  • თუ აღგენიშნებათ სისხლდენა, მაგალითად კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა.
  • თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA).
  • თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული  დაავადება.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

სუგრელის  მიღების დაწყებამდე  აუცილებელია სამედიცინო  კონსულტაცია.

სუგრელის  მიღებამდე ექიმს აცნობეთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ:

  • თუ არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი:

-  თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის. მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დღიურ დოზას 5მგ, რადგანაც 75წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში სისხლდენის რისკი მაღალია.

-  ახლო წარსულში მიღებული  სერიოზული დაზიანება.

-  ახლო წარსულში ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები).

-  ახლო წარსულში გადატანილი ან განმეორებითი სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან (მაგ.:კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავის პოლიპები).

-  60კგ-ზე ნაკლები სხეულის წონა. მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დღიურ დოზას 5მგ, თუ იწონით 60კგ-ზე ნაკლებს.

-  თირკმელების დაავადება ან საშუალო სიმძიმის ღვიძლის პრობლემები.

-  გარკვეული სახის სამკურნალო საშუალებების მიღება (იხილეთ „სხვა სამკურნალო საშუალებები“).

-   მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები). ექიმი გირჩევთ, რომ სისხლდენის მომატებული რისკის გამო დროებით შეწყვიტოთ სუგრელის მიღება.

  • სუგრელის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გქონდათ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან სხვა რომელიმე ანტითრომბოციტული საშუალების მიმართ. თუ სუგრელის მიღების შემდეგ განვითარდა ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების შეშუპება  ან სუნთქვის უკმარისობა, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს.
  • სუგრელის მიღებისას:

დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ განგივითარდათ თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP), რომელსაც ახასიათებს ცხელება,  წითელი  წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეიძლება ახლდეს უმიზეზო ძლიერი დაღლილობა, დაბნეულობა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე) (იხილეთ პუნქტი 4 „მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“)

ბავშვები და მოზარდები

სუგრელი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და სუგრელი

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები, საკვები დანამატები და მცენარეული საშუალებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმმა იცოდეს, რომ თქვენ ღებულობთ შემდეგ საშუალებებს:

  • კლოპიდოგრელი (ანტითრომბოციტული საშუალება)
  • ვარფარინი (ანტიკოაგულანტი)
  • „არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები“ ტკივილისა და ცხელების დროს (მაგალითად: იბუპროფენი, ნაპროქსენი, ეტორიკოქსიბი).

სუგრელთან ერთად აღნიშნული სამკურნალო საშუალებების მიღებისას სიხლდენის რისკი იზრდება.

უთხარით  ექიმს, თუ ღებულობთ მორფინს ან სხვა ოპიოიდებს (გამოიყენება ძლიერი ტკივილის  მოსახსნელად).

სუგრელით მკურნალობისას სხვა მედიკამენტები მიიღეთ მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან  ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, სუგრელის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ექიმი განსაზღვრავს სუგრელით მკურნალობის  სარგებელი რამდენად აჭარბებს მასთან დაკავშირებულ  რისკებს.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა

ნაკლებად სავარაუდოა,  რომ   სუგრელმა  იმოქმედოს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სუგრელი შეიცავს ლაქტოზასა და საქაროზას

თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

3.  სუგრელის მიღების  წესი

სუგრელის  მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სუგრელის სტანდარტული დოზა არის 10მგ დღეში. მკურნალობა დაიწყეთ 60 მგ-ის ერთჯერადი მიღებით. 60კგ-ზე ნაკლები წონის ან  75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში  დოზა შეადგენს  5მგ დღეში.

ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას შესაბამისი დოზით  (როგორც წესი, 75მგ-325მგ დღეში).

სუგრელი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მიიღეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.

ტაბლეტები არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს და ფარმაცევტს უთხრათ რომ ღებულობთ სუგრელს.

დოზის გადაჭარბება

დაუყონებლივ  მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს  სამედიცინო დაწესებულებას, რადგანაც მაღალია  სისხლდენის რისკი. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ დადგენილი დოზის  მიღება,  მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ დაგავიწყდათ სუგრელის მიღება  მთელი დღის განმავლობაში, მიიღეთ მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორი დოზა ერთ დღეს. 14, 28, 56, 84 და 98 ტაბლეტიანი შეფუთვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ტაბლეტის მიღების ბოლო დღე, ბლისტერზე დატანილ კალენდარის გამოყენებით.

სუგრელის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ სუგრელის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, სუგრელით მკურნალობის ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს გულის შეტევის რისკი.

აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, სუგრელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.  დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:

  • ხელების, ფეხების ან სახის, განსაკუთრებით სხეულის ერთი მხარის უეცარი დაბუჟება და სისუსტე;
  • უეცარი დაბნეულობა, საუბრის ან სხვების ლაპარაკის გაგების გაძნელება.
  • სიარულის გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევა.
  • თავბრუსხვევა ან უცნობი მიზეზით გამოწვეული ძლიერი თავის ტკივილი.

ყველა ზემოთ აღნიშნული შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები. ინსულტი არის სუგრელის არახშირი გვერდითი მოვლენა პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ გადატანილი ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA).

 აგრეთვე, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:

  • ცხელება,  წითელი  წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეიძლება ახლდეს უმიზეზო ძლიერი დაღლილობა, დაბნეულობა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე) (იხილეთ პუნქტი 2 „რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე“).
  • გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების/ენის შეშუპება  ან სუნთქვის უკმარისობა. აღნიშნული შეიძლება იყოს მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშნები (იხილეთ პუნქტი 2 „რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე“).

დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს,  თუ შენიშნავთ შემდეგს:

  • შარდში სისხლი
  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, სისხლიანი განავალი ან შავი განავალი
  • უკონტროლო სისხლდენა, მაგალითად ჭრილობიდან.

ყველა ზემოთ აღნიშნული შეიძლება იყოს სუგრელის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენის სისხლდენის ნიშნები. იშვიათად, მაგრამ ძლიერი სისხლდენა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს  10- დან 1 პაციენტში):

  • სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან
  • სისხლდენა პუნქციის ადგილიდან
  • სისხლდენა ცხვირიდან
  • გამონაყარი კანზე
  • პატარა წითელი სისხლჩაქცევები კანზე (ექიმოზები)
  • სისხლი შარდში
  • ჰემატომა (სისხდენა კანქვეშ ინექციის ადგილზე, ან კუნთში, რომელიც იწვევს შეშუპებას)
  • ჰემოგლობინის დაბალი დონე ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
  • სისხლჩაქცევები

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს  100-დან 1 პაციენტში):

  • ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, ტუჩების/ენის შეშუპება  ან სუნთქვის უკმარისობა)
  • თვითნებური სისხლდენა თვალებიდან, სწორი ნაწლავიდან, ღრძილებიდან ან მუცლის ღრუში.
  • სისხლდენა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.
  • სისხლიანი ხველა
  • სისხლიანი განავალი

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს  1000-დან 1 პაციენტში):

  • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
  • კანქვეშა ჰემატომა (სისხლდენა კანქვეშ, რომელიც იწვევს შეშუპებას)

შეტყობინება  გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ საქართველოს ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.

5. სუგრელის  შენახვის პირობები

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ  სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.  აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა  და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სუგრელი:  

აქტიური ნივთიერება არის პრასუგრელი.

სუგრელი 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ პრასუგრელს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის გული: კროსპოვიდონი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის  კროსკარმელოზა,    მიკროკრისტალური ცელულოზა,  საქაროზას სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი  წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)  და ტალკი.

სუგრელის  გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

სუგრელი 10მგ: ნარინჯისფერი, ოვალური, ორივე მხრიდან ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები,  ერთ მხარეს ჭდით „F2”.

სუგრელი დაფასოებულია  28 ტაბლეტიან ბლისტერებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნიუ ფარმ გრუპი,

საქართველო, თბილისი, 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ.#18.

მწარმოებელი:

LABORATORIOS   LESVI, S.L.

ესპანეთი, ბარსელონა, 08970, სან-ჟოან-დესპი, გამზ. ბარსელონა 69.

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
მთაწმინდა
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა 1
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
ჩუმლაყი
გურჯაანის რ-ნი,სოფ.ჩუმლაყი
მარაგშია
ისანი
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
სამგორი
ავერსი 92
ლილოს დას.მე-3კვრტ.8კორპ.(24)
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
3465
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი 1
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
იმერეთი
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
თერჯოლა 2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
ქვემო ქართლი
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები